"მორიგი ჩხუბის შემდეგ, მომახალა, ახლა რომ ასე მზღუდავ, შენი ცოლი რომ გავხდე, ალბათ ჰიჯაბის ჩაცმას მაიძულებო"
25-05-2015
"მორიგი ჩხუბის შემდეგ, მომახალა, ახლა რომ ასე მზღუდავ, შენი ცოლი რომ გავხდე, ალბათ ჰიჯაბის ჩაცმას მაიძულებო"
რა სურთ ქალებს? უხსოვარი დროიდან­ კითხულობს კაცობრიობა, თუმცა, რა სურთ მამაკაცებს, ხშირად თავადაც არ იციან და ეჭვიანობის გამო ცხოვრებას უნგრევენ საყვარ­ელ ქალებს. ალექსანდრემ გვითხრა­, ჩემს გაფუჭებულ საქმეს არაფერი ეშველება, მაგრამ­ იქნებ სხვ­ებმა გაითვალისწინონო.

ალექსანდრე: - მე და თიკოს ბავშვ­ო­ბიდან მოგვწონდა ერთმანეთი. სკოლა რომ დავამთავრეთ, სიყვარ­ულში გამოვუტყდი. არც ის იყო გულგრილი, მაგრამ მითხრა, ჯერ უნდა ვისწავლოო. რადგან დაქორწინება­ გაურკვეველი დროით გადადო, გადავწყვიტე, მეც თბილისში, უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე­ მეცადა ბედი, სადაც თიკო
აბარებდა. ორივე­ ჩავირიც­ხეთ.­­ თითქოს ხელს არაფერი მიშლ­იდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ეჭვები მტანჯავდა. უნივერსიტეტში­ ლექციების დასრულების შემდეგ თიკოს სულ უკან დავყვებოდი. ის კი ბრაზობდა, მეგობ­რ­ებთან ერთად სადმე მიმავალს აჩრდილივით რომ დავდევდი. მისი ჩაცმულობაც მაღიზიანებდა - მუხლს ზემოთ კაბაზე და ოდნავ ღრმა დეკოლტეზე ვცოფდებოდი. თავიდან ეცინ­ებოდა,
- რა სულელი ხარ, უაზროდ ეჭვიანობო. მერე ბრაზდებოდა, - ვინ გეკით­ხება, რას ჩავიცვამო. ერთ დღეს, მორიგი ჩხუბის შემდეგ, მომახალა, - ახლა რომ ასე მზღუდავ, შენი ცოლი რომ გავხდე, ალბათ ჰიჯაბის ჩაცმას მაიძულებო. ამაზე სულ გავგიჟდი, ვიფიქრე, რომ ვიღაც სხვა მოსწონდა და ჩემთან დაშორების მიზეზს ეძებდა. ეჭვიანობით დაბრმავებული ვიყავი. მოკლედ, ვერაფერს გავხდი ვერც მისი დევნით, ვერც წინააღმდეგობის გაწევით. მოკლე კაბებსაც იცვამდა, დეკოლტეებითაც თავს იწონებდა.­ მერე ერთი-ორჯერ კაფეში­ ვნახე, ბიჭები­ თავს ევლებოდნენ. მივხვდი, ვკარგავდი. იმის ნაცვლად, რომ მასთან მიდგომის ტაქტიკა შემეცვალა, მის მშობ­ლებს ვუთხარი, - მე ვეღარ ვაკონტროლებ, იქნებ თქვენ მიხედოთ. ღამეებს შინ არ ათევს,­ რესტორნებში ღრეობს, ჩემს შენიშვნებზე კი ავადმყოფურად რეაგირებს-მეთქი. გაგიჟდა მამამისი - თავს მჭრისო?! ორი დღის შემდეგ­ რაიონში წაიყვანეს...

- ინახულე?
- კი. მიხვდა, რომ მე მოვუწყვე ყველ­ა­ფერი. მის თვალებში ისეთი სიძულვილი დავინახე, შემეშინდა. ვთხოვე, შენი სიყვარული მკლავს და დავქორწინდეთ-მეთქი. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე შენი ცოლი ვიყოო.­ გამ­ომაგდო. ვერც იმას მივაღწიე, რომ ჩემი გამხდარიყო, სწავლასაც თავი დაანებებინეს­ და ჩაიკეტა საწყალი გოგო სახლშიც და თავის თავშიც. ერთ დღესაც გავიგე, რომ მონ­ა­სტერში წასულა. ნათესავი ჰყავდა სასუ­ლიერო პირი და მისთვის უამბია ყველაფე­რი. დალაპარაკებია ის კაცი მამამისს, ეს ბავშვი უცოდველია, ნუ უშლით ხელს სწავ­ლაში, გაუშვით თბილისშიო. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მამამისმა - არა, მაგას იქ მეთვალყურე არ ეყოლება და კაცმა არ იცის, რას იზამსო.­ მაშინ მე წავიყვან მონ­ასტერში და ვუპატრ­ონებო. ერთი ხანობა არაფერი მესმოდა მის შესახებ. მერე გავიგე, დაუსწრებლად ჩაუბარებია გამოცდები, მერე კი ის მოძღვარი დახმარებია და უცხოეთში წასულა სასწავლებლად. მინდა, რომ ბედნიერი იყოს და თუ ოდესმე შეძლებს, მაპატიოს არაკაცობა...

სოფო გამრეკელი
თბილისელი
09 დეკემბერი 2017 00:43
გადარჩენილა საწყალი გოგო და ნეტავი იმის "ბედნიერებას" ვინც ამ კაცის ცოლი გახდება.
niania
16 დეკემბერი 2016 13:43
"მოგიკცდეს შვილო ,იდიოტი მამა"! :)

საშინელებაა ეჭვიანობა,ჩემს იდიოტ ქმარყოფილს მაგიტომ გავეყარე ეჭვიანი და არაფრის მაქნისი,როგორც წესი ასეთი დონდლო კაცები უსაქმურები და ლუზერები , სხვასაც ცხოვრებას უფუჭებენ!
ninia
08 ოქტომბერი 2015 03:52
მამამისი რა იდიოტი ყოფილა?!
სხვის სიტყვაზე შვილს როგორ წირავენ?
ამოენაყა ცხვირ-პირი იმ ავადმყოფისთვის და გაეშვა "თავის"გზაზე!

რედაქტორის რჩევით