როგორ შევარჩიოთ ჰამაკი
როგორ შევარჩიოთ ჰამაკი
რა განსხვავებაა ქართულ და უცხოურ  ჰამაკებს შორის

ზაფხულში, ეზოსა თუ ტყეში­ ჰამაკში წოლას არაფერი ჯობს. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ შეარჩიოს ჰამაკი, რომ არასასურველი შედეგისგან დაზღვეული იყოს. როგორ ავარჩიოთ ჰამაკი? შეგვიძლია თუ არა მისი თავად გაკეთება? რა წესები უნდა დავიცვათ, რომ დიდხანს გაგვიძლ­ოს?  
ჰამაკის ოსტატი კოტე გიგაშვილი 20 წელია, ამ საქმეს მისდევს:


- ჰამაკი სეზონურია, თუმცა წლიდან წლამდე მოთხოვნა არ მცირდება. ბოლო დროს მასალა გაგვიძვირდა - თურქეთიდან სპეციალური თოკი
შემოდის, რომელსაც დასაწნავად ვიყენებთ. სახელურებს კი საქართველოში ვყიდუ­ლობთ.
ერთი ჰამაკის დამზადება 17-18 ლარი ჯდება. გამყიდველები კიდევ­ 3-5 ლარს უმატებენ. საშუალოდ ჰამაკი­სთვის 85 მეტრი თოკია საჭირო.
მძიმეწონიანებისთვის სპეცშეკვეთით ორმაგი, სამმაგი თოკით ვქსოვთ ჰამაკს.

- როგორ დავამაგროთ ხეზე
ჰამაკი?

- ზოგი შეცდომას უშვებს, როცა ხეზე ტროსით კიდებს. ჰამაკი ირწევა, ტროსი ნელ-ნელა ცვდება და ერთ დღესაც გაწყდება. იყიდება მეტალის სახელური, რითაც ჰამაკს ხეზე მკვიდრად ამაგრებენ.

- მნიშვნელობა აქვს, რომელ ხეზე უნდა ჩამოვკიდოთ?
- მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მეტალის სახელურით დაამაგროთ. ამგვარად, ქანაობის დროს ტროსი არ გაიხეხება და შიგ მსხდომთაც ჩამოვარდნა არ ემუქრებათ.

- როგორ შევინახოთ ჰამაკი, დიდხანს რომ გაგვიძლოს?

- მთავარია, წვიმის დროს გარეთ არ დატოვოთ. როცა მზეზე შრება­, იჭიმება და ხარისხს კარგავს. საშუალოდ, 5 წელი მაინც ინახება. მთავარია, ეს წესები დაიცვათ.

- ჰამაკის მოქსოვა ნებისმიერს შეუძლია?
- რა თქმა უნდა, მთავარია მონდომება. ბოლო დროს ბევრმა მოინდომა ჰამაკის დამზადება. თუმცა, სულსწრაფობას იჩენენ­ და სათანადო წესით არ აკეთებენ. ქსოვის დასრულების შემდეგ, სანამ თოკებს თავს მოაწვავ, უნდა განასკვო, რომ არ დაიშა­ლოს. ზოგიერთი პირდაპირ მოწვავს და ფიქრობს, საქმე დაამთავრა. ასეთ ჰამაკში ადამიანი ჩაჯდომისთანავე ჩამოვარდება, რადგან ნაქსოვი ირღვევა.

- ბოლო დროს ნაჭრის ჰამაკიც გვხვდება. რა სხვაობაა­ მათ შორის?

- ამ ჰამაკებს გობელენით ამზადებენ. ისიც ჩვეულებრივი ჰამაკია, უბრალოდ, ნაქსოვზე ნაჭერია გადაკრული. თუმცა, რომბებს შორის იმხელა მანძილია, რომ ადამიანს ფეხი თავისუფლად ჩაუვარდება. თანაც, გობელენი ჰაერს არ ატარებს. მასში ბავშვიც შეწუხდება. წესით, სწორად მოქსოვილ ჰამაკში მუშტიც ვერ უნდა ჩაეტიოს, არათუ ფეხი. ამას კი ეკონომიის მიზნით აკეთებენ. თანაც, ჩვეულებრივ ჰამაკთან შედარებით უფრო ძვირი ღირს.

- ქართული ჰამაკის გარდა ბაზარზე უცხოურიც გვხვდება. მათზე რას გვეტყვით?

- ჩვენთან ჰოლანდიური ჰამაკები იყიდება. ძალიან მაღალი ხარისხისაა, საუკეთესო ტილოსგან დამზადებული, რკინის სახელური აქვს, მაგრამ ძვირი ღირს - 50-დან 200 ლარამდე. სეზონის განმავლობაში მხოლოდ 3-4 თუ გაიყიდება.

სალომე გოგოხია
ვალიდა
16 მაისი 2016 13:14
ნაჭრის ჰამაკის თავი, რომელშიც თოკია გამობმული ჩავწყვიტე, ხომ ვერ დამეხმარებით სად შეიძლება მათი შეკეთება, თითონ ნაჭერი სულ ახალია, სულ რაღაც 5-6 ჯერ მოვიხმარეთ.
იქნებ საკონტაქტო ნომერი მოგვწეროთ, რატა შევუთანხმდეთ შეკეტებაზე, თუ ასეთი არსებობს, ვცხოვრობ თბილისში.
ვალიდა
16 მაისი 2016 13:08
ნაჭრის ჰამაკის თავი, რომელშიც თოკია გამობმული ჩავწყვიტე, ხომ ვერ დამეხმარებით სად შეიძლება მათი შეკეთება, თითონ ნაჭერი სულ ახალია, სულ რაღაც 5-6 ჯერ მოვიხმარეთ.
იქნებ საკონტაქტო ნომერი მოგვწეროთ, რატა შევუთანხმდეთ შეკეტებაზე, თუ ასეთი არსებობს, ვცხოვრობ თბილისში.
ვალიდა
16 მაისი 2016 13:02
მაინტერესებს, სად შეიძლება კარგი, გამძლე, მოქსოვილი ჰამაკის ყიდვა?
ბაზრობაზე ნაყიდი ჰამაკები არაკომფორტულია, თოკები (ფერადი ), რომლებითაც ისინი არიან მოქსოვილი მოუხერხებელია, მასში ვერ ჩაჯდები, მასში ვარდები და თუ ვინმემ არ წამოგაყენა, ისე ვერ ადგები! შუა ადგილი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე გვერდები
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები