"დედაჩემი და ჩემი და დღემდე­ მონებივით ცხოვრობენ მტარვალი მამაჩემის­ ხელში"
11-05-2016
"დედაჩემი და ჩემი და დღემდე­ მონებივით ცხოვრობენ მტარვალი მამაჩემის­ ხელში"
"დიდი ხანია ემიგრაციაში ვცხოვრობ. დიდი ხანია მენატრება ჩემი ქვეყანა, ის ადამიანები, ვის გვერდითაც გავატარე ბავშვობა, მაგრამ სანამ მამაჩემი ცოცხალია, არ დავბრუნდები"

"მე მეამბოხე ვარ", - ასე იწყებს წერ­ილს ახალგაზრდა ქალი, რომელიც  უცხო­ეთში გაექცა მშობლებს...

ქეთი: - 15 წლისას ერთი ბიჭი შემი­ყვარდა. ეს ამბავი მამაჩემმა რომ გაიგო, ჯერ ქამრით მცემა, მერე კი შინაპატიმრობა მომისაჯა. სკოლაშიც აღარ მიშვებდა. ჩემს მეგობარ გოგონებსაც კი დიდი შემოწმების მერე უშვებდნენ ჩემს სანახავად. განმარტოებით დალაპარაკებაც არ შეგვეძლო,
ფხიზლად გვითვალთვალებდნენ გაუთხოვარი მამიდა და ბებიაჩემი, რომე­ლიც ნამდვილი ჯაშუში იყო, დედაჩემის სიცოცხლის გამამწარებელი. მან დატ­ოვა გაუთხოვარი საწყალი მამიდა და მეც მის დღეში ვიქნ­ებოდი, იმ საშინელ ოჯახს რომ არ გამოვქცეოდი.
ასეთ ტანჯვაში გავიდა 2 წელი.

სკოლაში­ იშვიათად მიშვებდნენ და მაშინაც საკლასო­ ოთახის კართან მელოდებოდა ბები­აჩემი. როგორც
იქნა, სკოლაც დავამთ­ავრე და პასპორტიც ავიღე... ქვეყნიდან უნდა გავპარულიყავი, რადგან ვიცოდი, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რაც გარე სამყაროსთან კავშირის საშუალებას მაძლევდა­. არ მოვყვები, როგორ და ვისი წყალობით დავიხსენი თავი, რადგან მაშინვე მიხვდება მამაჩემი და კარგს არ დამართებს იმ ოჯახს.

მოკლედ, ქვეყნიდან გასვლა მოვახერხე. რა თქმა უნდა, ოფიციალურად. ისიც კარგად მქონდა გათვლილი, რომ ძალიან სწრაფად უნდა მემოქმედა, სანამ მამაჩემი ქვეყანას შეყრიდა და თვითმფრინავიდან ჩამომიყვანდნენ. ვიცი, იცის, რომელ ქვეყანაში ჩავფრინდი, მაგრამ ამის მეტს ვერაფერს გაიგებს. 15 წლის გოგო მხოლოდ იმიტომ ჩამ­კეტა ცხრაკლიტულში, რომ ერთი კარგი ბიჭი შემიყვარდა. ის ბიჭი კი მისი ნასაყვარ­ლარის შვილი აღმოჩნდა.  ერთხელ სანდროსთან შესახვედრად შინიდან გაპარვას ვცდილობდი. მამაჩემმა დამიჭირა, მცემა­ და დამემუქრა, - მეორედ თუ ეცდები გაპარვას, დანით გამოგჭრი ყელს და მერე დაგწვავო. რა უშლიდა ხელს, რომ მამაშვილურად აეხსნა ჩემთვის მისი პრობლემა? მაგრამ ავსული იყო და ქალი მისთვის ნივთი, უსულო საგანი გახლდათ, არ მიიჩნევდა ღირსად, ადამიანურად დალაპარაკებოდა. ასე ექცეოდა საკუთარ დას, დედაჩემს, ჩემს უფროს დას. მხოლოდ ბებიაჩემი იყო მისი კერპი, მხოლოდ მის აზრს უწევდა ანგარიშს.

დიდი ხანია ემიგრაციაში ვცხოვრობ. დიდი ხანია მენატრება ჩემი ქვეყანა, ის ადამიანები, ვის გვერდითაც გავატარე ბავშვობა, მაგრამ სანამ მამაჩემი ცოცხალია, არ დავბრუნდები. ჩემი ერთ-ერთი მეგობ­რის დახმარებით ტელეფონით დავუკავშირდი დედას და დას. ისინი დღემდე­ მონებივით ცხოვრობენ მტარვალი მამაჩემის­ ხელში, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მონობა ცხოვრების ნორმა ჰგონიათ და მე მამტყუნებენ, - ვერ გაუგე მამასო. აზრი არ აქვს მათთან ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ ორივე მაინც ძალიან მიყვარს.

მიხარია, რომ არ შევეგუე მოძალადე მშობლის ტერორს. ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში­ ვცხოვრობ. ვისწავლე კიდეც, კარგი ქმარიც მყავს, შესანიშნავ შვილებს ვზრდით. არაფერი მაკლია სრული ბედნიერებისთვის, მაგრამ სულ მენატრება საქართველო, საყვარელი ადამიანები. მინდა ჩემი ბედნიერება მათაც გაიზიარონ.
იფიქრებთ, ახლა, როცა ასე კარგად ხარ, იქნებ მამაც ამაყობს შენით, იქნებ გადაგედგა­ ნაბიჯი მისკენო. არასოდეს! ის იმდენად გულღრძო ადამიანია, რომ ჩემი ქმარ-შვილის წინაშე დაუმსახურებლად გამ­ლანძღავს. ერთხელ მამიდაჩემს უთქვამს, ქეთი რომ დაბრუნდეს, ხომ მიიღებო? როგორც კი ზღურბლზე შემოდგამს ფეხს, ტყვიას დავახლიო. ამის შემდეგ შეიძლება მამ­აჩემს ნორმალური ეწოდოს?

ჩემმა ქმარმა იცის, რატომაც მივატოვე საქართველო. მას არ უკვირს ასეთი რამ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ცნობილია დემოკრატიული ღირებულებე­ბით, დღეს იმდენად არა, მაგრამ ახლო წარს­ულში აქაც ძალადობდნენ შვილებზე მშობლები. ეგ არის, აქ ყველამ იცის, რომ მოძალადეებისგან კანონი იცავს და სახელმწიფო ეხმარება დამოუკიდებლად ცხოვრებაში. ჩვენთან ვინ დამეხმარებოდა?

ვეცნობი ამბებს საქართველოს შესახებ, ვიცი, რომ ხალხის ფსიქოლოგიაში ბევრი არაფერი შეცვლილა და შვილები დღესაც­ ცხოვრობენ მშობლების შიშით, განსაკუთრ­ებით ქალი გამოირჩევა ტირანიის მიმართ შემგუებლობით. მოვუწოდებ მათ, ნუ ემორჩილებით უმსგავსობას, იცხოვრეთ ადამიანურად.

სოფო გამრეკელი
ინგა
13 მარტი 2018 02:49
მონური ფსიქოლოგიის უნდა იყოს მონობაში, ცოდოა თავისუფლება მისცე, დაიკარგება. სამაგიეროდ დედაშენს ქმარი ყავს, ოჯახის ქალი ქვია. ერთი ორი წათაქება რა მოხდა .. სიამოვნებით დაჯდება ეზოში და ვინც მასავით არ შეეგუა მიტყეპვას მიწასთან გაასწორებს
Kakha
13 მარტი 2018 00:37
და მამაშენი არანორმალური რომაა, ასეთნაირებად გააცანი შენი ქვეყანა იმ თქვენს უცხოელ ქმარს ?
qeTi
08 აპრილი 2016 14:56
იმედია იგონებთ თუ არა და არანამკურნალებ გიჟთან გავქვს საქმე

რედაქტორის რჩევით