"მეგონა, შვილებს ფეხზე ვაყენებდი და თურმე ვაქცევდი"
01-06-2015
"მეგონა, შვილებს ფეხზე ვაყენებდი და თურმე ვაქცევდი"
"ოპერაციიდან 20 დღის შემდეგ ჩემი უმცროსი შვილი მოვიდა სანახავად. წამლები რომ დაინახა, მითხრა, - რაღა დროს შენი წამლებია, ნეტა, შენს ასაკამდე მიმაღწევინაო..."

ალბათ მაინც შვილებისთვის უცხოეთში გადახვეწილ ქალთა სიმბოლოა, შვილებს კი უკვე აღარ სჭირდებათ... რედაქციაში ქალბატონი­ გვეწვია... 15 წელიწადი ვემსახურე შვილებს უცხოეთიდან, სახლები ავუშენე, მოვუწყვე, შვილები დავაზრდევინე, მათ კი ისე მომიქ­ციეს საქმე, რატომ მეც იმ მოხუცებთან ერთად არ მოვკვდი, ვისაც უცხოეთში­ ვუვლიდიო, მათქმევინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღსარება საქმეს ვერ
უშველის, ეგებ იმ დედებმა  გაითვალისწინონ, რომლებიც ახლა აპირებენ შვილების ფეხზე დასაყენებლად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლასო. ქალმა მხოლოდ ის მთხოვა, - ჩემს ვინაობას ნუ გაამხელთ, ჩემს ბიჭებს თავი მოეჭრებათო.

- მეგონა, თუ უცხოეთში წვა-დაგვით ნაშოვნი ფულით შვილებს ცხოვრებას მოვუწყობდი, დედის მოვალეობას შევასრულებდი. პირიქით მიქნია, - მზამზარეული შემოსავლით
შვილები შრომას და ამასთან, სითბოსა და სიყვარულს გადამიჩვევია.

როცა დავქვრივდი, ბიჭები 8 და 9 წლის­ანი იყვნენ. წვალებით დავზარდე. დაოჯ­ახდნენ და მეტი დასჭირდათ. ფული ვისესხე, უფროსს ოთხოთახიანი ბინა ვუყიდე, უმცროსსაც ის ოთხოთახიანი ბინა  დავუტოვე, სადაც ერთად ვცხოვრობდით და ვალის გასასტუმრებლად საბერძნეთში წავედი. ნაცნობმა სამსახური მიშოვა. ისეთი­ დავრდომილი მოხუცი იყო, მის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა, - ამას როგ­ორ მოვუარო-მეთქი? ახლა ვფიქრობ, ყველა ის მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ჩემზე ბედნიერები­ იყვნენ, რადგან მათ შვილები აკითხავდნენ და უყვარდათ... დღედაღამ ძილი არ ვიცოდი, მაგრამ არ ვჩიოდი, მთავარი იყო, რომ შვილებს ვეხმარებოდი. უფროსს ბინის მოსაწყობად 27 000 დოლარი გამოვუგზავნე, უმცროსს - 19 000... შვილიშვილებისთვის გამოგზავნილ ტანსაცმელს ხომ თვლა არ ჰქონდა. მეგონა,­ მათ სიყვარულს მოვიპოვებდი და თურმე ვშორდებოდი! მეგონა, ფეხზე ვაყენებდი და თურმე ვაქცევდი.
მოკლედ, როცა ჩავთვალე, რომ ორივეს ყველაფერი ჰქონდა, ვიფიქრე, ჩემთვისაც ვიყიდი ერთოთახიან ბინას, ჩემ შემდეგ კი ისევ შვილებს­ მოხმარდება-მეთქი. უფროს ვაჟს ფული გამოვუგზავნე, - გარეუბანში ერთოთახიანი მიყიდე-მეთქი. მაგრამ მომატყუა, ფული დაუხარჯავს...

