"მშობლებს ბიჭისთვის უთქვამთ, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და ეგ გოგო ცოლადაც რომ შეირთო, ოჯახი მაინც დაგენგრევაო"
"მშობლებს ბიჭისთვის უთქვამთ, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და ეგ გოგო ცოლადაც რომ შეირთო, ოჯახი მაინც დაგენგრევაო"
ქორწინების გარეშე ჩასახულ ჩვილთა მიტოვების საკითხი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი და ეკლესია აქტიურად ცდილობენ დედების დარწმუნებას, უარი არ თქვან შვილებზე, ჩვილ ბავშვთა სახლებში პატარებს მაინც ტოვებენ. ჩვენი რესპონდენტი ნატა კირვალიძე მიიჩნევს, რომ ასეთ დედებთან საჭიროა არა მხოლოდ იდეოლოგიური მუშაობა, არამედ ფიზიკური თუ მატერიალური დახმარებაც. მაგალითისთვის ნატამ გვიამბო ის, რაც საკუთარი თვალით ნახა.

ორი წლის წინ მესამე შვილზე ვიმშობიარე. პალატაში კიდევ ორი ქალი იწვა. ერთი ჯერაც
ბავშვი იყო, 16 წლის ლიზი. ლამაზი გოგონა შეეძინა და ძალიან იოლად იმშობიარა. მე კი მძიმედ ვიყავი და გამაყუჩებლებს მიკეთებდნენ, ამიტომაც ღამით მკვდარივით ჩამეძინა. დილით ჩოჩქოლმა გამომაღვიძა. თურმე ლიზის ჩვილი მიუტოვებია და სამშობიაროდან გაპარულა. ბავშვი ქორწინების გარეშე ჩაისახა და ჩვილის მამას, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა, 18
წლისა იყო, მშობლებმა უარი ათქმევინეს მამობაზე, - ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და ეგ გოგო ცოლადაც რომ შეირთო, ოჯახი მაინც დაგენგრევაო. მიუხედავად ამისა, ბიჭი ცდილობდა, როგორმე გადაერჩინა შვილი. გოგონას აბორტზე უარი ათქმევინა და დაარწმუნა, რომ მშობლებს დაითანხმებდა... ავმა ოჯახმა გოგო-ბიჭის დასაშორებლად გამოსავალი მოძებნა და როდესაც ლიზი 4 თვის ორსული იყო, ლუკა უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად. სასოწარკვეთილ ლიზის ვიღაცისთვის უნდა გაენდო საიდუმლო, თორემ მალე მუცელი უფრო გაეზრდებოდა და ვეღარავის აუხვევდა თვალს... გოგონას დედამ თავში შემოირტყა ხელი, აბორტი გვიანია, მამაშენსაც ვერაფერს ვეტყვი, ამ შეურაცხყოფას ვერ აიტანსო  და გოგონას მუცელი აუკრა. ასე მიიყვანა ცხრა თვემდე. სამშობიაროში კი გააფრთხილა, რომ ბავშვი დაეტოვებინა...

როდესაც ლიზის ამბავი მოვისმინე, დავდარდიანდი, მაგრამ გულში იმედი გამიჩნდა, რომ აუცილებლად მობრუნდებოდა... სამშობიაროს მთავარი ექიმი ჩემი ოჯახის ახლობელი იყო, ამიტომაც ვთხოვე, პაწიას ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანა არ ეჩქარათ. გული მიგრძნობს, ის გოგო მობრუნდება-მეთქი. მართლაც, სამშობიაროდან გამოსვლიდან ერთი კვირის თავზე ექიმმა დამირეკა, ლიზი მოვიდა, მუხლებში ჩაგვივარდა, ბავშვი მომეცით, ჩემს შვილზე უნდა ვიზრუნოო. პატარა რომ დაინახა, კინაღამ გაგიჟდა, კოცნა, ეფერა, ძუძუ აწოვა... მერე მოგვიყვა, რომ  შინიდან წამოსულა და მეგობართან ცხოვრობს. მეგობრის მშობლებს უთქვამთ, დიდი სახლი გვაქვს, ერთ ოთახს შენ დაგითმობთ, მოგეხმარებით და ბავშვი ერთად გავზარდოთო... გულაჩუყებულმა ჩემს მეგობარ ექიმს ვთხოვე, იმ ოჯახის კოორდინატები მოეცა, მინდოდა მეც დავხმარებოდი ახალბედა დედას...

პატარა ანასტასია ახლა  ორი წლისაა. როგორც შემიძლია ვზრუნავ მასზე, თანაც მხოლოდ მე კი არა, მთელი ჩემი სამსახური. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფონდი უპოვართა და მარტოხელა დედების დასახმარებლად...
ლიზიმ ისწავლა თმის შეჭრა, მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება და ახლა  სილამაზის სალონში მუშაობს. მოკლედ, მოწყალე ხალხის დახმარებითა და თავისი გამრჯეობით მშვენივრად გრძნობს თავს... მშობლებზე სამუდამოდ უარი ვთქვიო, - მითხრა ერთხელ. მათ სურდათ შვილი მიმეტოვებინა, დედაჩემი თავის ოჯახურ მდგომარეობას უფრთხილდებოდა, სანაცვლოდ კი, ჩემი პატარა გაწირა. ჩემი ოჯახი ახლა ის ხალხია, ვინც უკიდურესი გაჭირვების დროს გვერდით დამიდგაო... რამდენიმე თვის წინ ბავშვის მამას ინტერნეტით მოუძებნია უცხოეთიდან. ვსწავლობ, სტიპენდია მაქვს, ცოტას ვმუშაობ კიდეცო და უკვე რამდენიმე თვეა ლიზისფულს უგზავნის. ვფიქრობ, მომავალში მართლაც შეძლებენ ერთად ცხოვრებას...

ვიღაც იტყვის, ლიზის რომ მეგობრის ოჯახი არ დასდგომოდა გვერდით, ვერაფერს იზამდაო. ვინ იცის, იქნებ მაინც წამოეყვანა ბავშვი სამშობიაროდან, მაგრამ მიუსაფარი გოგონა იძულებული გახდებოდა ჩვილი ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. ამიტომ, უნდა შეიქმნას დედათა დახმარების პროგრამა, რომელიც მათ ხელს ააღებინებს გადაწყვეტილებაზე, უარი თქვან შვილზე და შეძლონ მარტოხელა დედის ტვირთის მსუბუქად ტარება.
ვფიქრობ, შეუძლებელს არაფერს ვითხოვ, ყველა ორგანიზაციამ რომ შექმნას  ფონდი ასეთი დედების დასახმარებლად, ჩვენ ქუჩაში ცხოვრებისგან დავიცავთ ბავშვებს და შევქმნით უკეთეს საზოგადოებას. ამ ეტაპზე კი ქალებს უნდა ჩავაგონოთ, რომ ყველამ მიგატოვოთ, მაინც არ თქვათ შვილზე უარი!

