"გათხოვებაზე არც ვფიქრობდი, სწავლა მინდოდა, მაგრამ..."
"გათხოვებაზე არც ვფიქრობდი, სწავლა მინდოდა, მაგრამ..."
თამილა 38 წლისაა. 10 წელია მარტო ზრდის შვილებს და ცდილობს, როგორმე ამოვიდეს სიღარიბიდან, რომელშიც, მისი თქმით, დედამთილ-მამამთილმა ჩააგდო.

თამილა: - 18 წლის ვიყავი, მომავალმა ქმარმა რომ მომიტაცა. Aწესიერად არც კი ვიცნობდი, სულ სამჯერ მყავდა ნანახი. ერთ დილას რეპეტიტორთან მიმავალს მანქანით დამხვდა ძმაკაცებთან ერთად. თავიდან ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა. გამიელვა, ალბათ გამოსასყიდისთვის გამიტაცეს-მეთქი. მალევე გაირკვა, რომ თურმე ცოლად ვუნდოდი. კინაღამ გული გამისკდა - ვიღაც უცნობის ცოლი როგორ უნდა გავმხდარიყავი! გათხოვებაზე
არც ვფიქრობდი, სწავლა მინდოდა, მაგრამ...

მთაში წამიყვანა, მამიდამისთან. ერთი კვირა ვეწინააღმდეგებოდი, მეგონა, მომაგნებდნენ ჩემები. ვერ მომაგნეს... პოლიციას ერთი კვირა დასჭირდა გამტაცებლის დასადგენად. მერე სამართალდამცველები ჩემს დედამთილ-მამამთილს რომ მიადგნენ შინ, ავიშვიშებულან, - ჩვენ ეგ დასასვენებლად გავუშვით, რა ცოლი, რის ცოლიო... მოკლედ, გავტყდი, დავკარგე ყველაფრის იმედი და
მივუგდე ჩემი თავი მომავალ ქმარს, რომელიც ვერაფრით შევიყვარე. მას კი, როგორც ამბობდა, თავდავიწყებით ვუყვარდი. მართლაც ძალიან მიფრთხილდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ უშვილო იყო...

- შვილები მისგან არ გყავთ?

- დიდი ხნის შემდეგ შეგვეძინა. კარგა ხანს რომ არ დავორსულდი, ერთ დღესაც დედამთილ-მამამთილმა მომახალა, უნაყოფო ვის სჭირდებიო. ჩავიტარე გამოკვლევა. ექიმებმა მითხრეს, ჯანმრთელი ხარ, შენი ქმარი უნდა გამოვიკვლიოთო. ეს რომ ვთქვი ოჯახში, დედამთილმა კინაღამ დამახრჩო, - ჩემი შვილი უნაყოფო ვერ იქნება, ჯიშში არ აქვსო?! კიდევ კარგი, შვილი მშობლებს არ ჰგავდა... გამოკვლევებზე  წავიდა, სწორედ მას აღმოაჩნდა პრობლემა. საშინლად დაამცირა მამამისმა, - უვარგისი უძახა. მაშინ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, ცალკე, ბებიის დანატოვარ ბინაში გადავსულიყავით...

ცალკე გადასვლიდან მალევე დავფეხმძიმდი, პირველი ბიჭი გაგვიჩნდა, 9 თვის იყო, როდესაც მეორე შვილზე დავფეხმძიმდი, გოგონა შეგვეძინა. ვიფიქრე, რა ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგად აეწყო-მეთქი და ჩემს ქმარს სიმსივნე აღმოაჩნდა. ვერ ვუშველე...

- ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლები არ დაგეხმარნენ?
- ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილმა არ ვიცოდი, რით მერჩინა შვილები. მამამთილმა შემომთავაზა, ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლად, ეს ბინა გავყიდოთ, ფული დიდი პროცენტით გავასესხოთ და ყოველთვიური შემოსავალი გექნება ბავშვების სარჩენადო. დავყაბულდი. მამამთილმა ის ფული მართლაც რაღაც საქმეში ჩადო, მაგრამ თავის სახელზე. საშინელ დღეში ჩამაგდო, ყოველთვიურად დიდი ხვეწნა-მუდარით გროშებს მაძლევდა. ერთ დღეს ბავშვები დავაძინე და სამზარეულოში გავედი. ჩემი დედამთილი შინ არ იყო. მამათილი შემოვიდა და მითხრა, - ახალგაზრდა ქალი ხარ, როდემდე უნდა იყო მარტოო. თავზარი დამეცა - ამას მეუბნებოდა კაცი, რომელსაც ხუთი თვის წინ შვილი გარდაეცვალა! თუ გინდა, უცხოეთში წადი. ბავშვებს ჩვენ დავიტოვებთ და შენ, როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. ვიკივლე, რას კადრულობთ-მეთქი? მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, - თუ ისურვებ, აქაც მოგიჩენ მუდმივ კაცს, ვინც გარჩენსო. მინდოდა დანა ჩამერტყა, მაგრამ თავს მოვერიე.