მერე უმცროსმა­ დამირეკა, - მთავრობა გვაძლევს ბინას (ჩემი რძალი დოლიძის ქუჩაზე იმ ადგილას­ ცხოვრობდა,­ სადაც ცნობილი ტერაქტი მოხდა­ და ბინ­ები დაზიანდა, რის სანაცვლოდაც, როგ­ორც შვილმა მითხრა, მთავრობამ ბინები გასცა), მინდობილობა გამომიგზავნე, რომ ჩვენი ბინა გავყიდოთ (ბინა ჩემს სახელზე­ იყო გაფორმებული), ფულის ნაწილით ახალ ბინას გავარემონტებ და დანარჩენით ერთოთახიანი ბინა იყიდეო... აბა, როგორ უნდა მეფიქრა, რომ ისიც მატყუებდა... მოკლედ, ცოტა ხანში დამირეკა, - იმ ფულიდან  1000 დოლარი დამრჩა და თუ გინდა, იმას დაგ­იბრუნებო. არ ვიცი, რატომ არ მოვიკალი თავი... კიდევ ერთ ავადმყოფთან დავი­წყე მუშაობა. წამებით თავმოყრილი ფულ­ით მშენებლობა წამოვიწყე თბილისში. ამასობაში, როგორც ჩვენში­ ხდება, ისეთი სიტ­უაცია შეიქმნა, რომ მშენებლობაში ჩად­ებულ ფულსაც ვკარგავდი. როგ­ორც ჩანს, ეს ჩემმა­ უმცროსმა შეიტყო და დამირეკა, - არ ინერვიულო, ამ საქმეში ჩავერევი, ფულს დავიბრუნებ და მე აგიშ­ენებ ბინასო... დედის გული, როდის იყო, მობრუნებულ შვილს ხელს ჰკრავდა - ოღონდ ჩემს სახელზე გააფორმე, იმდენი­ ტანჯვა გადავიტანე, მინდა, სიცოცხლის ბოლო წლებში დავისვენო-მეთქი. პირობა მომცა... მაგრამ როცა მუშაობა ვეღარ შევძელი და დაუძლურებული ჩამოვედი, რომ მეგონა, ჩემი თავშესაფარი დამხვდებოდა, უმცროსი ვაჟის­ ქალიშვილმა მითხრა, ეს ბინა მამაჩემის სახელზეაო. ისევ მომატყუეს...

- ახლა როგორ ხართ?
- ცუდად. 3 წელიწადია, ჩამოვედი და უკვე 2 ოპერაცია გავიკეთე... იმ ბინაში­ ვცხოვრობ, რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო,­ მაგრამ უმცროსმა ბიჭმა თავის სახელზე გაიფორმა და სტუმარივით ვგრძნობ თავს. ვწევარ და ჭერს შევცქერი. ოპერაციიდან 20 დღის შემდეგ ჩემი უმცროსი შვილი მოვიდა სანახავად. წამლები რომ დაინახა, მითხრა, - რაღა დროს შენი წამ­ლებია, ნეტა, შენს ასაკამდე­ მიმაღწევინაო... დედა ვარ და შვილები მენ­ატრება, მინდა სანამ ვარსებობ, ვუყურო... ამას წინათ შავი ფიქრები შემომაწვა, - უმცროსს დავურეკე, ცუდად ვარ, მგონი ვკვდები-მეთქი. რომ მოვიდა, ჩემთვის არც შემოუხედავს, მერე ვნახე, 50-ლარიანი დაუტ­ოვებია, რომელიც ჩემთვის უკვე უბრალო ქაღალდია. ფეხებში ჩავუვარდი, - მოდი და მნახე ხოლმე, თვეში ერთხელაც არ მო­დიხარ, რა გარანტია გაქვს, რომ უკვე გახრწნილი მკვდარი არ დაგხვდები-მეთქი.

ჯერ ცოცხალი ვარ და არ მინდა, ქუჩაში მოვკვდე. იქნებ ჩემი ტანჯვით შეძენილი თავშესაფარი დავისაკუთრო. ვიცი, რომ ამაში კანონი ჩემ გვერდით ვერ იქნება, - მე ხომ საბერძნეთიდან შვილებისთვის გამოგზავნილი ფულის ქვითრების გარდა აღარაფერი გამაჩნია, მაგრამ სასწაულებიც ხომ ხდება, - მითხრა ქალბატონმა და თან შვილის ტელეფონის ნომერი მომცა, - იქნებ თქვენ შეასმინოთ რამეო... გაოგნებული ვუყურებდი რედაქციიდან მიმავალ მხრებაცახ­ცახებულ ქალბატონს.

მოგვიანებით მის შვილს დავურეკე და ერთადერთი კითხვა დავუსვი, - დედა რატომ მიატოვეთ-მეთქი. მიპასუხა, - მე რას მეკითხებით, ამის მიზეზი თავად მას ჰკითხეთო(?!). 
daria
06 სექტემბერი 2018 09:30
აქ დაწერილ კომენტარების უმეტესობას ვეთანხმები.მე 69 წლის ვარ და მესმის ამ ქალბატონის.ჩვენს დროს ასეთი საქციელი კარგ დედობას ნიშნავდა,არ გაგიკვირდეთ.შვილებმა სკოლა რომ დაამთავრეს მეც ვაპირებდი ამერიკაში წასვლას,მაგრამ მერე გადავიფიქრე ჩემი გოგოები უჩემოდ ისეთი ვინმეს არ გადაეკიდონ, თავი მოსაკლავი არ გამიხდეს მეთქი და დავრჩი.მხედრიონის შემდგომი პერიოდი მოგეხსენებათ და ორდიპლომიანმა ავადმოყოფის მოვლა დავიწყე მათ რომ ესწავლათ მამამისი კი ვაკის პარკში მუშაობდა მეეზოვედ. პატარას იმ გაჭირვებაში ორი უმაღლესი დავამთავრებინე ისე,რომ საჭმელი არ უჭირდა და ჩასაცმელი მაგრამ ადრე რომ მყავდა განებივრებული თურმე ისე უნდოდა. ბუნებრივია,ოჯახში იყო პრობლემები,მაგრამ ეს ჩემი ბრალი ხომ არ იყო,რაც შემეძლი პატიოსან შრომას არ ვთაკილობდი და დედის სითბოს არ ვაკლებდი,მაგრამ მაინც ისეთი უკმაყოფილო ყოფილა ჩემით,თურმე "მე გამექცა" და ისეთს გაჰყვა სოფელში,უსახლკაროს,უსწავლელსა და არაკაცს,მე ხომ გამაუბედურა,თავიც გაიუბედურა და ოთხი შვილიც ზედ მოგვაყოლა, კაცი ცოლისდას,დეიდაშვილსა და სიდედრს რომ გაეკიდება გასაუპატიურებლად და თავს იმით იწონებს ერთ კორპუსში ცოლ-შვილი ჰყავს,მეორეში სამსახური და საყვარელი და მამასთან ვერ გაუვლიათ შვილებს მათ გამო ეს მიაჩნია კაცობად 21-ე საუკუნეში,იმას რა უნდა ელაპარაკო. ასე,რომ წახვალ თუ დარჩები შვილებთან არა აქვს მნიშვნელობა,მთავრია ბრძენს დაუჯერო შვილი მტრულად გაზარდეო.... მე პირიქით ვქენი და შედეგიც პირიქით მივიღე,ახლა ვის უნდა დავაბრალო.. ჩვენ ხომ მარტონი ვიბადებით და მარტონი ავდივართ იმ 16 საზვერეზე.ამით ვიმშვიდებ თავს და რა ვიცი,იქნებ ვინმესაც გამოადგეს ეს...
დეა
03 სექტემბერი 2018 18:57
დედამთილი კარგი რა არის ავი რა იყოს, ასეთია დედამთილების ხვედრი.სიბერე ძნელია, შიში გიპყრობს კაცს, ქუჩაში დარჩენის შიში, მარტოდმარტოს სიკვდილის შიში. ამას 80 წლის რომ გახდებიან, მაშინ გაიგებენ.შვილები გვიმყოფოს ღმერთმა კარგად, მაინც მათ მოვეწვებით გულზე,მაგრამ ჩვენც მეტისმეტი კაპრიზობა არ უნდა დავუწყოთ.გავაკეთეთ მათთვის კარგი?--ეს ბუნებრივია. ყვედრება ცუდად დაგვიბრუნდება. არ უნდა გავაღიზიანოთ შვილები, მათ ათასი გასაჭირი ადგათ. მოხუცის ზედმეტი მოთხოვნები აღიზიანებთ და ამიტომაც არიდებენ თავს დედასთან სტუმრობას. ძნელია ყველასთვის ძნელია ეს სიტუაცია.ღმერთმა დამიფაროს.
...
10 დეკემბერი 2017 01:22
Magenic daberdebian da mase rom moekcnen rogor moewonebat? Vinc mshobels srascems pativs is aravis ar scems pativs.

რედაქტორის რჩევით