მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი
30-03-2015
მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი
ოჯახი ქეთის დიდი ხნის დაკარგულად მიიჩნევდა. 18 წლის გოგონა ტრეფიკინგის­ მსხვერპლი გახდა - კაცი, რომელიც თავდა­ვიწყებით უყვარდა, ქალე­ბით მოვაჭრე აღმოჩნდა. ქეთის მსგავსად ბევრი ჰყავდა გაუბედურებული. მართალია, ყველამ დააღწია თავი იმ ჯოჯო­ხეთს, რომელშიც საყვარელი კაცის წყალობით ჩავარდნენ, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად.

ქეთი: - ჩემი 12-წლიანი გაუჩინარების შემდეგ მამას დედაჩემისთვის უთქვამს, ჩვენს შვილს სიმბოლური საფლავი მაინც გავუკეთოთო. დედა ჯიუტად უარობდა - გული მიგრძნობს, ჩემი შვილი ცოცხალია და გამოჩნდებაო. ასეც მოხდა - 30
წლის, ნაადრევად დაბერებული ჩემი ბინის კართან ვიდექი და ვერ ვბედავდი ზარის დარეკვას. მერე მამაჩემის ხმა გავიგონე, კარისკენ მოდიოდა. უცებ თვალთ
დამიბნელდა, ჩავიკეცე. გონს იმ ოთახში მოვედი, სადაც ბავშვობა გავატარე. მშობლებმა ძლივს მიცნეს...

- რა მოხდა მაშინ, როდესაც დაიკარგეთ?
- უნივერსიტეტში გამოცდების ჩასა­ბა­რებლად ვემზადებოდი. რეპეტიტორთან დავდიოდი და გვიან მიწევდა შინ დაბრუნება.­ ერთხელაც სადარბაზოდან გამოსვლისას წავიბორძიკე და დავეცი. ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა კაცი შემოდიოდა, მომვარდა­, წამომაყენა, ბინამდე მიმაცილა. ახლობე­ლ­თან­ მივდიოდიო, - მითხრა. მეორედაც სადარბაზოში შემხვდა. მერე მივხვდი, რომ შემთხვევითი შეხვედრის სცენა გაითამაშა. ძალიან სიმპათიური იყო და საოცარი ხმა ჰქონდა, თბილი. თუმცა, რამდენადაც კარგი იყო გარეგნულად, იმდენად ავი სული ჰქონდა. დამიახლოვდა, შემიყვარდა. 1992 წელი იყო. ძალიან ცუდი დრო - ახალგაზრდას არ შეეძლო გართობა, ახალგაზრდულად ცხოვრება. გოგას წვეულებებზე დავყავდი, სადაც ძირითადად უცხოელები იკრიბებოდნენ, უფრო ნავთობკომპანიებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოკლედ, იმ კაცთან­ სიახლოვე მაშინდელ უფერულ ყოფას მიფერადებდა.

ერთ საღამოს მითხრა, ცოლად გამომყევიო. დავთანხმდი. ახლავე გამომყევი და თურქეთში წავიდეთო. მეგონა, მეხუმრებოდა... პასპორტი თან არ მქონდა. არ გვჭირდ­ე­ბა პასპორტიო, დაძრა მანქანა და წავედით.­ გორს რომ გავცდით, მივხვდი, არ ხუმრობდა. ვთხოვე, - სადმე ტელეფონი­ ვნახოთ და მშობლებს დავურეკავ-მეთქი. დილით დავურეკოთო. ძალიან რომ ავფორიაქდი, უცებ გააჩერა მანქანა, საჭესთან ახლოს პატ­არა უჯრა გამოსწია, იქიდან რაღაც­ კოლოფი­ ამოიღო და მითხრა, დაყნოსე, გესიამ­ოვნება და ცოტა ხანი დაგაწყნარებსო. დავუჯერე... მერე კარგა ხანს არ მოვსულვარ გონზე.

მოკლედ, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, გოგა ტრეფიკინგს ეწეოდა თურქეთში. არ ვიცი, როგორ გადამიყვანეს საზღვარზე.­ კარგა ხანს ისიც კი არ ვიცოდი, რომელ ქალ­აქში ვიყავი.
...როდესაც გონს მოვედი, თავს საშინლად ვგრძნობდი, უღონოდ ვეგდე საწოლზე. გოგა ჩემ გვერდით იწვა. ვევედრებოდი, შინ დამარეკვინე, მშობლებს დამალაპარაკე-მეთქი. მითხრა, თბილისში დაბრუნებისთანავე ვინახულებ შენიანებსო. კინაღამ გავგიჟდი, - მე აქ მტოვებ-მეთქი? უპასპორტოდ გარეთ ვერ გაგიყვან, მით უფრო საზღვარზე აუცილებლად დაგაპატიმრებენ. თბილისიდან მალე პასპორტით დავბრუნდები და წაგიყვანო. ავკივლდი - ახლავე დამაბრუნე შინ-მეთქი. ამაოდ...

ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი ქართველი გოგო მოიყვანეს. ისიც ძალიან ახალგაზრდა. ისიც თითქმის ჩემნაირად წამოუყვ­ა­ნია გოგას. ოთხი წლის თავზე უკვე რვა ქა­რ­­თველი გოგო ვიყავით -­ ყველა გოგას მსხვერპლი. არც ერთს პასპორტი და გარეთ ცხვირის გაყოფის შანსიც კი არ გვქონდა. არავინ დამიწყოს გაკიცხვა, თავის მოკ­ვლაც ბევრჯერ ვცადეთ. იქ არ არსებობდა­ სიტყვა­ - არ მინდა, არ შემიძლია და მსგა­ვსი.­ გცემდნენ, სიკვდილის პირას მიგიყვანდნენ და როგორც ნეკროფილები, ისე იკლავ­დნენ ჟინს. ერთადერთი გამოსავალი გვრჩე­ბოდა, როგორმე ერთ-ერთს უნდა გამო­ეღწია იმ ჯოჯოხეთიდან, რომ დანარჩენებს დახმარ­ებოდა. ერთი გოგო გვყავდა, ნათია, ძალიან­ ლამაზი და ჭკვიანი. ერთი ირანელი მოხიბლა. იმ კაცს შეუყვარდა და იყიდა­ ბორდ­ელის მეპატრონეებისგან. ერთხანს საყვარლად ჰყავდა, მერე ცოლად შეირთო. დიდი დრო დასჭირდა ნათიას ყველა ჩვენგანის დასახსნელად. მისმა ირანელმა ქმარმა­ გვიშველა - ყველა ჩვენგანი გამოისყიდა. ისე ვიყავით გაუბედურებულები, რომ იმ ბორდელს გროშადაც აღარ ვუღირდით. მერე ჩვენს ლეგალიზაციას დასჭირდა დრო. ორი წელი ველოდი პასპორტს. ბევრჯერ მინდოდა შინ დარეკვა, მაგრამ თავს ვიკავებდი, გული არ გაუსკდეთ-მეთქი.

- ის გოგა არ დაისაჯა?

- ჩვენს გათავისუფლებამდე დასაჯა განგებამ. ავარიაში მოკვდა. არ ვიცით, ვინ ეხმარებოდა. ეგ რომ გვცოდნოდა, არ გავ­ა­ხარებდით. არადა, გავლენიანი დამხმარეების გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. ცხოვრება დაგვინგრიეს... ახლაც არავინ ვარ. რა არის ჩემი ბოლო? ვის უნდა ჩემნაირი ქალი გვერდით? უშვილძიროდ გადაგებული წავალ ამ ქვეყნიდან. სანამ მშობლები ცოცხალი მყავს, მათ დავკანკალებ. მაგრამ ისინი რომ აღარ იქნებიან, ჩემი ცხოვრებაც­ აზრს დაკარგავს...

სოფო გამრეკელი
Qeti
09 მაისი 2018 21:33
Guls nu ucukebt xalxs tkuilebit.iranels rad undoda tkveni satitaod gamoskidva nebismier gankogilebaşi misuliko 10wutşi dabaskavdnen an 12 welşi togor aravon gamocnda imdeni klientebidan rom vinmem adgili ar gatkva da ase gaasaidumloes.tumca sakartvelis xom mtavrobidan gakvt gadmodebuli tkuilebis seni
Vika
29 აგვისტო 2017 03:01
Ki namdvili ambavia uaresebic xdeba magram sxvas nu daadanashaulebt xolme 2dgis gacnobils miyvebit ar interesdebit misi writ ganatlebit da amitomac itexavt kisrebs...sxvis saeshi nrdzeniao kaci magram mainc vityvi..gamosulikavi upasportod ras gizavdnen?an isets ras rasac bordelshi ar giahvebodnen pirikit ufro tavs daaxwevdit..an ise rogor imdeni wlis mandzilze ver moaxerxet darekva me cocxali var magram amada am dgeshio an sxva sityvenit mainc genugesheninat mshoblebi rato ver ivrdzenit mati tkivili da simware rasac isini gadaitandnen ushenod shvilis dakargva warmogidgeniat???sashinelebaa upasuxismgeblo adamiani..iswavle ishrome da cxovreba gaagrdzele
tttt
11 მაისი 2017 11:39
რაც მოხდა შენი ბრალი არაა,ისწავლე რამე ხელობა რომ პატიოსნად ცხოვრება შეძლო.შეგიძლია ვინმე უპატრონო ბავშვს მოუარო,შეიყვარო და ცხოვრებას აზრი მისცე.თუ ბედმა საყვარელი კაცი და მეუღლე გამოგიგზავნა ამას ცხოვრება გიჩვენებს,ღმერთმა დაგლოცოს

რედაქტორის რჩევით