- მშობლებს, ძმებს, ნათესავებს ვერ უთხარით ეს ამბავი?
- ცდილობს პროვოკაციაზე წამოგაგოს, რომ შინიდან წამოხვიდე და ის ფული შერჩესო, - მითხრეს. მაინც წამოვედი, ერთმა მადლიანმა შეგვიფარა. მოსამსახურედ დავიწყე მუშაობა მათთან - დიდი ოთახი დაგვითმეს მე და ჩემს შვილებს. მეტიც, ჩემს ბავშვებს თავის შვილებთან ერთად ასწავლიან. მთავარია, ღია ცის ქვეშ არ ვართ, ბავშვებს არ შიათ, არ სწყურიათ, არ სცივათ. მერე რა, რომ ბევრს ვშრომობ. ის ხალხი თან ჰყვება ჩემს შვილებს, ბებია-ბაბუას კი არც ახსოვს. სამ ძაღლს უვლიან და შვილიშვილებს, რომლებსაც მამისგან დანატოვარი სახლიც კი გაუყიდეს, არც კითხულობენ.

ძალიან მიჭირს. იმდენ ფულსაც ვერ ვშოულობ, რომ ბინა ვიყიდო, მაგრამ ვიცი, შვილები გამიმართლებენ იმედს.
დედამთილ-მამამთილზე აღარც ვბრაზობ, რაც სჭირთ, იმაზე მეტი რაღა უნდა დაემართოთ?  მარტოდ დარჩენილები, ყველასგან მივიწყებული არიან.

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (20)
...
04 ივნისი 2019 10:08
Tu imas gaitvaliswinebs kvela qali titon ra gamoiara arasodes gaxdeba alqaji.magram rogorc qmris dagupvis shemdeg rdlebs eqcevian amas rogor amartlebt.es ar xdeba ert da or ojaxshi.ufali ar gagwiravt damijeret gajirvebac gaivlis da tqveni shvilebi dagifaseben kvelafers.problema mxolod isaa ro eset natken guls verasodes moishushebt.magram gmerti aravis arafers patiobs da kvelas esinodes uflis.amas piradi gamocdilebidan geubnebit.
?!
01 ივნისი 2019 13:38
ყველა რძალი ხომ ანგელოზია და დედამთილები ალქაჯები, ეს გასაგებია. უბრალოდ ის მიკვირს _ ეს ანგელოზი რძლები დედამთილები რომ ხდებიან, მერე ემგვანებიან ალქაჯებს?
...
30 მაისი 2019 21:49
ქალი კოფილა ვაჯკაცური რომ ზრდის სჰვილებს პატიოსნად და პატიოსანი ცხოვრებიტ.'
ამირანი პოწოლიკი
29 მაისი 2019 14:29
KACI შენ ყოფილხარ ნამდვილი KACUNA, როგორ კადრულობთ მსგავს უხამსობას?!
კაი ბიჭი
29 მაისი 2019 00:41
კ ა ც ო ! ყველა ქალს შენი ცოლის საქციელით ზომავ, არაკაცო! მეზობელი გვყავს, ქვრივი ქალბატონი, ულამაზესი გოგო იყო მეუღლე მოუკლეს 25 წლის წინ და ორი პატარა ბიჭი პატიოსნად და კარგ ვაჟკაცებად მარტომ გაზარდა, მთელი ეზო და უბანი ვამაყობთ მისით, რომ დღეს მისნაირი პატიოსანი ქალები კიდევ არიან, ქედს ვიხრი პატიოსანი დედების წინაშე!!!!
რუსიკო
08 მარტი 2018 00:40
კაცი. შენ კაცი კიარა ფუტლიარი და არარობა ხარ ვიღაცა, ვაი შენი ცოლ-შვილის ცოდვა შენს ხელში, გადაშენდა შენისთანა მოაზრეოვნე ჩუჩელები.
თემური
03 აპრილი 2016 21:50
კაცი კი არა ნაძირალაა ეგ შენი მამამთილი კიდევ კარგი რომ დროზე უშველე თავს და წამოხვედი ღმერთი იყოს შენი მფარველი ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება შენ ხომ ძლიერი დედა ხარ
უნძინა ტაბატაძე
24 აგვისტო 2015 10:12
ასეთი არაკაცისგან ყველა ხერით უნდა ცადოთ შვილების წილის გამოტანა.უფალი გფარავდეთ!
bela
23 აგვისტო 2015 23:43
მივმართავ KACI-ს.შენ ,კაცმაცუნა დაირქვი გიჯობს.კაცის სახელს ნუ არცხვენ.რა იყო.შენი ოჯახის წევრებისგან გაქვს პრაქტიკა-გამოცდილება და იმიტომ იღვარძლები? ოჯახს მიხედე,ოჯახს
მანუ
24 აპრილი 2015 01:42
კაცის არაფერი გცხია შე მართლა კაცუნა!ქალი ჯერ საკუთარ ღირსებას სცემს პატივს და მერე ოჯახს და შვილებს! მაგრამ შენნაირები მაგას ვერ გაიგებენ,შე კი ხარ ღირსი ლამაზი მოდიდო რქების ნამდვილად!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები