"მეზობლისთვის უთქვამს, ჩემი რძალი შინ რომ ბრუნდება, წნევა მიწევს, ამიტომ..."
"მეზობლისთვის უთქვამს, ჩემი რძალი შინ რომ ბრუნდება, წნევა მიწევს, ამიტომ..."
"ჩემს ქმარს დედამისი სულ ემუქრებოდა, თუ წახვალ, თავს მოვიკლავ და ქვეყნის დასაცინს გაგხდი, ხალხი იტყვის, დედა თავის ბედნიერებას შესწირაო"  

"ბედნიერი ვარ, რომ იმ ალქაჯს ხელიდან დავუსხლტი"


ნინო კ. ამბობს, - ჩემი ოჯახი დედობრივი ეგოიზმის მსხვერპლი გახდა, ქმარს დედამთილმა დამაცილაო.

ნინო კ.: - მე და თენგოს ერთმანეთი გვიყვარდა და გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა. ტაძრიდან რომ გამოვედით, თენგომ მითხრა, ჩვენ-ჩვენს სახლებში წავიდეთ და რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ, რომ ცოლ-ქმარი ვართო. რატომ-მეთქი, შევკრთი. დედაჩემს
შევაჩვევ იმ აზრს, რომ ცოლი უნდა მოვიყვანო, თორემ გაგიჟდებაო. მივხვდი, შევცდი, მაგრამ მიყვარდა თენგო...

- როგორ შეაჩვია დედამისი ამ აზრს?

- თურმე ყოველდღე ეუბნებოდა, ცოლი უნდა შევირთოო, დედამისი კი გაღიზიანებული დაჰკიოდა - რა დროს შენი ცოლიაო. არადა, თენგო 29 წლის იყო, მე 27-ისა. ქალს შვილი
ეგოისტურად უყვარდა. თურმე წუწუნებდა ხოლმე, საშინელებაა ბიჭის დედობა, მისთვის წვალობ, კაცად აქცევ და არ იცი, ვის შეირთავს, შენს ნალოლიავებ შვილს შენსავით მოუვლის თუ არაო.

თენგო ხშირად ამბობდა, - უცნაური ქალია დედაჩემიო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, უცნაური კი არა, საშინლად ეგოისტი თუ იქნებოდა. ერთ დღეს თენგოს უთქვამს, მე და ნინომ ჯვარი უკვე დავიწერეთ და ცოლი შინ უნდა მოვიყვანოო. დედა დამუქრებია, თუ ამას გააკეთებ, თავს მოვიკლავო. გაცეცხლებული ჯერ ყვიროდა, მერე ტირილი დაუწყია, შენ რა შვილი ხარ, დედის ამაგი ფეხებზე დაიკიდეო და დასთან გაქცეულა. ერთი თვის შემდეგ ძლივს დააბრუნეს შინ და  დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთიც.

- არ სთხოვე ქმარს, საცხოვრებლად ცალკე გადასულიყავით?

- ვთხოვე, მაგრამ ძალიან დიდი იყო დედის გავლენა. სულ ემუქრებოდა, თუ წახვალ, თავს მოვიკლავ და ქვეყნის დასაცინს გაგხდი, ხალხი იტყვის, დედა თავის ბედნიერებას შესწირაო.  
ქმარს, ანუ ჩემს მამამთილს დიდი ხნის გაცილებული იყო. როგორც მითხრეს, იმ კაცისთვისაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცევია. სამამამთილო რომ გავიცანი, მითხრა, თუ ქმართან ბედნიერად ცხოვრება გინდა და ძალა გეყოფა, დედამთილს ყურადღება არ მიაქციოო. არც ვაქცევდი, სანამ შესაძლებლობა მქონდა და შინ ნაკლებ დროს ვატარებდი. სამსახურის დასრულების შემდეგ ქმარი გამომივლიდა და შინ ერთად ვბრუნდებოდით. იმდენად ბოროტი ქალი იყო, ტელევიზორი გააფუჭა, რომ თვითონ მეზობელთან წასულიყო - თითქოს სერიალის საყურებლად. მეზობლისთვის უთქვამს, ჩემი რძალი შინ რომ ბრუნდება, წნევა მიწევს, ამიტომ ვცდილობ, ეგენი რომ დაწვებიან, შინ მაშინ შევიდეო.

- როგორ მოგერია?
- ბავშვი რომ გაგვიჩნდა, სულ შინ ვიყავი. მერე აიხირა, - შვილი არ გამომადგა და იქნებ შვილიშვილი გავზარდო ადამიანადო. არ მსიამოვნებდა ასეთი ლაპარაკი, მაგრამ ჩვილი ბავშვისთვის რა უნდა ექნა, ტვინს ხომ ვერ გადაუბრუნებდა. ამიტომაც აინუნში არ ვაგდებდი მის ნათქვამს. მერე უცებ ჩემ მიმართაც ყურადღებიანი გახდა, დილით დამიძახებდა, - საუზმე მზად არისო. ვისაუზმებდი და ძილი მერეოდა. თენგო რომ მოდიოდა ვხვდებოდი მოთენთილი, გაბრუებული. სახლში სრული ქაოსი იყო და ჩემი დედამთილიც ვითომ მორიდებულად ამბობდა, რა ვქნა, ყველაფერს ვერ ვწვდები, შენ სულ გძინავს და ბავშვს ხომ მაინც უნდა მივხედოო... ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. თავიდან ასე თუ ისე ვერეოდი თავს, მაგრამ ძალიან დავსუსტდი. ერთ დღესაც გული წამივიდა და სასწრაფო რომ გამოიძახა, მესმოდა, ექიმს ეუბნებოდა, - ისეთი არაფერი სჭირს, გადაღლილია, მაგრამ შემეშინდა და იმიტომ გამოგიძახეთო. ექიმმა - გამოკვლევა გჭირდებაო...

მოკლედ, სისხლის ანალიზებით გასკდა ჩემი დედამთილის ბოროტების ამბავი - საწამლავს მცირე დოზებით ურევდა საჭმელში, ალბათ, სასიკვდილოდ ვერ მიმეტებდა... ასე იყო თუ ისე, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ალქაჯზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და რამდენიმე წლით ციხეში მიაბრძანეს... თავიდან თენგომ დედამისი ისე მოიძულა, ერთხელაც არ მოუნახულებია ციხეში. მაგრამ გგონიათ, მოისვენა იმ საშინელმა ქალმა? შვილს ციხიდან წერილებს სწერდა და სულს უღრღნიდა, - შენი ცოლი გატყუებს, ჩემი მოშორება უნდოდა და საწამლავის ამბავიც მან მოიგონა, რომ ციხეში გამოვეკეტეო. იმდენი უჩიჩინა, ისე გადაუტრიალა ტვინი, რომ თენგოც თანდათან აგრესიული გახდა... წარმოგიდგენიათ, იმ ალქაჯმა ციხიდანაც მიაღწია თავისას - ოჯახი დაგვენგრა. ახლა თენგო საერთოდ აღარ გვკითხულობს. ბავშვიც არ ანაღვლებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მარტო დავრჩი, მაინც ბედნიერი ვარ, რომ იმ საშინელ ქალს ხელიდან დავუსხლტი.

სოფო გამრეკელი

იზა
27 მაისი 2019 13:31
არსებობენ ასეთი ბოროტი დედები რომლებსაც ვიტომ შვილები უყვართ ეს შვილის სიყვარული არაა ამას არც ეგოისტობა ქვია ეს თავის თავზე შეყვარებული ზნედაცემული ქალის ჩვევაა.ქალს ანუ დედას როცა შვილი სიგიჟემდე უყვარს ის ყოველთვის პატივს ცემს შვილის არჩევანს და ცდილობს შექმნას ოჯახსი იდილია და ჰარმონია და ყველა იყოს ბედნიერი
25 მაისი 2019 00:26
Zogi muli dedamtilze da eshmakzec uaresia,damercmunet.....
ანნა-ს
24 მაისი 2019 22:23
მაგ საქმეს (ცალკე ცხოვრებას) კულტურა არა, ფული ჭირდება:)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?