"სხვისი ცოლი მიყვარს"
24-11-2014
"სხვისი ცოლი მიყვარს"
"ის კაცი ავტოკატასტროფის შედეგად სამუდამოდ ეტლს არის მიჯაჭვული. რომ გავიცანი, კიდევ უფრო შემრცხვა ჩემი საქციელის, რომ მისი ცოლი მიყვარდა და არაფრის შეცვლა არ შემეძლო"

"მაინც ვეცადე  ქალს გამოვლაპარაკებოდი, მაშინ კი ქმრის ძმაკაცებმა კარგად  "მიმანგრიეს". ამის მიუხედავად მაინც
ვერ შევეშვი და მის ლანდად ვიქეცი"


მცირე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ათი კაციდან მხოლოდ ორია სხვისი ცოლის მიმართ გულგრილი, სამმა - თუ ლამაზია, თვალი მაინც გაგეპარებაო, ხუთმა კაცმა კი დაუფიქრებლად  გვიპასუხა, -
სხვისი ცოლის შეყვარება ვითომ რატომ არ შეიძლებაო.

მამაკაცმა, რომელსაც სხვისი ცოლი უყვარს, წერილი მოგვწერა.


ლექსო შ.: - 31 წლის ვარ. კაცის გული უძღებია. რაც მეტ ქალს ჩავიგდებდი ხელთ, უფრო მეტი მინდოდა. ერთხელ მორიგ გოგოსთან ერთად მისი დაქალის დაბადების დღეზე წავედი. იქ ბევრი ლამაზი ქალი იყო,
მაგრამ ერთისკენ გამექცა თვალიც, გულიც, ფიქრიც. ბეჭედი ეკეთა,  გათხოვილი იყო. ეს არასდროს  მაშინებდა. ბევრ კაცს მოაქვს თავი, ერთგული ცოლი მყავსო, მაგრამ გგონიათ, ცოლები ქმრებზე ნაკლები მოღალატეები არიან? ან რომელიმე კაცს შეუძლია ისე ოსტატურად დამალოს ღალატი, როგორც ქალს? ქალი ამ საქმეში პროფესიონალია. თუ თვითონ არ "გააბაზრა" თავისი საქციელი, კაცი ვერაფერს გაიგებს. 

- იმ გოგომ - მოღალატე არ ვარო?

- მითხრა, აქ უამრავი შენსავით აცუნცრუკებული გოგოა და იმათთან გაერთეო. შევიტყვე უკარება ქალბატონის ვინაობა და ნადირობა დავიწყე.

მალე სირცხვილის და უმწეობის განცდა დამეუფლა. ის გოგო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კაცის ცოლია და ქმარს და ორ შვილს თვალისჩინივით უფრთხილდება. მან სხვანაირად შემახედა ქალისთვის, სხვა კუთხიდან, პიროვნულ თვისებებზე გამამახვილებინა ყურადღება.

- სხვა ქალების მიმართ რა შეიცვალა ამით?
- სხვები აღარ მაინტერესებს, უფრო სწორად, ისინი, რომელიც მანამდე თავს მეხვია. 

- მოახერხე მასთან დაახლოება?

- დამატებითი შემოსავლის მისაღებად ის გოგო ბავშვებს ამეცადინებს ინგლისურში. მეგობრის შვილი მივუყვანე, ჩემი დისშვილია, მამა არ ჰყავს და მე ვპატრონობ-მეთქი. 

- ვერ გიცნო?
- ალბათ ვერ დამიმახსოვრა. ამ ბავშვის საშუალებით ბევრს მივაღწიე, რამდენჯერმე მანქანით შინ მივიყვანე. ერთხელ ვთხოვე, სერიოზული სალაპარაკო მაქვს და იქნებ დავსხდეთ კაფეში-მეთქი. ალბათ იფიქრა, ბავშვზე უნდა მელაპარაკოსო და დამთანხმდა. გავახსენე თავი, ყველაფერი გულწრფელად გავუმხილე. მშვიდად მითხრა, -  ჩემი ქმარ-შვილი, ყველაზე ძვირფასია ჩემთვის ამქვეყნად და ტყუილად დროს რატომ კარგავო. ბავშვის მეცადინეობის გაგრძელება თუ სურთ, ნამდვილმა მშობლებმა მომიყვანონ, მეტად ნუ ეცდები ჩემს ცხოვრებაში შემოჭრასო. 

- შეეშვი?
- ვერა. კიდევ რომ ვცადე მასთან ლაპარაკი, ქმარს უამბო ყველაფერი. იმან კიდევ დამირეკა და შემხვდიო.
ის კაცი რომ გავიცანი, კიდევ უფრო შემრცხვა. ავტოკატასტროფის შედეგად სამუდამოდ ეტლს არის მიჯაჭვული. მკითხა, ჩემს ადგილზე შენნაირ კაცს როგორ მოექცეოდიო? ხმა არ ამომიღია. ასეთი მდუმარე იყავი ჩემი ცოლის მიმართ, შეეშვი, ნერვებს ნუ უშლი, თორემ მეც ვეღარ მოვითმენო.

მაინც არ შევეშვი. უკან ლანდივით დავყვებოდი, სანამ მისმა ძმაკაცებმა კარგად არ "მიმანგრიეს"... მაგრამ მაინც მიყვარს ის ქალი, სხვისი ცოლი. რა ვქნა, სიყვარული ეკითხება ვინმეს, მოვიდეს თუ არა? 

სოფო გამრეკელი

მე
07 თებერვალი 2018 11:28
ეს სიყვარული კიარა ჟინია...ასეთ მამაკაცებს ახასიათებს, უნდათ რომ საკუთარ თავს დაუმტკიცონ რომ მათვის მიუღწეველი არავინ არის....აზარტული თამაშივით არის, გიზიდავს და ყველაფერს აკეთებ მიზნის მისაღწევად
06 თებერვალი 2018 08:37
Gruzinulu usaxuri uxerxemlo tipi xar. Chen grdznoba axirebachi gechleba.
maria maria
05 თებერვალი 2018 23:46
avadmyofia da unamuso aseti kaci

რედაქტორის რჩევით