მეზობელი ქალი
10-08-2015
მეზობელი ქალი
"არ ვიცი, რა უნდა, რატომ მაგიჟებს. იქნებ უბრალოდ მოსწონს, კაცებს რომ ალენჩებს"

გახსოვთ ფრანსუა ტრიუფოს ფილმი­ "მეზობელი ქალი"? მშვენიერი ფანი არდ­ანის­ პერსონაჟი საბედისწერო ქალი უბედ­უ­რად ამთავრებს სიცოცხლეს და ასევე­ ტრაგედიად აქცევს მეზობელი კაცის ცხოვრებას... თურმე ასეთი საბედისწერო მეზო­ბლები“მხოლოდ ფილმებში არ არიან, ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ.

ირაკლი უცოლო გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ქალაქის გარეუბანში ბინა იყიდა, ისე მოაწყო, რომ შინ დაბრუნებულს თავი მყუდროდ ეგრძნო და მორიგი სამუშაო დღის წინ კარგად დაესვენა.
კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო... მას შემდეგ, რაც ახალი მეზობელი ქალი გამოჩნდა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
ირაკლი: - რა სურთ ქალებს? ამ კით­ხვამ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ჩამაგდო საგონებელში, როდესაც ვერ ვიგებდი, რას მერჩოდნენ გოგონები, რატომ მებუტებოდნენ ან მეჩხუბებოდნენ, როდესაც ვარწმუნებდი, რომ მათზე ლამაზი ქვეყნად არავინ
მეგულებოდა. ახლა მეზობელმა ქალმა ჩამაგდო საგონებელში. ვერაფერი გავუგე.

ჩემს უბანში საცხოვრებელი კორპუსები მიჯრით დგას და ძალიან თუ მოინდომებ, შესაძლოა მეზობელი კორპუსის ბინის აივ­ანზეც გადახვიდე. რვა თვის წინ, მეზობელ კორპუსში საცხოვრებლად ძალიან ლამაზი­ ქალი გადმოვიდა და დაიწყო ჩემი ტანჯვა.­ თუმცა, არა მხოლოდ ჩემი, მეზობლებს ოჯახები ენგრევათ. მოკლედ, მეზობელმა ქალმა აივნის მთელ სიგრძე-სიგანეზე ვიტრაჟები გააკეთა და მისი ბინა ფაქტობრივად ხელისგულზე მოჩანს.

შინ შიშველი დადის. დილაობით აივანზე მზეს ეფიცხება, მშვენიერ მკერდს ურცხვად ამზეურებს. ჩვენთან, სამეზობლოში, სულ ახალგაზრდები ცხოვრობენ, ზოგი მარტოა, ზოგსაც ცოლი ჰყავს. თავიდან ყველა ცდილობდა თვალი დაეხუჭა ამ ქალის საქციელზე, მაგრამ ცოლებს ამოუვიდათ ყელში. ერთი დახვდა თურმე და სთხოვა, გასაგებია, რომ შენს აივანზე რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ბიუსტჰალტერი მაინც ჩაიცვი, ნუ შეგვიშალე კაცებიო.

სანამ ეგ დამიმეზობლდებოდა, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვერთობოდი ან ვინმე გოგოს დავპატიჟებდი სადმე... ახლა თუ სამსახურში ვარ, მეზობლის ქალზე ვფიქრობ, დასრულდება სამუშაო საათები და შინ გამოვრბივარ, რომ ვნახო. რეალითი შოუ მაქვს ყოველ დილა-საღამოს. ზოგჯერ გვიან მოდის. მე კი ერთგული ძაღლივით ვზივარ და ველოდები, როდის აინთება სინათლე მასთან. ბოლო დროს ვეჭვიანობ - ხანდახან ვიღაც კაცთან ერთად ბრუნდება ხოლმე.

ხვდება, რა დღეშიც მაგდებს და არ მინდობს. ერთხელ გავბედე და დილით ჩავუსაფრდი. სახლიდან რომ გამოვიდა, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, მივედი და ვთხოვე, დღეს ავტომობილი შინ დატოვეთ, მე მოგემსახურებით-მეთქი. გმადლობთო, - ცივად მითხრა და ცამდე ასწია ცხვირი. არ ვიცი, რა უნდა, რატომ მაგიჟებს. იქნებ მე სულაც არ მაგიჟებს, უბრალოდ მოსწონს, კაცებს რომ ალენჩებს.

ერთხელ ინტერნეტზე პრობლემა შემექმნა, კომპანიიდან ოსტატები გამოვიძახე. ბიჭები აივანზე რომ გავიდნენ, მუშაობა დაავიწყდათ. მეც მათთან ერთად ვიდექი და მივჩერებოდით. ის ბიჭები ერთხელ მაგ ქალთანაც ყოფილან ბინაში ინტერნეტის პრობლემის მოსაგვარებლად. კარი რომ გააღო, მხოლოდ ბიკინი ეცვა, ვითომც არაფერი, ხელით გვანიშნა, საით წავსულიყავით. თვითონ რაღაც ნაჭერი შემოიკრა სხეულზე და ისე გვადევნებდა თვალსო. ერთი-ორჯერ გამოლაპარაკება დაუპირებიათ, მხოლოდ ინტერნეტკაბელთან დაკავშირებულ კითხვებზე გვპასუხობდა. დანარჩენებზე კი დუმდა და ისეთი თვალებით შემოგვხედავდა, ტანში გვცრიდაო... სახლში აღმოსავლური ორთაბრძოლებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ცივი იარაღი ჰქონია. როგორც ჩანს, თავდაცვაც კარგად ეხერხება.
ჯანდაბას მაგის თავი, მზად ვარ, ბინა გამოვიცვალო, თორემ ცხოვრება კოშმარად მექცა...

სოფო გამრეკელი
ზაზა
26 ივლისი 2017 14:06
და ეს ყველაფერი მართალი გგონით.თუმცა სახალისო საკითხავია
Vika
26 ივლისი 2017 02:10
Vaime ra debili xar da rogor mecodebit aseti suleli kacebiiiii
lilian
11 იანვარი 2016 11:56
Tavis aivanzea ras erchit vax. Mkurnalobs

რედაქტორის რჩევით