"ვბღაოდი, კი არ ვტიროდი, ლევანი მიყვარდა, ის კი 18 წლით უფროს ქვრივთან ნებივრობდა"
24-03-2015
"ვბღაოდი, კი არ ვტიროდი, ლევანი მიყვარდა, ის კი 18 წლით უფროს ქვრივთან ნებივრობდა"
"ჩემი ამბის მთავარ გმირს ალბათ, ბევრი ქალი ამოიცნობს, თუმცა მისი სახელის გამხელას არ ვაპირებ. ისე, ყველაფრის ღირსია, მაგრამ მაინც ჩემი ბრალია, ასეთი კაცი არ უნდა შემყვარებოდა", - ამბობს ლიკა.

ლიკა: - ლევანს (სახელი შევცვალე) კარგი სამსახურიც აქვს და საზოგადოებაში თავისი ადგილიც. ძალიან სიმპათიურია - მაღალი, მხარბეჭიანი. შეუძლია შრომით ბევრს მიაღწიოს, მაგრამ მისთვის მთავარი პროფესიული წარმატება კი არა, ფულია, რაც საშუალებას მისცემს, როგორც უნდა, ისე გაერთოს... ნებიერი ბიჭის ხასიათი აქვს და
ეძებს მზრუნველ ქალებს. თუ ფულიან, მარტოხელა ქალს კარგი მანერების მქონე ინტელექტუალურ მამაკაცთან ერთად დასვენება სურს, ლევანი დიდებული ვარიანტია. მას არც ჭკუა აკლია, ღირსეულადაც უჭირავს თავი და მშვენივრად იცის, რა სურთ ქალებს...

მას უამრავი "თაყვანისმცემელი" ჰყავს, რომლებსაც ჩემსავით დაემართათ - უყვართ ეს არამზადა და მზად არიან
ყველაფერი გააკეთონ კონკურენტების ჩამოსაშორებლად, ამისთვის კი ფულია საჭირო. საქმე ის არის, რომ ეს კაცი, მატერიალურ სიამოვნებას იღებს მისი სიყვარულით გამოშტერებული ქალებისგან და სანამ სხვა უფრო მეტს არ შესთავაზებს, ძველთან რჩება. მისი "კლიენტები" ძირითადად უცხოელები არიან - შემოატარეს მსოფლიო, მათი ფულით შეიძინა ბინა, აგარაკი. დადის მაგარი მანქანით, უცხოელი თაყვანისმცემლები ხშირად საქართველოშიც აკითხავენ. "დედიკოები" მისთვის არაფერს იშურებენ. განსაკუთრებით, ასაკით უფროსი ქალები აინტერესებს. 

- ვერ მიხვდით, რომ ალფონსი იყო?
- ვერა... ერთ დღეს მითხრა, მივლინებაში მივდივარო. საღამოს ბინა მივალაგე და თვალი ვკიდე მის "ნოუთბუკს". დავაპირე გამეხსნა, მაგრამ ცუდ საქციელად მივიჩნიე, ამიტომ მტვერი მოვაცილე და დიდი სიყვარულით თაროზე შემოვდე. ერთი კვირა გავიდა და "ნოუთბუკისკენ" გახედვასაც ვერ ვბედავდი, მეშინოდა, ხელი არ წამცდენოდა და არ ჩამერთო. ბოლოს სულმა წამძლია, კანკალმა ამიტანა, ისე მომინდა მის პირად მიმოწერებში შეძრომა. სხვათა შორის, "ნოუთბუკი" დაბადების დღეზე მე ვუყიდე. მოკლედ, სიმამაცე მოვიკრიბე და სკაიპში, რომელიც ღიად დარჩენოდა და პაროლის შეყვანა აღარ დამჭირდა,  მესიჯები წავიკითხე, - სულ ქალები სწერდნენ, ევაჭრებოდნენ, მე მეტს გადაგიხდიო, მე უკეთეს ადგილზე გეპატიჟები, მე საუკეთესო მაღაზიებს მოგატარებო...  ეჭვი ყოველთვის მღრღნიდა, მაგრამ თავს ბოლომდე მაინც არ ვუტყდებოდი, ახლა კი... ვბღაოდი, კი არ ვტიროდი, ლევანი მიყვარდა, ის კი მთელი კვირა ნებივრობდა 18 წლით უფროს ქვრივ, რუს დედაკაცთან მალდივის კუნძულებზე.

- მისწერე, რომ შენთან აღარ დაბრუნებულიყო?
- არა, მისი სახლიდან ხომ ვერ გავაგდებდი, ამიტომ თავად ავიკარი გუდა-ნაბადი. დავუტოვე წერილი, შენზე ყველაფერი ვიცი,  ყველაზე დიდი ნაძირალა ხარ-მეთქი.

რამდენიმე დღის შემდეგ საჩუქრებით ხელდამშვენებული მესტუმრა. ჭკვიანი მეგონე, შენ კი პატარა გოგოსავით ავარდი, მიყვარხარ და ამიტომაც  ვცხოვრობთ ერთად, რა გენაღვლება ვიღაც რუსებთან ჩემი ურთიერთობა, სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის შენთან დავბრუნდებიო.

- შეურიგდი?
- დაუფიქრებლად. ძალიან მიყვარს და ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე, წავიდე, თუ ყველაფერი ძველებურად დავტოვო. ზოგჯერ საკუთარ თავს გადაწყვეტით ვეტყვი ხოლმე, - მან არა მხოლოდ გამაკოტრა, ფსიქიკაც დამინგრია, ამიტომ ჯანდაბამდე გზა ჰქონია-მეთქი, მაგრამ როგორც კი მის სახეს წარმოვიდგენ, ყველაფერი მავიწყდება და ისევ ის მორჩილი და თავით ფეხებამდე შეყვარებული ქალი ვხდები. იქნებ ერთ დღეს აღმოვაჩინო, რომ აღარ მიყვარს, არ ვიცი, ვნახოთ...  

სოფიო გამრეკელი
Tamuna
06 მაისი 2019 08:40
Chemtvis kargo mas ROM ar uyvarxar very xvdebi? Ratom imaxinjeb cxovrebas? Nu ityeb sakutar tavs iyavi zlieri Sanam jer kidev gvian ar ari
სოფი
04 მაისი 2019 09:52
ნია რა მარაზმს მიხსნი?? ანუ შენ თვლი რომ თავმოყვარეობადაკარგული მონური სიყვარული ჯანსაღი გრძნობაა????
რა სიბნელეა!!!
ნია
08 დეკემბერი 2018 10:22
სოფი შენ ალბათ სიყვარულის აზრზე არ ხარ და იმიტომ მოძღვრავ ასე. საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერს გააკეთებ ოღონდ ის გვერდით გყავდეს მის სუნთქვას გულისცემას გრძნობდე და ყველაფერზე წახვალ ყველა დამცირებას აიტან. როცა ვინმე შეგიყვარდება ამ ქალს გაუგებ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?