პიტი და ჯოლი დაშორდნენ - კვირის პალიტრა

პიტი და ჯოლი დაშორდნენ

ჰოლივუდის ვარსკვლავები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ულამაზესმა წყვილმა, რომელსაც ვარსკვლავურ წრეებში

ხშირად "ბრანჯელინად" მოიხსენიებდნენ, უკვე მოაწერა ხელი ყველა საჭირო საბუთს ქონების გაყოფისა და 6 შვილზე ზრუნვასთან დაკავშირებით. მათი საერთო ქონება 330 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს, ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის უძრავი ქონება აქვთ კალიფორნიაში, საფრანგეთსა და ახალ ორლეანში, რაც აგრეთვე თანაბრად გაიყოფა. შვილებზე ზრუნვა ორივე მშობელს ეკისრება, მაგრამ ბავშვები ჯოლისთან იცხოვრებენ.

Dailu Maile-ს ცნობით, საქველმოქმედო სადილზე ანჯელინა ჯოლის უყვირია ბრედ პიტისთვის: "შენ გალეშილი მთვრალი ხარ". აღშფოთებულ ქმარს კი მიუხლია, - ფსიქიატრს უნდა მიმართოო.

წყვილის დაშორების რეალურ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებენ.