"შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ, შვილის მოკვლას კი არ დაგანებებო"
13-07-2015
"შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ, შვილის მოკვლას კი არ დაგანებებო"
ნანა და ირაკლი კარგა ხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს. ოჯახის შექმნაზე არ ფიქ­რ­­ობდნენ. მეტიც, ნანა ამბობდა, თავისუფ­ლება ყველაფერს მირჩევნიაო, ამიტომ არც დედობის სურვილი აწუხებდა და ცდილობდა, ორსულობა აეცილებინა თავიდან. თუმცა, ამა­ს მაინც ვერ გაექცა. ირაკლისთვის არც უთქვამს, ისე გადაწყვიტა აბორტის გაკეთება, მხოლოდ მეგობარს, ქეთის უთხრა, რასაც აპირებდა. მან კი ვერ მოითმინა და ირაკლის შეატყობინა.

კაცმა სულზე მიუსწრო გინეკოლოგის კაბინეტში ნანას და გამოუცხადა, - შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ, შვილის მოკვლას კი არ
დაგანებებო. ნანა გაჯიქდა - შვილი არ მინდაო. მაშინ ირაკლიმ სთხოვა, ოღონდ ბავშვი გააჩინე და მისი აღზრდა არ დაგაბრკოლებსო. მოკლედ, ხელი მოაწერეს
და ერთად განაგრძეს ცხოვრება. ბავშვი ნაად­რევად, შვიდი თვის თავზე დაიბადა. ექიმები თითქმის ვერ იძლეოდნენ გადარჩენის შანსს. ირაკლი სამი კვირის განმავლობაში­ რეანიმაციაში იყო, პატარას დასჩერებოდა და ლოცულობდა, რომ გადარჩენილიყო. ამ დროს ნანა შინ გაეწერა და არც უფიქრია შვილის მონახულება.

ბიჭი გადარჩა. მამამ პატარას გურამი­ დაარქვა, სათაყვანებელი პაპის სახელი. მალე ნანამ ირაკლის პირობა შეახსენა, - მე მხოლოდ ბავშვი უნდა გამეჩინა, შენ ხომ სხვას არაფერს მთხოვდიო. ირაკლიმ კარი გამო­აღო და - მიბრძანდითო, მშვიდად მიუგო ნანას, რომელიც თურმე სულაც არ აპირებდა იოლად წასვლას და კაცს გამო­უცხადა, - თუ გინდა, რომ შვილს ყოვ­ელდღე ხედავდე, სანამ არ მომბეზრდება, შენი ცოლის სახელით უნდა ვისარგებლო და ამ ბინაში ვიცხოვროო. ირაკლი მზად იყო, გურამის ალქაჯი დედის ყველა პრეტენზია შეესრულებინა, ოღონდ კი ბავშვთან ყოფილიყო. პატარა ძირითადად, მამასთან იზრდებოდა. სანამ სამსახურში იყო, გურამს ბებიას უტოვებდა, საღამოს კი ბიჭს გვერდიდან არ იშორებდა. მასთან ერთად ატარებდა შვებულებებს მთაში და ზღვაზე, იწერდა ყველა სიახლეს, რომელიც გურამის ცხოვრებაში ხდებოდა. ბიჭს დედა არც კი ახსოვდა.­.. ანდა როგორ ემახსოვრებოდა, ქალი ხომ მთელ დღეებს გართობაში ატარებდა. შინ კი გვიან, ან საერთოდ არ მიდიოდა...

გავიდა დრო, გურამი გაიზარდა და გარდატეხის ასაკში დედასთან უფრო მეტხანს ყოფნა მოისურვა. უკვე გაზრდილი­ შვილით თავი მოჰქონდა ნანას. თან მორიგ­ მზაკვრობაზე ფიქრობდა. ერთ დღეს ირა­კლის შეხვედრა სთხოვა. ირაკლიმ იფიქრა,­ იქნებ განქორწინება სურსო, მაგრამ ნანამ­ ქმარს გამოუცხადა, თუ სახლს, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემს სახელზე არ გადააფორმებ­, გურამს ჩავაგონებ, რომ მოძალადე ხარ, რომ მისი კეთილდღეობისთვის ვითმენდი­ ამდენს, რათა უმამოდ არ ეგრძნო თავიო.

ირაკლი უარზე დადგა. გურამი ერთ წელიწადში ხდებოდა სრულწლოვანი და მამას სჯეროდა, რომ შვილი სრულწლოვანებამდეც სამართლიან არჩევანს გააკეთებდა. ნანას გამოუცხადა, რომ მასთან ოფიციალურად განქორწინებას აპირებდა...

ნანამ ქმარს ბრძოლა გამოუცხადა, გურამს მამამისზე ათასნაირ ბოროტ ზღაპარს უყვებოდა და თან უკვე ყოფილ ქმარს უჩივლა, ეს სახლი ერთად ცხოვრების დროს, ერთობლივი დანაზოგით შევიძინეთო. არადა, ირაკლიმ ბინა ნანასთან დაქორწინების შემდეგ გადაიფორმა საკუთარ სახელზე და ქალს რატომღაც არ უთხრა, რომ მარტოხელა მამიდამ დაუტოვა მემკვიდრეობით.

ნანას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია და შვილის გონების მოწამვლა განაგრძო. ყველაფერი გააკეთა ­ბავშვის მამის წინააღმდეგ ასამხედრებლად. გურამი ირაკლის ეჩხუბებოდა, დედას თურმე უსამართლოდ ჩაგრავდი, შენ რა კაცი ხარო. ირაკლიც იძულებული გახდა,­ საქმეში ნანას ძველი მეგობარი ქეთი ჩაერია, რომლის წყალობითაც ნანამ აბორტი ვერ გაიკეთა.

გურამს გაუჭირდა სიმართლის დაჯერება, მისი გადატანა. დედას ვერ პატიობდა ბოროტებას, საკუთარ თავს კი იმას, რომ უსამართლოდ აუმხედრდა მამას. თვითმკ­ვლელობაც სცადა...
ახლა ნანა ახალ გეგმებს აწყობს, როგორ დაუნგრიოს ცხოვრება მამა-შვილს. ბიჭმა სამუდამოდ უარი თქვა დედაზე. როცა დედა ყველაზე საშინელ დედინაცვალზე უარესია, ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავს და მინდა მას გავექცეო, - წერდა თურმე ბიჭი წერილში თვითმკვლელობის მცდელობის წინ...

სოფო გამრეკელი

mzevinari batumidan
15 დეკემბერი 2015 09:11
მიკვირს მატი ვისაც ზგაპარი გონია.ამ ზგაპარზე უარესებიც ხდება ცხოვრებასი. უბრალოდ მიხვდებიტ კაცები ოდესმე კარგის და გლახის გარცევასს/ მეეწვება.
zura
04 აგვისტო 2015 12:48
რა გაა$%&კეთ ზღაპარია ზღაპარიაო, ყველა სტატიაზე ერთიდაიგივე სად მოიგონეთო, გასაგებია რომ შეიძლება მოგონილია მაგრამ მერე რა? ისტორია ხომაა? თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მართლა არსებობდა ვიღაც გურამი თუ არა? რომ არსებობდეს მიხვალთ და ნახავთ თუ რა?
Nona
21 ივლისი 2015 22:54
Zgaprebia magram khdeba asetebic)))

რედაქტორის რჩევით