"ქმარ-შვილის საფლავზე თითქოს თავიდან დავიბადე"
13-04-2015
"ქმარ-შვილის საფლავზე თითქოს თავიდან დავიბადე"
წერილს კარგა ხანს ვინახავდი. დროს ვურჩევდი. ქეთი მაცაბერიძემ თავისი მეგობრის ტრაგედია გვიამბო, რომელიც დიდი სიკეთის საფუძველი გამხდარა.

- ჩემი მეგობრის ერთადერთი ვაჟი და ორსული რძალი ავტო­ავარიას ემსხვერპლნენ. დარჩნენ მარტოდმარტო 50 წლის გურამი და 48 წლის ელენე. განადგურებულ­ებს თვალებში ვერ ვუყურებდით. გურამმა ვერ გაუძლო ამ უბე­დურებას­ და ერთ წელიწადში გულმა უმტყუნა.­ თავს მოვიკლავდი, მაგრამ იმ ქვეყნად ჩემს ქმარ-შვილს ვერ შევხვდ­ებიო, - ამბობდა ელენე. ქალი მეტ დროს სასაფლაოზე ატარებდა.

ერთხელ მამუკა -
ვაჟი დას­იზმრებია, - მალე შენს შვილიშვ­ილს ნახავო. ელენეს უფიქრია, ალბათ, დალოცვილი ღმერთი ჩემს წაყვანას აპირებს და მამუკას სიტ­ყვებიც ამის ნიშანი იყოო.
ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ, სამშაბათს, საფლავთა კურთხევის დღეს, მოხდა სასწაული. საფლავ­თან ელენეს მტირალი ქალი და პატარა ბიჭი დახვედრია. ქალი თურმე რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ თანდათან
ფერს კარგავდა და უცებ ჩაკეცილა. ბავშვი­ ტირილით მოხვევია, - დედა, არ მომიკვდეო... მოკლედ, ის ბავ­შვი­ მამუკას შვილი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ოჯახმა არაფ­ერი იცოდა. ნინოს და მამუკას ერთმანეთი ჰყვარებიათ. მერე მათი ურთიერთობა­ გაცივდა. რომანის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნინო ორსულად იყო...
"არც მიფიქრია, რომ ეს ორს­ულობა დანგრეული ურთიერთობ­ის შესაკოწიწებ­ლად გამომეყენებინა, მაგრამ მამუკას არ დავუმ­ალე, რომ მამა გახდებოდა. მითხრა,­ დავქორწინდეთო, მაგრამ ცხადია, ჩვენი ოჯახი დიდ­ხანს ვერ იარსებებდა, ამიტომ უარი ვუთხარი.  ძალიან მზრუნველი­ მამა იყო. თუმცა, ვერ შეძლო თქვე­ნთვის ამ ამბის­ გამ­ხელა. მერე ცოლი მოიყვანა... როდესაც დაიღ­უპა, კინაღ­ამ გული გამისკდა. არ ვიცოდი, როგორ მოვსულიყავი, მენუგეშებინეთ და გამეხარებინეთ, რომ თქვენი მამუკა უკვალოდ არ წასულაო", - უთქვამს ნინოს ელენ­ესთვის...

უკვე სამი წელია, ელენე და ნინო ერთად ცხოვრობენ და ლუკასთან ერთად ნაშვილებ­ ტყუპს ზრდიან. მრავალშვილიანი ოჯა­­ხი­დან წამოუყვანიათ პატარ­ები... ელენეს გული სწყდება, რომ მისი მეუღლე ვერ მოესწრო ლუკას ნახვას. მისი არსებობა რომ სცოდნოდა, ახლა ცოცხალი იქნებოდა... ლუკას გამოჩენამ სხვ­ანაირად დამანახა ცხოვრება და დამაფიქრა, რომ სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევითო­, - ამბობს ელენე.  

სოფო გამრეკელი
დიანა
30 დეკემბერი 2016 00:14
უბედნიერესი ვიქნებოდი, ჩემს შვილსაც რომ ესე დაეტოვებინა ჩემთვის თავისი სისხლი და ხორცი, თავისი ნაწილი.....
მაკა
24 სექტემბერი 2016 22:32
ამ ამბისგან ცოტა განსხვავებული ისტორია უნდა დავწერო...ოჯახში სადაც ერტი ვაჟი ყავდათ,დედისერთა გოგონა შევიდა რძლად,ვაჟი მოულოდნელად გარდაიცვალა,დიდი უბდურება ტრიალებდა მსობლების თავზე,ორმოცის დღეს რძალმა დედამთილ-მამათილს შესთავაზა ,შვილი უნდა ავიყვანო და გავზარდოო,თუ გსურთ თქვენტან ვიცხოვრებ თუ არადა ჩემს მშობლებთან წავალ შვილიანადო,ფაქტიურად ამ გოგონამ ოჟახი განადგურებას გადაარჩინა,ერთად აღზარდეს ძალიან კარგი ბიჭი,მამის მოსახელე,ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდაა,რომ ვხედავ გული მითბება...საბედნიეროდ არიან ასეთი ადამიანებიც,ახლა თვითონ ელოდება შვილისშვილს და ცხოვრობენ ბედნიერად,ზღაპარს გავს მაგრამ სინამდვილეა,ჩემი მეზობლები არიან და ყოვეელდღე ვხვდები მათ
თამუნა
24 სექტემბერი 2016 17:04
ეჰ ნეტავ მეც დამხვდეს ჩემი გიოს საფლავთან ვინმე...სულ ამის ლოცვაში ვარ....უკვალოდ გამიქრა...

რედაქტორის რჩევით