"ამ საქმეში ფული კეთდება, ჯიგარო" - ევროპაში დაოჯახება - ბიზნესი თუ ტრეფიკინგი?!
15-06-2015
"ამ საქმეში ფული  კეთდება, ჯიგარო" - ევროპაში დაოჯახება - ბიზნესი თუ ტრეფიკინგი?!
"ქართველ ბიჭს ფეხებზე ჰკიდია, უცხოელი ქალიშვილი იქნება თუ არა. "ლიჟბი" ხელი მოაწეროს და გავიდეს ქვეყნიდან..." 

რამდენიმე დღის წინ ავტობუსის გაჩ­ერებაზე ასეთ განცხადებას წავაწყდი: გთავაზობთ ევროპაში დაოჯახებას კაცებს­ და ქალებს! გასაუბრებაზე მისაღებად აუც­ილებელია წინ­ასწარი ჩაწერა. ტელ: 557 59... ნომერი ჩავინიშნე (თან ჯერ ისევ დასაო­ჯ­ახებელი ვარ) და სამსახურში მისულმა­ მაშინვე დავრეკე... დროებით მიუწვდომელია...“ის იყო გავიფიქრე, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა-მეთქი და თან განცხადებაში მითი­თებული მეორე ნომერიც ავკრიფე, რომ შუახნის მამაკაცმა მიპასუხა... "ხანუმა" გორელი ნუგზარი
აღმოჩნდა.

(საუბრის სტილი დაცულია)

- ევროპაში დაოჯახების ცენტრია?

- კი, თუმცა, პარტნიორი ვინც გვყავდა­ გერმანელი, იმან მერე უარი თქვა... ჩვენებმა­ გააჩმახეს“და... დაოჯახებას ვთავაზობდით­ ევროპელებს და ქართველებს. გერმანელი­ გოგოებისა და ქართველი ბიჭების ფოტო­ები გვქონდა. ანკეტები ივსებოდა... უცხოელ პარტნიორს დაოჯახების დიდი ოფისი­ აქვს.

- როდის დაიწ­ყეთ ეს
საქმიანო­ბა?

- ამ ზამთარს. მაგრად გაქაჩა, დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ საბუთები არ მქონდა­ ჯერ გაფორმებული. ტელევიზიები მომადგნენ. გერმანელებს არ გაუსწორდათ ასეთი აჟიოტაჟი. სად წერია ეგრე, რომ საფინანსო­ მოვიდეს, როცა ჯერ დაწყებული არ გაქვს­ საქმეო. არ ღირს ამ საქმის საქართველოში დაწყება... ოფისი არ გამაკეთებინეს საქა­რთველოში. აქ ხან მითხრეს - ტრეფიკინგია,­ ხან ისაო და...

- ანუ ვერავინ დააქო­რწინეთ ევროპაში?
- არაოფიციალურად ჩამოვიდნენ ვიღ­აცები, მოაწერეს ხელი, მაგრამ იმათ უნდ­ო­დათ ოფიციალური შეხვედრები...

- ძირითადად გერმანელი გოგონები არიან?
- გერმანელი გოგონებიც იყვნენ, ფრანგებიც, ქართველებიც.

- ენა თუ არ ვიცი, როგორ უნდა გამა­ცნოთ გერმანელი ან ფრანგი?

- რა ვიცი, აბა, ჯიგარო, ათასნაირი კითხვარია შესავსები - სპორტი გიყვარს, მანქანა, კითხვა... ის გოგოც თუ ისეთია, როგორსაც შენ ეძებ და თქვენი გემოვნება ემთხვევა, გაიცნობთ ერთმანეთს.

- განათხოვრები არიან ის გოგონები?
- აბა, გერმანელი გოგო და ქალიშვილი?­

- კი, მაგრამ ქართველები მაინც ქალიშვილ საცოლეებს ეძებენ...
- ქართველ ბიჭს ფეხებზე ჰკიდია, უცხოელი ქალიშვილი იქნება, თუ არა. "ლიჟბი"“ხელი მოაწეროს და გავიდეს ქვეყნიდან...  

- სიმართლე გითხრათ, დაინტერესებული­ ვარ, ასეთი ოფისის გაკეთება მინდა...
- ყველა საბუთი უნდა მოამზადო. ლიცენზია უნდა აიღო, გერმანიიდა­ნაც უნდა გქონდეს ლიცენზია. ბევრი გექნება­ სარბენი,­ რა. მფარველიც“უნდა გყავდეს.

- ის რა ორგანიზაციაა?
-„რიდემახინი“ჰქვია, თუ რაღაც ამდ­აგვარი.

- თქვენ რამე გამოცდილება გაქვთ?

- დამწყები ვარ. ის გერმანელი აკეთ­ებდა ყველაფერს. მე მევალებოდა ოფისის მოწყობა. კომპიუტერი, ქსეროქსი, ფოტოგადაღება და ყველაფერი...

- ფოტოების გადაღებაც აუცილებელია?
- მაშა... ერთი კაცის მინიმუმ 5-6 ფოტო გინდა. თუ ვერ დააოჯახე ბიჭი, ექვსი­ თვის მერე კიდე უნდა გადაუღო ახალი ფოტოები.

- რომ წამოვიწყო ეს საქმიანობა, გაამართლებს, ნეტა?

- ოფისის გაკეთებას რომ ვაპირებდი, გერმანელებმა მკითხეს, რამდენი გჭირდება თანხაო? 5 ათასი ევრო ვუთხარი. ეგ რა თანხაა, დღეში ათას ევროს ვხარჯავთ­ ჭამ­აშიო. შენი მოვალეობა რა იქნება, იცი? მოენე“(თარჯიმანი) უნდა გყავდეს. რომ ჩამოვა, გერმანელი პატარძალი იქნება თუ სიძე, დააბინაო და მერე შეახვედრო კაფეში.

- მე რა მოგება მექნება?
- ერთი ქართველი ბიჭი რომ დააქორწინო გერმანელზე, პატარძალი“იხდის 800 ევროს.   

- ისე, ტრეფიკინგის ამბავს ხომ არ მომაწერენ?
- მაგას აქ „გტენიან, თორემ ევროპაში არავის აქვს პრობლემა. ოფიციალურ საბუთებს რომ გააკეთებ, წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში, საელჩოში შედის, შეჰყავს წყვილი, იწერენ გერმანელი პატარძლის იქაურ მისამართსა და ყველაფერს, რა. ტრეფიკინგი გამორიცხულია.

სერიოზული კაცებიც არიან, ვისაც პატიოსანი ქართველი ცოლები უნდათ. დამირეკეს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიჭებმა, ნახალოვკელები ვართ და იქნებ ვინმე გაგვირიგოო. აქაური გოგოებიც მირეკავდნენ, ქართველ ბიჭებზე გვინდა გათხოვებაო. გუშინაც დამირეკა ერთმა, კარგი გოგო გვყავს გასათხოვარი და ვინმე კარგი ბიჭი გეყოლებაო.

- ერთად ხომ არ დავიწყოთ ეს ბიზნესი?
- რა გითხრათ, აბა? ახლა ისეთ სამსახურში ვარ, რომ გამიჭირდება შეთავსება. ისე კი, ამ საქმეში ფული კეთდება, ჯიგარო...

თორნიკე ყაჯრიშვილი
ბებილო
06 დეკემბერი 2017 14:48
მიქარავთ და გიხარიათ! გერმანიაში ფიქტიური ხელისმოწერისათვის დიდი ჯარიმებია. ეხლა არა მკითხოთ საიდან გაიგებენო, არც ეგეთი შტერები არიან რომ გგონიათ . ყველაფერს ამას სწავლობენ ახლა თქვენ რომ ბაიბურში არა ხართ. ჯერ ერთი ვისთანაც ხელს მოაწერთ ის სოციალურად დაუცველი არ უნდა იყოს. ის კი ვინც სოციალურად დაცულია ასე ადვილად არ მოგწერთ ხელს. იმიტომ რომ 1 წლის განმავლობაში შემოწმებას გადიხართ , ხელისმომწერთან უნდა ცხოვრობდეთ, ერთი საერთო საძინებელი უნდა გქონდეთ. გარდა ამისა განქორწინების შემდეგ თუ, ხელისმომწერს მეტი შემოსავალი, ან უძრავი ქონება( თუმცა შეიძლება ქორწინების ხელშეკრულების გაფორმება, რომ განქორწინების შემთხვევაში უარს ამბობ წილზე)აქვს თქვენ მისი გადახდილი პენსიის სალაროდან გინიშნავენ პენსიას ავტომატურად. ისე რომ არც ერთი ნორმალური გერმანიაში მცხოვრები, ფიქტიურად ხელს არავის მოუწერს, კანონების და ჯარიმების ეშინიათ.
romeo
28 ნოემბერი 2016 23:56
ვარ გერმანიაში სიამოვნებით მოუწერდი ხელს თუ ეგეთები არიან მაგრამ, აქ ასეთი მე ვერ ვნახე ჯერ.პირიქით ითხოვენ ფულს.ვინ გადაიხდის ქართველთან ხელის მოწერაში ......????
gocha
28 ნოემბერი 2016 21:26
Sachemo saqmea gamacanit vinme evripeli gogo

რედაქტორის რჩევით