"თაფლობის თვე მიტოვებულ მოხუცებთან გავატარეთ"
15-06-2015
"თაფლობის თვე მიტოვებულ მოხუცებთან გავატარეთ"
"მინდა ჩემი ამბავი მოგითხროთ. ვფიქ­რობ, ის, რაც მე და ჩემს ქმარს ბედნიერ­ებას გვანიჭებს, შესაძლოა სხვისთვისაც მისაბაძი გახდეს", - გვწერდა თათა.

როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალს სურდა მოეყოლა, როგორი ორიგინალური­ ქორწილი ჰქონდა და სად გაატარა­ თაფ­ლობის თვე. ალბათ, ფიქრობთ,­ ქორწილი ფეშენებელურ რესტორანში გადაიხადა და წყვილი სამოგზაუროდ ეგზოტიკურ კუნძულებზე წავიდა. არა...

თათა - მე და ლუკას შეგვ­ეძლო, შესა­ნიშნავი ქორწილი გადაგვეხადა,­ მაგრამ გადავწყვიტეთ, ამ ღონისძიებ­ისთვის განკუთვნილი დრო და ფინანსები სიკეთეში დაგვეხარჯა­ - ღარიბ ოჯახს
დავხმარებოდით. მეგობრები შემოგვწყრნენ, არ შეიძლება, ერთი ჭიქა მაინც არ ავწიოთო. ამიტომაც ლუკამ ასეთი რამ მოიფიქრა: მეჯვარეებთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად, ხელმოწერის შემდეგ ჩამოვუარეთ თბილისის ქუჩებს, ავიყვანეთ­ რამდენიმე მოწყალების მთხოვნელი და ქალაქგარეთ, რესტორანში მოვილხინეთ. გაკვირვებისგან თვალებგაფართოებული შემოგვ\ცქეროდნენ უპოვრები, მშობ­ლ­ები, ნათესავები არ გყავთ, რატომ არ დაპატიჟეთო?­
გაგვიჭირდა, მათთვის აგვეხსნა, რომ ეს უფრო გვახარებდა, ვიდრე ასკაციანი ქორწილი, რომელსაც იმიტომ ვიხდით,­ რომ ტრადიცია მოითხოვს. მერე იმ საოცარმა ადამიანებმა თავიანთი თავგადასავლები გვიამბეს. ძალიან სევდიანი ამბები: ერთ ბიჭს დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. გამზრდელი ბებია-ბაბუაც რომ გარდაიცვალნენ, მამიდამ და ბიძამ ითავეს მეურვეობა­. თუმცა, მალევე სახლი გაუყიდეს და ქუჩისთვის გაწირეს... ერთი მოხუცი ახალგაზრდობას იხსენებდა. ოდესღაც მასაც ჰყოლია ქმარი, ბედნიერი ქალი ყოფილა. მეუღლე რომ გარდაცვლია, შვილს და რძალს დაზარებიათ მისი მოვლა­ და თავშესაფარში ჩაუბარებიათ. იქ ვერ გაჩერებულა. გვითხრა, ახლა დავხეტიალობ, სანამ სიკვდილს არ გადავეყრებიო... ბოლოს ძალიან მოვიწყინეთ, მაგრამ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს ცხოვრებას სხვა თვალით შეგვახედეს.

- თაფლობის თვე სად გაატარეთ?
- რაჭაში, ერთ ტკბილ ოჯახში, მოხუც ცოლ-ქმართან. ბავშვობაში ლუკა ისვენებდა მათთან... ვიყიდეთ პროდუქტი, ჩავსხედით­ მანქანაში და წავედით. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერები იყვნენ. გვიანობამდე­ ვისხედით ბუხართან და ვისმენდით მათ ლამაზ და სევდიან მოგონებებს... დილით რომ გამეღვიძა, ლუკა საწოლში აღარ დამხვდა­. გავიხედე, ტკბილ პაპას ელაპარაკებოდა, თან თოხს ატრიალებდა ხელში. ჩაიფიქრა, რომ მოხუცებისთვის ყანები დაეთოხნა, მაგრამ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და მეგობრებს­ დაურეკა თბილისში, შაბათ-კვირას­ რაჭაში ამოდით, კარგი ამბავი უნდა დაგახვედროთო. არ უთხრა, რისთვ­ისაც იბარებდა. რომ ამოვიდნენ, ჯერ კი გაუკვირდათ, მაგრამ მალევე დაჰყვნენ მის ნებას... საქმე იქამდე მივიდა, რომ თაფ­ლობის თვის ლიმიტირებულ ერთ კვირას კიდევ­ ერთი დავუმატეთ და მოხუცებს მოვ­ლილი კარ-მიდამო და ბაღ-ვენახი დავუტოვეთ. შეგნებულად არ ვამბობთ­ მათ ვინ­აობას, რადგან ქალაქში­ ჰყავთ შვილები. ალბათ, ძალიან უჭირთ და ვერ ახერხებენ მოხუცებთან­ ჩასვლას, ან  გულცივობის სენი შეეყარათ... ჩვენი ამბავი კი იმიტომ მოვყევით, რომ ბედნიერები იქნებით, თუ არაფრისმომტანი, ძვირად ღირებული ქორწილების ნაცვლად, ფულს სიკეთეში დახარჯავთ. 

სოფო გამრეკელი

ზაზულიი
27 ივლისი 2017 18:11
ჭირი ოქინე და ლხინი აქანეე..ამას მოგონება ხომ.უნდოდა.
Martali
26 ივლისი 2017 23:33
Buxartan gasagebia da toxi sadga iyo zamtarshi ver davakavshire
26 ივლისი 2017 01:59
ცხოვრებასში დაგიპასდებათ

რედაქტორის რჩევით