"მოღალატე ქმარი, სხვისი შვილით სახლში შემოვუშვი"
"მოღალატე ქმარი, სხვისი შვილით სახლში შემოვუშვი"
"შინ მოვიდოდა, ორიოდ ლუკმას გადაყლაპავდა და კლავიატურას მიუჯდებოდა. ფეხბურთიც კი აღარ აინტერესებდა. იმეგობრებდა ქალებს და ამბობდა, სანამ ცოლს შევირთავდი, ინტერნეტი მანამდე რომ ყოფილიყო, უცოლო დავრჩებოდიო"

როგორ დავიბრუნოთ მოღალატე ქმარი? ზოგიერთი ამ კითხვას არ დასვამს და როგორც კი ქმრის ღალატს შეიტყობს, ოჯახს ანგრევს, შესაძლოა, სამაგიერო ღალატით გადაუხადოს. ნინომ კი...

ნინო ლ-ძე: - სოციალური ქსელი ახალი ხილი იყო, ჩემი ქმარი რომ ინტერნეტსივრცეს მიეჯაჭვა. იმეგობრებდა ქალებს და ამბობდა, სანამ ცოლს შევირთავდი, ინტერნეტი მანამდე
რომ ყოფილიყო, უცოლო დავრჩებოდიო. მალე ჩვენს ოჯახს ბზარი გაუჩნდა. ლევანი შინ მოვიდოდა, ორიოდ ლუკმას გადაყლაპავ
და და კლავიატურას მიუჯდებოდა. ფეხბურთიც კი აღარ აინტერესებდა. ჩემი საყვედურები ყელში რომ ამოუვიდა, დაგვიანება დაიწყო. ერთ ღამეს საერთოდ არ დაბრუნდა. დილით დავურეკე. გამოუძინებელი ხმით მიპასუხა, - ოფისში დავრჩი, საქმე მქონდა დასამთავრებელიო და ტელეფონი გამითიშა. მალე შინ მოუსვლელობა ჩვეულებად ექცა. დამატებით სამუშაოს ვიღებ ბავშვების კეთილდღეობისთვისო, - იმართლებდა თავს.

- მართლა ოფისში რჩებოდა?

- არა, მაგრამ შემოწმებას ხომ ვერ დავიწყებდი. ერთხელ, გვიან, მისმა უფროსმა მოიკითხა სახლის ტელეფონზე. ოფისში უნდა იყოს-მეთქი. მობილური გამორთული აქვს და ოფისში არ არისო.
სანამ "ფეისბუკს" მიეჯაჭვებოდა, მის ცხოვრებაში  მხოლოდ მე ვიყავი. საინტერესოდ ვატარებდით უქმეებს. ვზრუნავდით ბავშვების გართობაზე, ერთმანეთზე, მეგობრებს ვიწვევდით...

- მეგობრები არ ეკითხებოდნენ ცვლილების მიზეზს?
- მათაც პასუხობდა, ვმუშაობო, მაგრამ მისი უფროსის მოულოდნელმა ზარმა გამოააშკარავა, რომ არ არსებობდა არანაირი დამატებითი საქმე, გარდა დამატებითი ვალდებულებებისა ერთი ქალის მიმართ, რომელიც არ დასჯერდა ლევანთან ინტერნეტით ურთიერთობას, გამოიყენა მისი სუსტი ნებისყოფა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ  შვილიც გაეჩინა.

იმ საღამოს, უფროსმა რომ მოიკითხა, მის მობილურზე დავრეკე. ტელეფონს კარგა ხანს არავინ იღებდა, ის იყო, უნდა გამეთიშა, რომ ქალმა მიპასუხა, დაბნეულობისგან ძლივს ამოვღერღე ჩემი ქმრის სახელი. იმ ქალმა კი მშვიდად მომიგო, ლევანი ბავშვს აძინებსო და ტელეფონი გამითიშა.
ყელი გამიშრა, მეგონა, მოვკვდებოდი და ვერ მოვახერხებდი, რომ თუნდაც უკანასკნელად მეკითხა ჩემი ქმრისთვის, ასე რატომ მომექცა.

- როგორ დაიბრუნე ქმარი?

- სიმშვიდით. ლევანს ეგონა, ცეცხლის კალოში გავატარებდი.

- აიტანე ეს ყველაფერი?
- სხვა რა გზა მქონდა? ვგრძნობდი, რომ ბავშვი აბამდა ჩემს ქმარს იმ ქალთან, თორემ ის დიდხანს ვერ შეძლებდა მის შენარჩუნებას. იმ სატელეფონო ზარის შემდეგ ერთი კვირა არ გამოჩენილა. ერთ საღამოსაც ჩემი მოღალტე ქმარი მოვიდა და მეც ნება დავრთე შინ შემოსულიყო, სახეზე სასოწარკვეთა ეწერა, - სისულელე ჩავიდინე და არ ვიცი, როგორ გამოვასწორო, გართობა ძვირად დამიჯდა. კიდევ ერთი შვილი მყავს, რომელსაც შენნაირი დედა არ ჰყავსო.  ცეცხლი მომეკიდა, მინდოდა სილა გამეწნა და სამუდამოდ ამეკრძალა ჩვენს შვილებთან მიახლოება, მაგრამ საოცრება ამომხდა: ბავშვი მოიყვანე, გააცანი და-ძმა-მეთქი.

ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ლევანი ისევ ჩემი ერთგული ქმარია. სათოფეზე არ ეკარება სოციალურ ქსელებს, არც იმ ქალს, მხოლოდ ბავშვის წამოსაყვანად მიდის ხოლმე. ის კი ისეთი უნამუსოა, შეუძლია თვეობით დატოვოს თავისი შვილი ჩვენთან და თვითონ უცხოეთში იმოგზაუროს. მეც მეცოდება პატარა და დედობრივ სითბოს არ ვაკლებ. ვიცი, ბევრი გამამტყუნებს, განმსჯიან, ასეთი ქმარი, თან სხვისი შვილით შინ როგორ შემოუშვი, ეგ კიდევ გაგიბედავს ღალატსო. ვინც რა უნდა ის თქვას, დრომ მიჩვენა, რომ  სიმშვიდის  წყალობით ოჯახი შევინარჩუნე.

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (35)
Kawawa
18 იანვარი 2018 10:16
ვაი შენს პატრონს!
ani
09 მაისი 2017 23:50
rac ginda daarkvit tumdac ojaxis shenarchuneba magram es sidebilea da metiaraferi vis rad unda egeti ojaxi mogalate qmari daa mochvenebiti bedniereba? rac arunda ilaparakos verc tviton shexedavs tavis kmars ise rogorc adre da verc iskaci vegar moibrunebs guls tavis colze ise rogorc sachiroa) hoda iyvnon exla mteli cxovreba siyalbeshi romelsac "ojaxs" daudZaxeben
ani
07 მაისი 2017 23:07
მე არ ვაპატიებდი და ვერც ვაპატიებდი ეხლა აგარ დავაკონკტერებ.
vika
06 თებერვალი 2017 02:36
Am qalis ar mesmis da nu moimizezebt shvilebi yavs da aba xoar gagijdeboda da gaikceoda saxlidano..vajbatons dro schirdeba isev moixeltevs dros..mogalateebi ar icvlebian..
მარიამი
02 აგვისტო 2016 18:11
რატომ არ შეიძლება დაამთავრონ ერთი და დაიწყონ მეორე ურთიერთობა?რა უბედურებაა ღალატი და პარალელური ურთიერობები..ანგრევს ადამიანს ალბათ და რა სიამოვნებაა ვერ ვხვდები
...
02 აგვისტო 2016 11:52
ოფისი:):):):)რეალურად ბევრი ღალატობს ცოლს მაგრამ პრობლემა იმაშია რომ უბრალოდ ,,ვპატიობთ".რატომ?იმიტომ რომ დებილები ვართ ეს ქალები!
Sofo
02 აგვისტო 2016 11:45
ვენაცვალე შენს მოთმენას.შენნაირ ქალებს პატივს ვცემ მაგრამ მე ვერ შევძლებ მასე მოვიქცეე
ფუფალა
31 მაისი 2016 14:31
მე ვიცნობ ზუსტად მასეთ ადამიანს, ოფისში არ მუშაობდა ის კაცი, სამშენებლო მასალებზე ვაჭრობდა. ზუსტად მასე მოიქცა მისი ცოლი, ოთხი წელი თავისი ქმრის შვილს იტოვებდა, ის საყვარელი ქალი თურქეთში დადიოდა და თვეები ამათთან იყო ბავშვი. მალე გაჩნდა რაღაც ბზარები, როცა მამამისი იმ ბავშვს უფრო ეფერებოდა, იმიტომ რომ ეცოდებოდა, იმ ბავშვს იცავდა სულ როცა მის დაძმასთან ჩხუბობდა, ბოლოს ამ გოგოს ნერვოზი დაემართა და ფსიქიატრიულში მოხვდა. ბოლოს ის ბავშვი გაუსვა დედამისთან და საერთოდ აღარ მოჰყავს სახლში. თვითონ კი დაავადდა სულ წამლებზეა.
nata
31 მაისი 2016 00:03
ამ ზღაპრების გმირები ყველა ოფისში როგორ მუშაობს? დ.
qeti
24 აპრილი 2016 16:18
არავინ ვიცით წინ ვის რა მოგველის და გაჩუმდით რააა.... სხვა სხვის საქმეში ყოველთვის ბრძენია.უკეთესი იქნება სხვის განსჯას თქვენს ცხოვრებას მიხედოთ ყველამ

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები