გათხოვების ოქროს წესები
10-08-2015
გათხოვების ოქროს წესები
ქალების უმეტესობა ყველა ღონეს მიმართავს, რომ საოცნებო მენდელსონის მარშის ხმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიგონოს. ზოგი ქალი 30 წლისა სამჯერაც ასწრებს გათხოვებას, ზოგს კი ერთთანაც არ უმართლებს. გთავაზობთ რამდენიმე წესს, თუ როგორ მივიყვანოთ მამაკაცი საკუთარი ფეხით საკურთხევლამდე.

დაე, მამაკაცმა "ინადიროს"

თუ გათხოვება გულით გინდათ, ისე მოიქეცით, რომ ეგონოთ, თითქოს არ გინდოდეთ. მამაკაცი ბუნებით მონადირეა. მას უყვარს ქალის გულის მონადირება და ამ რთული პროცესისგან დიდ სიამოვნებას იღებს. მიანიჭეთ თქვენს რჩეულს ეს სიამოვნება.
გავა დრო და მიხვდება, რომ თქვენთან ყოფნის ერთადერთი გზა დაქორწინებაა. მთავარია, არ გადააჭარბოთ, თორემ დაიჯერებს, რომ მართლა არ გინდათ გათხოვება და თქვენი გულის მოსაგებად ბრძოლას თავს დაანებებს. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლება.

აიძულეთ, იეჭვიანოს

გაავრცელეთ ხმა, თითქოს მავანი თქვენი გულის მოგებას დაჟინებით ცდილობს. თუ მართლაც გულში
ჩაუვარდით, აუცილებლად მოინდომებს, თქვენზე უფლება გააჩნდეს. ქორწინება კი ამისთვის ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ. მით უმეტეს, თუ თქვენი რჩეული ეჭვიანია.

უბრალოდ, უთხარით

აუხსენით თქვენს რჩეულს, რომ არ მოგწონთ არასტაბილური და არაოფიციალური ურთიერთობები. შეგიძლიათ უწყინრად იცრუოთ, რომ გარშემომყოფები ზურგს უკან თქვენზე ჭორაობენ, რომ თქვენი მშობლებიც უკმაყოფილონი არიან. ამის შემდეგ, წესით, მამაკაცმა, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, ხელი უნდა გთხოვოთ.
ვითომ უსუსური ხართ...

მამაკაცს მოსწონს საკუთარი თავის გმირად წარმოდგენა. თუ რამე გაფუჭდა: ონკანი, კომპიუტერი, წიგნების თარო, სთხოვეთ მას დახმარება და აუცილებლად შეაქეთ გაწეული სამსახურისთვის. ეს კიდევ ერთი მიზეზი იქნება, საღამო ფინჯან ჩაიზე ერთად გაატაროთ.

სწორად აირჩიეთ მამაკაცი

ნამდვილად გინდათ გათხოვება? მაშინ შეხვედრაც მხოლოდ იმ მამაკაცთან ღირს, რომელიც მზად არის ქორწინებისთვის. ისინი კი, ვისაც საერთოდ არ სწამს ოჯახისა და ქორწინების, უმჯობესია, თავიდან მოიშოროთ.
კარგად გაიაზრეთ, რა გსურთ

რატომ გინდათ გათხოვება? თქვენი ყველა მეგობარი გათხოვილია და თქვენ არა? იქნებ შვილები გინდათ, თუ გათხოვება წესია და ასეა საჭირო? კარგად გააცნობიერეთ, კონკრეტულად რა გინდათ პირადად თქვენ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების წესი და გეგმები საერთოდ არ შეესაბამებოდეს ოჯახურ ცხოვრებას.

აირჩიეთ - მიზნები თუ ოჯახი

თუ გსურთ სწავლა, წარმატებული კარიერა, ანდა მოგზაურობა, მაშინ, ცხადია, გათხოვება ხელს შეგიშლით. იქნებ თქვენთვის ჯერ არ დამდგარა ოჯახის შექმნის დრო? ასე რომ, გაერკვიეთ, რა გინდათ და შემდეგ იმოქმედეთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით