"როდესაც შვილის დახმარებას მოვი­ნდომებდი, რძალი მეუბნებოდა, ნუ მიშლით­ ხელს თქვენი შვილის მორჯულებაშიო"
04-05-2015
"როდესაც შვილის დახმარებას მოვი­ნდომებდი, რძალი მეუბნებოდა, ნუ მიშლით­ ხელს თქვენი შვილის მორჯულებაშიო"
"მე გონებადაბინდული დედა ვიყავი, უაზროდ გაბოროტებული"

ლიანა კ. ინსულტის შემდეგ ეტლს მიეჯ­აჭვა. მიიჩნევს, რომ ავადმყოფობამ დაბინდული გონება გაუნათა - უღირსად მოვექეცი­ რძალსო.

- ჩემი ირაკლი დედისერთაა. ბავშვობიდან ძალიან განებივრებული მყავდა. ხელს არაფერზე ვანძრევინებდი. ერთ დღეს რომ მითხრა, საცოლე უნდა გაგაცნოო, გახარებულმა ვუთხარი, რახან საცოლედ თვლი, ბარემ მოიყვანე-მეთქი. მოკლედ, შორენა­ ჩვენი რძალი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი ვიყავი შვილის დაქორწინ­ებით და მაშინ შორენასაც არ ვერჩოდი, მაინც გამკრავდა ხოლმე გულში, ჩემს ბიჭს
ამაზე უკეთესი გოგო უნდა შეერთო-მეთქი. ეს უკმაყოფილების ნაპერწკალი თანდათან ალად იქცა.

- შორენამაც შეგიწყოთ ხელი?
- არა. ვერ ავიტანე, რომ ჩემი შვილი­ ფაქტობრივად აღარ მაქცევდა ყურად­ღებას. თანაც ცოლი ჩემს განებივრებულ შვილს ხან რა საქმეს დაავალებდა, ხან - რას. როდესაც ირაკლის დახმარებას მოვი­ნდომებდი, შორენა მთხოვდა, -
ნუ მიშლით­ ხელს თქვენი შვილის მორჯულებაშიო. საშინლად შეურაცხყოფილი ვიყ­ავი, რომ რძალი ჭკუას მარიგებდა. ბოლოს, ირაკლი გაბრაზდა და გამომლანძღა, ამან უფრო გამაცხარა და რძალს ვეტაკე, - შვილს მაშორებ-მეთქი. ირაკლიმ ცოლს ხელი მოჰკიდა და თავის ოთახში შეიყვანა. ჩემმა ქმარმა მითხრა, - რძალთან პირში წყალი ჩავიგუბე, მაგრამ ახლა კი გეტყვი, შენ ტყუოდი, ცოლ-ქმარს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, იმ გოგოს არაფერი ეშლება, მაგრამ შენ გინდა, ისევ ძველებურად გაზულუქებული შვილი გყავდეს, ასეთი საქციელით კი მას დაკარგავო.
ის ღამე თეთრად გავათენე. ვაითუ, ირაკლი მართლა წავიდეს შინიდან-მეთქი. მხოლოდ ამის გამო ვნერვიულობდი და არა იმიტომ, რომ დამნაშავედ ვგრძნობდი­ თავს, შორენას დილით ბოდიში მოვუხადე. ჩამეხუტა, - საბოდიშო არაფერიაო. მძულდა,­ მაგრამ ირაკლის გამო ვითმენდი.

ორი ულამაზესი შვილი გაუჩნდათ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მხოლ­ოდ­ დროდადრო ვიფეთქებდი. დიდხანს ითმინა შორენამ და ერთ დღეს მშობლებთან­ გადაბარგდა. დაცარიელდა სახლი. ირაკლი ძირითადად ცოლთან იყო, ხანდახან შემოივ­ლიდა,­ ბავშვებს გამოასეირნებდა, ან როდესაც ნასვამი იყო, ჩვენთან იძინებდა და დილით ისევ ცოლ-შვილთან გარბოდა. ყველგან ვლანძღავდი რძალს, ათას სისაძაგლეს ვაბრალებდი. თანდათან ჩამომცილდნენ მეზობლები, ნათესავები. არავის სურდა შორენაზე ცუდის­ გაგონება. რამდენჯერაც სცადეს ჩემი დარწმ­უნება, რომ რაღაც მეშლებოდა, იმდენჯერ ჩემი რისხვა დაატყდათ თავს - ყველას მტრად მივიჩ­ნევდი.
ნერვიულობისგან ინსულტი დამემართა. სანამ საავადმყოფოში ვიწექი, თურმე შორ­ენა სახლს და ჩემს მეუღლეს პატრონობდა, მიგზავნიდა საჭმელს და სუფთა ტანსაცმელს. შინ რომ დავბრუნდი, ისევ განვაგრძე­ მისი თათხვა. ცალი მხარე პარალიზებული კი მქონდა, მაგრამ ენა ძველებურად მიჭრიდა - ბოღმას ვანთხევდი. ერთხელ ირაკლის შევწუწუნე, უნდა მოგვხედო-მეთქი. მისაყვედურა, დაგავიწყდა, როგორ გამზარდე? ჩემი თავის მოვლაც კი ცოლმა მასწავლაო.

ერთ დღესაც მოვიდა შორენა. რომ დავინახე, ზიზღმა დამრია ხელი. დამიჯდა­ საწოლთან და მითხრა, - მე თქვენ არ მძუ­ლხართ, უფრო მებრალებითო. შენი შესაბ­რალები რა მჭირს, შე საცოდავო-მეთქი და მოვაღე პირი... იჯდა მშვიდად და მისმენდა. ლანძღვა-გინებას კარგა ხანს არ მოვ­რჩ­ებოდი, ცუდად რომ არ გავმხდარიყავი. მშვიდად მომიტანა წამალი, მერე წნევა გამიზომა. მიუხედავად იმისა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, უსიტ­ყვოდ ვემორჩილებოდი.

- მოინადირა თქვენი გული?
- მე გონებადაბინდული დედა ვიყავი, უაზროდ გაბოროტებული. შორენა, მართ­ალია, ჩვენთან არ დაბრუნებულა, მაგრამ მშვენივრად ახერხებს ქმარ-შვილსაც მიხედოს­ და დედამთილ-მამამთილსაც. მინდა ჩემი ამბავი ჭკუისსასწავლებელი იყოს სხვა დედებისთვის. სანამ შვილების ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას დააპირებთ, დაფიქრდით, ამგვარ საქციელს მოითმენდით თქვენი­ დედამთილისგან? ჩვენ ძალიან ბევრს ვაშა­ვებთ, შვილებს დათვურ სამსახურს ვუწევთ­ და კარგ დედებად კი მოგვაქვს თავი...

სოფო გამრეკელი
nanuka
06 იანვარი 2018 21:55
მეც მყავს დედამთლი უაზრო და აფერისტი გურული. თავიდან ისე მეფერებოდა და ეხლა ნელ ნელ ამჟღავნებს. რადგა შვილი არ მყავს ამომიძულა. ქმრის შვილს მატენის. ისედაც კარგი ურთიერთობა მაქვს გერთან როგორც ნატესავთან. სხვა არვიცი რტომ უნდა მიყვარდეს შვილივით თუ თითონ დედასავით არ მიმიღებს. და ან რატო უნდა მიმიღოს არ მესმის. და დგას და გველურად ზურგს უკან მჭორავს. არაფერს არ ვეუბნევი რადგან კომფლიქტი არ მინდა.ყოველდღიურ წვრილმან საქმეს მიკონტროლებს თავის ჭკუით ჩუმად.დაავიწყდა თავის რძლობა. და მე არ მარგებს ჩემ წილ ცხოვრებას.ქმარს მიმხედრებს. ისეთი კარგი დედამთილი მეგონა სულ ვაქებდი და ეხლა უხმოდ ვარ. არაფერი მაქვს უკვე სათქმელი. ცოტა ტვინი დაატანეთ ხალხო ასაკში რა.ყველას თავის წილი გზა აქვს გასავლელი ვინ მეკიტხება ვინ რომელ საათზე დგება ან წვება ან რას ჭამს ან ის იქ რატო დადო. მოეფერეთ და მიიღეთ როგორც შვილები. და ბევრად უკეტ იქნება ყველაფერი.
რეალობა
06 იანვარი 2018 11:11
რატომ გავიწყდებათ დედამთილებო თქვენც ხომ ერთ დროს რძალი იყავით!! და თქვენ რძლებო გაითავლისწინეთ თქვენც მომავალი დედამთლები ხართ!!!
ნონა
29 ივლისი 2017 10:55
გაუმწარებენ ახალგაზრდობას, შეაძულებენ თავს, ქმრისთვის მისიყვარულების და ბედნიერების უფლებას არ მისცემენ და მერე დაიწყებენ წუწუნს და ბოდიშებს... სანამ ახალგაზრდაა მანამ უნდა დაუდგე მხარში და შეარგო ბედნიერება ადამიანს... ორი ბიჭის დედა ვარ და ზუსტად ვიცი რომ არცერთთან არ ვიცხოვრებ და მთავარია ჩემს რძლებს ნამდვილად უყვარდეთ ჩემი ბიჭები, სხვა ყველაფერი ჩემთვის უმნიშვნელოა, ყველა თავის არჩევანში თავისუფალია, კარგი იქნება თუ ცუდი ყველაფერი თავისი თავისთვის იქნება....

რედაქტორის რჩევით