"არავის სჯერა, ასეთი არარაობა ქმარი რომ მყავს"
02-12-2015
"არავის სჯერა, ასეთი არარაობა ქმარი რომ მყავს"
"გამაგებინეთ, ცოლი ვარ თუ მონა?!"

"იმის გამო, რომ დიქტატორ ქმარს ენას ვერ ვუბრუნებ, ბავშვებთან გამოვხატავ მრისხანებას და მერე მათი შეშფოთებული სახეები მაწუხებს"


ამას წინათ გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ საქართველოში ქალები ძალიან დაუცველები არიან. მეტიც, ბევრმა ისიც არ იცის, რა უფლებები აქვს, ან ვის უნდა მიმართოს დასახმარებლადო. მაშინ მისი პოზიცია გადაჭარბებული მეჩვენა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნატა კ.-ს მოვუსმინე, დავეჭვდი, რომ მდგომარეობა მართლაც მძიმეა...


ნატა
ძალიან ახალგაზრდაა, 28 წლის. ადრე გათხოვდა და უკვე სამი შვილის დედაა. უყვარდა და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სკოლის დამთავრებისთანავე ოჯახი შექმნა. ახლა ნანობს, რომ უფროსებს არ დაუჯერა და მომავალზე არ იფიქრა. საშუალო განათლება აქვს, ხელსაქმე კი არ იცის, რომ საკუთარი ფული ჰქონდეს. მთლიანად ქმრის კმაყოფაზეა, რომელსაც
ურიგო შემოსავალი არა აქვს, მაგრამ ცოლს აგდებულად ექცევა, შვილების თვალწინ ამცირებს.

ნატა - უტვინო არსებას მეძახის, რომელიც ტვირთად აწევს და რომ არა ის, შიმშილით სული გამძვრებოდა. Mმეც ვითმენ, რადგან არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს. არადა, თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩემზე ერთი წლით უფროსია. სკოლა რომ დაამთავრა, უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო არ ჩააბარა, რომ მე ყურადღება მომაკლდებოდა და ეშინოდა ვინმეს ჩემი თავი არ წაერთმია. ამას ვერ გადავიტანო, მეუბნებოდა. ცოლად რომ შემირთო, უმაღლეს სასწავლებელში მერე ჩაირიცხა. ხუთი წელი უბედნიერესი ცოლ-ქმარი ვიყავით. მუშაობა რომ დაიწყო, შეეცვალა ხასიათი. ალბათ, საყვარელი გაიჩინა, აბა, რა ვიფიქრო? მის მეგობრებს თან ვყვები. ჩემს სადღეგრძელოს სვამენ, - ნატა, ჩვენი და ხარ, ოქროს ხელები გაქვს, შენ გამო გურამთან მოსვლა გვიხარიაო. ის კი ღიმილით იფერებს და მეორე დღეს, გამოფხიზლებული ისევ აუტანლად მექცევა.

- არ გიცდია გაგეგო, რა შავმა კატამ გაირბინა თქვენ შორის?
- დამცინა, შენი თავი ამოწურეო. მიყვარდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რატომ მომეწონეო... ერთხელ ვუთხარი, ასე ცხოვრებას სჯობს, დავშორდეთ-მეთქი. წადი, ვინ გაკავებსო? იზრუნე იმაზე, რომ შენს შვილებს არაფერი მოაკლდეთ და დღესვე წავალ-მეთქი. დამცინა, შვილებით სპეკულირებ, მათ კისერზე ჩამოკიდებულს გინდა ცხოვრება. ბავშვებს არსად არ ვუშვებ, ყველაფერი მათია, შენ მომშორდიო. რა ვქნა, შვილები დავტოვო? ერთხელ ვცადე და მეგობრის დაკეტილ სახლში გადავსახლდი ბავშვებთან ერთად. მოვარდა გიჟივით. რას მკადრებ, ჩემი შვილები სხვის სახლში როგორ უნდა ცხოვრობდნენო და ბავშვებს ხელი დაავლო. ატირდნენ, დედას გარეშე არ წამოვალთო. მერე გამოცრა, რაღა ძიძა ვიქირავო, მოუარე ბავშვებსო.

- ფიზიკურადაც შეურაცხგყოფს?
- არა. ამასაც რომ აკეთებდეს, ალბათ უკვე მკვდარი ვიქნებოდი, მაგრამ ზოგჯერ მინატრია, ნეტავ მცემოს და მომკლას-მეთქი. არავის სჯერა, ასეთი არარაობა ქმარი რომ მყავს.

- მშობლებს თუ გაუმხილე სატკივარი?
- ერთხელ დავიჩივლე... თავის დროზე დაგეჯერებინა ჩვენთვის, ახლა სამშვილიანი ქალი სად მიგიღოთ, ჩვენ ძლივს ვეტევითო?! დედამთილსაც შევჩივლე, მეგონა, შვილს დაელაპარაკებოდა... დამწუხრებულმა გადმომხედა: მამამისიც ასეთი იყო, სიცოცხლეს მიმწარებდა, მაგრამ ვითმენდი. ქალის ბედიც ეგ არის, უნდა მოითმინო, აბა, ოჯახს ხომ არ დაანგრევ და სამი შვილით ღია ცის ქვეშ ხომ არ გახვალ, ასაკში შევა და დაწყნარდებაო. იმ დღეს მტკვარში გადახტომაზეც კი ვიფიქრე. მგონია, ამ საშინელებას თავი რომ დავაღწიო, ერთადერთ გამოსავლად თავის მოკვლა მრჩება. გურამის დაშოშმინებამდე ხომ მოვკვდები ნელი წამებით. 

- იქნებ რამე საქმე გესწავლა, ეგებ აზრი შეეცვალოს და დაგაფასოს...
- დამცინის, შენ  მხოლოდ მზარეულად, მრეცხავად და დამლაგებლად ვარგიხარო. არადა, მასზე უკეთ ვიყავი მომზადებული უმაღლესში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - ქალს ქმრის მეტი უფროსი არ უნდა ჰყავდესო... ბოლოს აღმოჩნდა, რომ მას სჭირდებოდა მონა, რომლითაც თავსაც მოიწონებდა და მიწასთანაც გაასწორებდა. წარმოიდგინეთ, 28 წლის ვარ, ახალგაზრდა ქმარი მყავს, რომელიც ჩემ გვერდით ცხოვრობს და უკვე სამი წელია ჩემთან არ დაწოლილა. თავს მამადლის, შენთვის როგორ დავიხარჯებიო. Aარ ვიცი, ვის მივმართო, ვის ვთხოვო დახმარება. ალბათ, მალე გავგიჟდები.  დედადაც აღარ ვივარგებ თუ ჩემი ცხოვრება არ შეიცვალა. იმის გამო, რომ დიქტატორ ქმარს ენას ვერ ვუბრუნებ, ბავშვებთან გამოვხატავ მრისხანებას და მერე მათი შეშფოთებული სახეები მაწუხებს. მირჩიეთ რამე, გამაგებინეთ, ცოლი ვარ თუ მონა.

სოფო გამრეკელი
ნუცი
13 თებერვალი 2018 12:42
ცხოვრების ნუ შეგეშინდება. დაანებე ეგეთ ქმარს თავი სანამ ახალგაზრდა ხარ. მოიწყე შენი ცხოვრება თორემ შვილები რომ გაიზრდებიან და ქალობაწართმეულ უბედურ და მოუვლელს გნახავენ დაგემდურებიან. მერე აღარც მათ გამოადგები. თავს უშველე სანამ კიდევ დრო გაქვს თორემ 50-ის რომ გახდები უკვე დანერვოზებული და ავადმყოფი ზედ გადავლა მერე ნახე.
lali
11 ივნისი 2016 00:19
cagebuli yoveltvis mamakacia drois ambzvia genacvale torem shvilebi shen ki ara,magas miatoveben!amitom ar moanicho shens gasachirs siamovneba da imoqmede mxolod gulis karnaxit!
ნინო
11 ივნისი 2016 00:12
სამი წელი თუ არ წოლილხართ ერთად ესეიგი გღალატობს. გაფაქტე და თავზე დაახურე ყველაფერი ჯერ იმ ქალს და მერე შენ ქმარს

რედაქტორის რჩევით