"ჩვენი გოგონა უყურებდა, როგორ გამეტებით მირტყამდა გამხეცებული მამამისი. შიშისგან დამუნჯებული კართან იდგა და მდარაჯობდა"
29-06-2015
"ჩვენი გოგონა უყურებდა, როგორ გამეტებით მირტყამდა გამხეცებული მამამისი. შიშისგან დამუნჯებული კართან იდგა და მდარაჯობდა"
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს აქტიური პროპაგანდა მიდის მოძალადე ქმრების წინააღმდეგ, ქალების ნაწილი მტკი­ცედ მიიჩნევს, რომ ასეთი კაცის მოთვინიერებაც შეიძლება.

ლიკა ცეკვავა 15 წლის წინ გათხოვდა.­ სამი შვილის დედაა. ქმართან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა უსიამოვნება და ყველა ნათესავი ურჩევდა, გაშორდიო.

ლიკა: - ურთიერთობა ქორწინებიდან წელიწად-ნახევარში დაგვეძაბა... ჩვენი გოგონა რამდენიმე თვის გვყავდა, რომ მოვნათლეთ და სალხინო სუფრა გავშალეთ. ჩემი ქმარი ძალიან დათვრა. სტუმრები რომ წავიდნენ, ვცდილობდი, როგორმე დაძინებაზე დამეყოლიებინა. ჯერ უხეშად
მიშორებდა თავიდან, მერე კი გამარტყა. დაცემისას თავით კედელს მივასკდი და გონება დავკარგე. გონს საავადმყოფოში მოვედი. ქმარი სასთუმალთან სახეწაშლილი იჯდა. არაფერი მითქვამს, 2 წელი ისე გავიდა, რომ ლამის მუხლებზე ჩოქვით დადიოდა, თვალებში შემომციცინებდა და ბავშვივით მიფრთხილდებოდა.

მომდევნო დათრობის მერე საშინლად მცემა. ჩვენი გოგონა უყურებდა, როგორ გამეტებით
მირტყამდა გამხეცებული მამამისი. შიშისგან დამუნჯებული კართან იდგა და მდარაჯობდა. ჩემს კივილზე მეზობლებმა კარი შემოანგრიეს. ტვინის შერყევით ერთი თვე ვიწექი. მე და ჩემი შვილი დედაჩემმა წაგვიყვანა. ჩემი მშობლები არც აპირებდნენ, ქმართან დაბრუნების უფლება მოეცათ.

- თქვენ თანახმა იყავით, ქმარს შერიგებოდით? სასიკვდილოდ გაგიმეტათ და პატიობდით?

- ფხიზელი სულ სხვა ადამიანი იყო. ოდნავ ნასვამიც არასდროს ქმნიდა პრობლემას. ძალიან თუ დათვრებოდა, მხეცდ­ებოდა. მე ის მიყვარდა და ვგრძნობდი, თუ მივატოვებდი, ეს არც ერთს არ მოგვიტანდა სიკეთეს. არც შევმცდარვარ. როდესაც მშობლებს დავუჯერე და შესარიგებლად მოსულ ქმარს გამოვუცხადე, რაც ჩაიდინე,­ ვერ გაპატიებ-მეთქი, ღირსი ვარო, თქვა და წავიდა. იმ ღამეს საშინლად­ დამთვ­რალა. \ყველაფერი დაულეწავს და ვენებიც გადაუჭრია. ბეწვზე გადაარჩინეს სიკვდილს. მერე კარგა ხანს მშობლები დარაჯობდნენ, რომ არ დამთვრალიყო. როცა იფიქრეს, გონს მოეგოო, ისევ მარტო დატოვეს ბინაში. დამირეკა, ბავშვის ნახვა მინდაო. ნახე-მეთქი. წაიყვანა, ის დღე ერთად­ გაატარეს. საღამოს რომ დაბრუნდნენ, ისევ მთხოვა, მაპატიე ყველაფერი და სიცოცხლეში წვეთსაც არ დავლევო­. დავუჯერე. უფრო სწორად, რაღაც აზარტმა შემიპყრო, გამეგო, რა აწუხებდა ასეთი, რომ სიმთვრალეში მხეცდ­ებოდა. ვიფიქრე, იქნებ გული გადამიშ­ალოს და გამიმხილოს სატკივარი, რომ დავეხმარო-მეთქი. უშენობის და ბავშვის­ სიშორის გარდა არაფერი მაწუხებსო. რამ­დენიმე თვის შემდეგ აღთქმა დაარღვია. ვიღაცებთან ერთად დაულევია - უარს ვერ ვეტყოდიო. მეწყინა, მაგრამ არ შევიმ­ჩნიე. თან ისე არ იყო, რომ ტვინი არეოდა­. მერე აბაზანაში შევედი. ბანაობას რომ მოვრჩი, აბაზანიდან გამოსულს კინაღამ გული გამისკდა, ტელევიზორთან, დივანზე იწვა, იატაკზე კი სისხლის გუბე იდგა. 16 ნაკერი დაადეს. სასწაულებრივად გადარჩა. კიდევ კარგი, მეზობელი ექიმი გვყავს და სასწრაფოს მოსვლამდე მან შეუჩერა სისხლდენა. როცა გონს მოვიდა, ვკითხე, ეს რატომ გააკეთე-მეთქი. ისევ ცოფმა მომიარა. აბაზანიდან რომ გამოხვიდოდი, რაღაცას მოგწევდი, ამიტომაც  საკუთარ თავზე ძალადობა ვარჩიეო.

მას შემდეგ მართლა წვეთი სასმელი არ დაულევია. ამბობს, რომ ჩემმა სიყვარულმა გადაარჩინა. სანამ ქმრის აგრესიას აჰყვებით, შეეცადეთ, გაუგოთ, მოუსმინოთ, დაუყვავოთ, იქნებ თქვენ ხართ ერთადერთი­  ხსნა მისთვის, იქნებ ისე უჭირს, რომ თავს ვერ ერევა და თქვენ უნდა დაეხმაროთ...  

სოფო გამრეკელი
ანა
22 ნოემბერი 2017 14:24
რა გინდა რას ეკვლევინები.ან რაზე უნგრევ ბავშვებს მომავალს. როგორ შეიძლება მასეთი ადამიანის გამოსწორება.
ssss
21 ნოემბერი 2017 21:16
ეხ შვილო ძალიან დაბრმავებულხარ.გაეცალე ჯობს მალე.მასეთ არაკაცთან როგორ ცხოვრობ.თავმოყვარეობა დაკარგე?
ნია
21 ნოემბერი 2017 10:20
უბერავ შენ ვიღაცა ხარ, დაუყვავო არა გაასწარი მაგ ავადმყოფს, სანამ კარგად ხარ, ერთი დღე იქნება ისე მიგახრჩობს, ხმის ამოღებას ვერ მოასწრებ, სიყვარული არა ტოროლა...


რედაქტორის რჩევით