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (23)
18 ივლისი 2019 12:13
Ufalma daglocot yoveltvis geketebinot eseti siketeebi
სოფიო
17 ივლისი 2019 17:08
გამარჯობათ.ეგეთი სიკეთე სიკეთით დაგიბრუნდებაო ნათქვამია.და რაც შეხება ბიჭს ის თუ 18წლის იყო მშობელი ვერ აიძულებდა წასვლას რადგან სრუკწლოვანია.მას არუნდოდა თორე.ყოჩაღ ლიზი ასეთ ასაკში შვილი დაიცავი.მაგრამ მინდა ამ შემთხვევაზე ისწავლონ გოგონებმა რომ საკუთარ თას პატივი სცენ.იმედია მიხვდებიან რასაც ვგულისხმობ.
Mzia
17 ივლისი 2019 12:43
Gmerti siketit gadagixdis tkven qalbatono,Sami hvilis dadas ,da I'm megobris ojaxs arasodes araferi gaujirdeba
თამარი
16 ივლისი 2019 18:42
ღმერთმა დალოცოს ვინც შეიფარა ის ოჯახი.
მალადეც რომ დაბრუნდა და არ მიატოვა თაავისი პაწკო.
ნინი
16 ივლისი 2019 09:08
შვილი ყველაზე წმინდაა ამ ცზოვრებაში, შვილი ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში, რას ვიზამთ ყველას ერთნაირი ბედი არ აქვს და ამისათვის პასუხი ახლადდაბადებულ ბავშვებმა უნდა აგონ? დედა ვარ და ეხლაც კი სხვისი შვილი რომ მომიყვანონ იმასაც გავზრდი, უფალო შენ დაიფარე ყველა.....
მანანა მაჩხანელი
16 ივლისი 2019 08:50
ამ ისტორიის წაკითხვისას გული თითქოს შუაზე გამეპო, ღმერთმა სულ დალოცვილი ამყოფოს ის ოჯახი, რომელმაც შეიფარა გოგონა და დახმარების ხელი გაუწოდა ,მშობლები გვიან მიხვდებიან თვიანთ შეცდომას, მაგრამ დაგვიანებული იქნება.თქვენც ღმერთი დაგლოცავთ მაგ სიკეთისთვის თქვენისთანა ხალხი არ გამოლიოს უფალმა გაიხარეთ დაგაძლიერდით ღმერთი თქვენსკენ!!!
ნინო
16 ივლისი 2019 01:04
Tamara-
მე გავაჩინე შვილი მამის გარეშე. აბა დამიდექით ან ქალობაში ან შვილის მოვლაში და ან პატიოსნებაში შენ და შენნაირი ეშმაკის მოციქულები.
ან ჩემ დღევანდელ ოჯახს გაეტოლეთ გინდა სახელით და გინდ ფინანსური მდგომარეობით.
შვილის უმამოდ გაჩენა კი არ არის სირცხვილი, გონებრივი განუვითარებლობა და სატანის მსახურებაა სირცხვილი. ყველა არსებას უნდა ამოაცალო ენა აბორტს ვინც ქადაგებს!
Maia
16 ივლისი 2019 00:02
Vaime imis gamo r9m vigsc tits gamoishvers da ragaceebs ilaparakebs ichoravebs da ase shemdeg me yvelas axri ar maintetesebs mainteresebs chemi shvili arav9tar shentxvevadhi ar aborts vaidzuleb da arc quchashi gavagdeb.rogor unda visuntqo an dav9dzino roca ar mecodineba chemi shvili ras chams rogoraa.ar vici vin rogor magram es chem8 azria .aravitar shemtxvevashi chems shvize uars ar vityvi im8s gamo rom xalxi ras ityvis .gmertma ar qnas chems shvils egeti ram sheemtxvas .magram yvelanairad mis gverdit viqnebi.
მარი
19 იანვარი 2018 09:41
მე ვიცი ოჯახი,სადაც გოგო დაფეხმძომდა მეუღლის გარეშე.მან და მისმა დედამ ჩააბარეს ბავშვი(არავინ მივმხვდარვართ თუ ის გოგო ორსულად იყოისე მივიდა 9 თვემდე).ეს ამბავი გარკვეული დროის შემდეგ გოგოს მამამ რომ გაიგო,ყველანაირი სიტცხვილი ფეხებზე დაიკიდა და შვილიშვილი მოძებნა. იპოვა თავის შვილიშვილი და მოიყვანა სახლში.ეხლა დედა და ბებიაც გიჟდებიან ბავშვზე მაგრამ იმ კაცის საქციელი არის გმირობის ტოლფასი.და იმ ანგელოზს მარტო თავის პაპა იმსახურებს.დიდხანს ჭორაობდა ხალხი,მერე მობეზრდათ ეს ჭორაობაც.კაცმა ინფაქტიც გადაიტანა მაგრამ თავის შთამომავალი არ დატოვა.და ეხლა უბედნიერესია თავის სიცოცხლე ის ბავშვია.რომ ნახოთ რა ურთიერთობა აქვთ
dali
05 სექტემბერი 2017 00:16
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.... მაგრამ შვილს რომ მიატოვებ, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, თუნდაც მერე გაზრდილებს რომ ეძებენ ხოლმე ,არ მესმის ისინი რატომ უნდა მიიღო მშობლებად! მშობელი ისაა, ვინც გაგზრდის და არა ვინც შეგქმნის! ყველა სულიერი იცავს თავის შვილს განსაცდელისაგან, ადამიანს როგორ უნდა აპატიო შვილის მიტოვება არ მესმის! კიდევ კარგი დაბრუნდა და შვილი მას ყავს თავისთან!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა