"იმ საშინელ ღამეს დაქალის შეყვარებული ჩემს ლოგინში "აღმოჩნდა"
06-10-2014
"იმ საშინელ ღამეს დაქალის შეყვარებული ჩემს ლოგინში "აღმოჩნდა"
"ღრიალი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი, უნდა დამემალა, რაც მოხდა, თუ ის არაკაცი გამეღვიძებინა და ყოველივეზე პასუხი მომეთხოვა"

მარიკა ხუთი თვეა ცდილობს, გამოსავალი მოძებნოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. როგორც ამბობს, უკვე ხუთი თვის ორსულია და შვილს დაქალის მეგობარი მამაკაცისგან ელოდება...


მარიკა: - ჩემი დაქალი უცხოეთში ორი კვირით მივლინებაში მიდიოდა. ძალიან უყვარს ოთახის ყვავილები და გასაოცარი ორანჟერეაც აქვს. თავად უვლის, მაგრამ როდესაც სადმე დიდი ხნით წასვლა უწევს, ამ
საქმის სპეციალისტს უტოვებს მოსავლელად. იმ დროისთვის, როდესაც ნინო მივლინებაში მიდოდა, ის მომვლელი ავად გახდა. ნინომ მთხოვა, მაინც უმუშევარი ხარ, დაგიწერ, ყვავილებს როგორ მოუარო, ჩემს სახლში იცხოვრე და ამათაც მიმიხედეო. სიამოვნებით დავთანხმდი.

ჩემი მრავალრიცხოვანი და სტუმართმოყვარე, ხმაურიანი ოჯახიდან ორი კვირით გარიდება, თუნდაც თბილისის ერთი უბნიდან მეორეში,
კურორტზე წასვლად მიღირდა.
ერთი კვირა მშვიდად გავიდა. ისე მივეჩვიე ყვავილებს და სიმშვიდეს, რომ ვნატრობდი, ნეტავ, ნინო კიდევ დარჩებოდეს უცხოეთში-მეთქი. ზუსტად ერთი კვირის თავზე კი ყველაფერი თავზე დამემხო. იმ ღამით ნინოს "მეგობარი მამაკაცი მესტუმრა.

- არ იცოდი, რომ შეყვარებული ჰყავდა?

- ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი. ნინო  პირად ცხოვრებას ყოველთვის მალავს. თან ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს კაცებს. მიიჩნევს, რომ რაღაც ეტაპზე იმ ადამიანის სიახლოვე სჭირდება და დროებით ერთად ცხოვრობენ თავის სამყაროში. თავბრუ რომ დაახვიოს და ცოლობაზე დაითანხმოს, ასეთი კაცი ჯერ არ გამოჩენილა.

- რა მოხდა, მოვიდა ის კაცი და...
- მე ალერგიული შეტევები მაქვს დროდადრო და ღამით დაძინება რომ არ გამიჭირდეს, წამალს ვსვამ. მგონი, რომელიღაც ყვავილმა მომცა ალერგია - შეტევა დამეწყო. წამალი დავლიე და დავიძინე.
ძილ-ბურანში კარის ჭრიალი ჩამესმა, მერე ვიღაც შემოვიდა და საწოლთან ჩამოჯდა. წამლით გაბრუებულმა თავი ვერ წამოვწიე. კაცის ხმა ჩამესმა - ნინო, რომ დაბრუნდი, რატომ არ დამირეკეო. ცოტა ხანში ვიგრძენი, ვიღაც როგორ მომეხვია, სითბო მესიამოვნა და გავირინდე, თუმცა, განძრევის თავი ისედაც არ მქონდა. მეტიც, მეგონა, ყველაფერი სიზმარში ხდებოდა.

- კარგი, შენ გათიშული იყავი, მაგრამ ის კაცი ვერ მიხვდა, ნინო რომ არ იყავი?
- როგორც ჩანს, სახლის გასაღები ჰქონდა, მთვრალი იყო და გონებადაბინდულმა ვერ განსაზღვრა, რომ საწოლში ნინო კი არა, სხვა ქალი იწვა.

- დილით რა თქვა?

- არაფერი. თვალი გავახილე თუ არა, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. სასმლის სუნით იყო იქაურობა გაჟღენთილი. რამდენიმე წუთი გაოგნებული დავჩერებოდი, გვერდით მძინარე კაცს და ვცდილობდი,  გამეხსენებინა, ღამით რა მოხდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, უნდა დამემალა, რაც მოხდა, თუ უნდა გამეღვიძებინა და ყოველივეზე პასუხი მომეთხოვა. მერე ისღა მოვახერხე, ჩავიცვი და სახლიდან გავედი. იქ ძალიან გვიან მივბრუნდი, მეშინოდა, ის არ დამხვდეს-მეთქი.

- და გადაწყვიტეთ, ყოველივე დაგემალათ?
- აბა, რა საერთო მქონდა მეგობრის კაცთან?

- ახლა რას აპირებ?
- არ ვიცი. ისევ ნინოსთან ვცხოვრობ, სახლიდან იმის გამო გამომაგდეს, რომ არც აბორტი გავიკეთე და ისიც არ ვთქვი, ვისგან ვარ ორსულად.
ის კაცი და ნინო დაშორდნენ. არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ნინო სხვას ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავით მპატრონობს და ისიც ვიცი, რომ ის კაცი მისთვის არაფერს ნიშნავს, ვერ ვუმხელ ბავშვის მამის ვინაობას. რომ ვუთხრა, მაინც რა შეიცვლება?

ახლა გონებაში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს, როგორმე ეკონომიურად მოვმაგრდე, რომ ბავშვის პატრონობა შევძლო. მამიდაჩემის იმედი მაქვს. გაუთხოვარი და უშვილოა. ვიცი, თავშესაფარს მომცემს.
მთავარია ბავშვი ჯანმრთელი გაჩნდეს და კიდევ ნინოს როგორმე  ვუთხრა სიმართლე. მგონია, რომ იმ კაცის და ნინოს დაშორებაში სწორედ იმ ღამემ ითამაშა მთავარი როლი, მეტიც, ის კაცი მიხვდა, რაც ჩაიდინა. ვფიქრობ, ისიც კი იცის, რომ მისგან ორსულად ვარ. იმის იმედი არ მაქვს, რომ ბავშვს უპატრონებს. ფაქტია, მე მისთვის დევნა არ დამიწყია. მეტიც, დღემდე ვემალები, თითქოს ის კი არა, მე ვიყო დამნაშავე...

სოფო გამრეკელი


dd
05 დეკემბერი 2017 16:53
სასწრაფოდ გამოაჩინე სახე.რატომ იმალები ? ვაი თქვენს პატრონს .
Anna
10 მარტი 2017 17:33
Reebs cert saertos. Simartlestan cota axlis xo mainc unda iyos es yvelaferi.
10 მარტი 2017 16:01
ზგაპარიყოოოოოოოოოოოოოოოოოოო

რედაქტორის რჩევით