"იმ ღამესაც საყვარელი ქალს მიდგა და თავი იატაკზე არტყმევინა"
15-12-2014
"იმ ღამესაც  საყვარელი ქალს მიდგა და თავი იატაკზე არტყმევინა"
"ერთ ღამეს ისეთი ამბავი ატყდა, რომ მივხვდი, ქალს სასტიკად უსწორდებოდა"

ძვირფასო რედაქცია, ბოლო ხანს ბევრი იწერება ქალზე ძალადობაზე. სანამ თავად არ გავხდი მოწმე მსგავსი ფაქტისა, ვფიქრობდი, ალბათ იგონებენ-მეთქი.


მე მარიამი მქვია, 35 წლის გახლავართ, თბილისურ ეზოში ვცხოვრობ. შარშან მეზობლად ბინა გაქირავდა -დედა-შვილი გადმოვიდა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ერთ ციდა ბინაში, სადაც ორი ძალიან პატარა ოთახია, ქალს საყვარელი აკითხავდა. თავდაპირველად ჩუმად შემოდიოდა და გადიოდა სადარბაზოდან, მერე ამ დედა-შვილთან დასახლდა.

გადაიარა ცოტა
ხანმა და მეზობლის საყვარელი ნელ-ნელა შეიცვალა. სადარბაზოს კარს ღამე წიხლით ანგრევდა. შინ ასვლის შემდეგ კი იწყებოდა წივილ-კივილი, ისტერიკა, გინება, არღვევდა ეზოს მყუდროებას, რომელიც მანამდე საოცრად მშვიდი იყო.

ერთ ღამეს ისეთი ამბავი ატყდა, რომ მივხვდი,  ქალს სასტიკად უსწორდებოდა.
ასე მოხდა რამდენჯერმე. ვიფიქრე, იქნებ სიფხიზლეში დავიჭირო ეს
კაცი და დავაფრთხო-მეთქი. მალე სადარბაზოში ორივე ერთად  შემხვდა. კაცს ავუხსენი, თუ თქვენი ხმაური და წიოკი კიდევ შემაწუხებს, იძულებული ვიქნები, სამართალდამცველებს მივმართო-მეთქი. უნდა გენახათ, როგორ მომდგა. თურმე მე ყველაფერი მეჩვენება, მეზობლის ბედნიერება მშურს და ამიტომ რაღაცებს ვიგონებ. მეტიც, ქალი, რომლის დაცვაც ვცადე, კაცს გამოექომაგა - კაცია და იხმაურებს, აბა, რაო. როგორ, ლანძღვა-გინება, ჭურჭლის მტვრევა, პატარა გოგონას ტირილი - ყველაფერი მეჩვენება-მეთქი?.. ქალი აკივლდა და მერე როგორ!  სულ გოიმი მიძახა. კაცის არაფერი გაგეგება და ამიტომაც აგდიხარ მარტოო. მივხვდი, მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ როგორია, ყოველ ღამით, შენი ჭერის მიღმა ძალადობის მოწმე რომ ხდები. გარდა იმისა, რომ მოსვენებას გაკარგვინებენ, ბოროტმოქმედების მონაწილესაც გხდიან, ასევე გაიძულებენ, თვალი დახუჭო იმაზე,  რაც ძალიან ცუდად კი არა, ტრაგიკულად შეიძლება დასრულდეს.

ორიოდე დღის წინ, დაახლოებით ღამის 4 საათზე, კივილმა გამომაღვიძა. ხმა მაღლიდან ჩამოდიოდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, იატაკი და კედლები იმიტომ ზანზარებდა, რომ ლოთი საყვარელი ქალს თავს  კედლებსა და იატაკზე არტყმევინებდა, მის პატარა შვილს კი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. პოლიცია გამოვიძახე. მაგრამ როგორც მოვიდა, ისევე წავიდა. ქალმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კაცი კლავდა, თქვა, რომ არაფერი ხდებოდა.  პოლიცია მიხვდა, რომ ქალი იტყუებოდა და კაცი აიძულა, იქაურობა დაეტოვებინა.
მეორე დღეს მივადექით მეზობლები მდგმურ ქალს და ვკითხეთ, როდემდე აპირებდა ჩვენი ან საკუთარი სიმშვიდის  განადგურებას? მართალია, მკლავდა და თანაც არაერთხელ, მაგრამ მე ვერ ვუჩივლებო, - იმეორებდა დამფრთხალი. რატომო, რომ ჩავეძიეთ, გვითხრა, - ჩემი ვაჟი, რომელიც ცალკე ცხოვრობს, კატეგორიული წინააღმდეგია, ჩემი პრობლემების მოგვარება პოლიციას ვანდოო. 

მოკლედ,  მეზობლებს ისღა დაგვრჩენია, რომ ქალს ახლა უკვე ჩვენ დავმუქრებოდით- როგორც კი ის კაცი გამოჩნდება, იძულებული გავხდებით,  თქვენი ბინიდან გასახლება მოვითხოვოთო.
ერთი თვეა, ჩვენს ეზოში სიმშვიდემ დაისადგურა. ახლახან შევიტყვე, რომ ქალი გადასვლას აპირებს, რადგან საყვარელს მოუთხოვია, ბინა შეიცვალეო.

ფაქტია, სადისტი საყვარლის გამო ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლომდე ვერ ხვდება, რა დღეშიც არის, განუწყვეტლივ იქნება სასიკვდილო საფრთხეში. ამასთან, მუდმივად ირღვევა მისი გოგონას უფლებები, რის შესახებაც, როგორც ჩანს, დედას წარმოდგენაც კი არ აქვს...

სოფო გამრეკელი
simartle
22 დეკემბერი 2014 10:06
ბავ
შვი მოაშორეთ მაგ ქალს
ნია
19 დეკემბერი 2014 12:41
ადრე მე სადაც ვცხოვრობდი იქაც ეგეთი სიტუაცია იყო.....ოღონდ იქ ქალიც მაგარი იყო.... არ უთმობდა ხოლმე, დინოზავრების ომი გეგონებოდა..... მერე ისევ რიგდებოდნენ.... როცა ვკიტხე რატო ურიგდები თქო....ყველაფერს მინაზღაურებსო......(ხო ხვდებით რაც იგულისხმა...) მაგრამ მერე შვილი წამოეზარდა გოგო და თვითონვე ამბობდა შიში მაქვსო, არაფერი დამართოსო....მაინც არ ეშვებოდა კი.... ბოლოს გამოსავალი ნახა.... საზღვარგარეთ წავიდა და ეს კაცი დარჩა აქ.... მაგრამ მისი გოგოს საქმე როგორ არის არარ ვიცი......ამბობენ ვერ არის კარგადო.... დაფიქრდით ქალებო.... დაფიქრდით.....
kat
18 დეკემბერი 2014 15:12
ქალმა ბავშვს საყვარელი როგორ უნდა არჩიო?ღირსია დედობა ჩამოართვან .საბრალო ბავშვი რა ფსიქიკჯის გაიზრდება დედას და საყვარელს უყურებს და თან როგორ მდგომარეობაში.მაგ ქალს შვილი ფეხებზე კიდია

რედაქტორის რჩევით