როგორ გავირუჯოთ სახლის პირობებში
06-07-2015
როგორ გავირუჯოთ  სახლის პირობებში
ზოგმა ზღვის სანაპიროს უკვე მიაშურა, თუმცა მათ, ვისაც ჯერ შვებულება არ აგიღიათ და კანის შეფერადებას ცდილ­ობთ, რამდენიმე მარტივ რჩევას­ გთავაზობთ:

ბუნებაში ბევრი პროდუქტია, რომელიც ლამაზი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ.
მაგალითად, სტაფილოს წვენი. სტაფილოში შემავალი ბეტა-კაროტინი კანს რუჯის ფერს ანიჭებს და ამასთან, მას სიმკვრივეს უნარჩუნებს. მზეზე გასვლამდე კარგი იქნება, თუ ერთ ჭიქა ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს დალევთ, რომელშიც ცოტაოდენი ნაღები იქნება დამატებული­ - ასე  სტაფილოში შემავალ ვიტამინებს ორგანიზმი უკეთესად შეითვისებს.

იგივე ეფექტი აქვს
ატამსა და გარგარს. მასშიც ბეტა­-კაროტინი, ფოსფორი და რკინა მრავლადაა. ეს ნივთიერებები გარუჯვის პროცესს აჩქარებს და ამასთან, ორგანიზმს მზის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. საკმარისია დღეში 200 გრამი ამ ხილის მიღება, რომ რუჯი ოქროსფერი გამოვიდეს.
გახსოვდეთ, სპირტიანი სასმელები, ყავა, კაკაო, მარინადები, შებოლილი ძეხვეული, ოხრახუში, შემწვარი­ კერძები, შოკოლადი მელანინის
გამოყოფას ამცირებს. მელანინი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ნივთიერებაა. ის რუჯის დონესაც განსაზღვრავს.

რუჯის მისაღებად მარტივი, ჯანსაღი და იაფი საშუალება არსებობს -  შავი ჩაი და წყალი. მის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ შავ ჩაის დაასხით 50 მლ მდუღარე წყალი. შემოდგით გაზზე და 2-3 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ, გადაწურეთ, გააგრილეთ და მიღებული ნაყენით სახე დილა-საღამოს დაიბანეთ.
ფერის გარდა, იგი სახეს კვებავს და ატენიანებს. დაიმახსოვრეთ, მისი შენახვა მაცივარში 2 დღეზე მეტხანს არ შეიძლება. ამიტომ ყოველ ჯერზე ახალ-ახალი უნდა მოადუღოთ.­ რამდენიმე დღეში სახეზე სასიამოვნო რუჯი დაგედებათ.

იმისათვის, რომ კანს ჯანმრთელი რუჯისფერი მიანიჭოთ, შემდეგი ნიღაბი გაიკეთეთ: 2-3 საშუალო ზომის სტაფილო წვრილად გახეხეთ და მასას ერთი კვერცხის გული შეურიეთ. დაიდეთ სახეზე თხელ ფენად და 20 წუთი გაიჩერეთ.
ნიღაბი თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიშორეთ.
თუ ამ ნიღაბს კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთებთ, კანს მსუბუქი რუჯისფერი და ჯანმრთელი იერი ექნება.

საცხი ან ლოსიონი ავტოგარუჯვის ეფექტით თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება, რომელთა ფასს მწარმოებლის მარკა განსაზღვრავს. მინიმალური ფასი 6 ლარია. შედეგი ზოგს რამდენიმე წუთში აქვს, მაგრამ რეგულარული გამოყენების 1,5-2 კვირის მანძილზე თვალში საცემი ნამზეური ჯდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით