"რომ არ გამოჩენილიყო ის მეორე, ცოლის ღალატის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა"
28-09-2015
"რომ არ გამოჩენილიყო ის მეორე, ცოლის ღალატის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა"
გადავწყვიტე, ცოლს დავშორებოდი და ელენესთან ერთად მეცხოვრა. კინაღამ გაგიჟდა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არ მინდა ოჯახური ცხოვრება და რაც გაქვს, ის შეინარჩუნე, ასე მეც არ დამკარგოო... ელენეს რომ არ ვაწყენინო, ცოლს ვუფრთხილდები, მუდმივად თავში მიტრიალებს მისი შეგონება, რომ ოჯახი არ უნდა დავანგ­რიო. ვერ გავიგე, რა უნდა ამ ქალს? მტანჯავს და ეს სიამოვნებას ანიჭებს, თუ მართლაც კაცი მუდმივად არ სჭირდება გვერდით?!

- რა სურთ ქალებს? ამას ზუსტად ვერასოდეს გაიგებთ. ყოველ
შემთხვევაში, მე ვერ გავიგე და ხშირად სასოწარკვეთა მიპყრობს მათი შეუცნობელი ბუნების გამო, - ამბობს კაცი, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავს, მაგრამ თავდავიწყებით უყვარს სხვა ქალი და მასთან ერთად ისე ნიღბავს ამ ურთიერთობას, რომ დღემდე ეჭვიც არავის გასჩენია.

სანდრო: - მექალთანე არ ვარ. თანაც, ისეთ
ასაკში დავქორწინდი, ზუსტად რომ მქონდა გააზრებული ოჯახის მნიშვნელობა და ცოლის მიმართ ჩემი ვალდებ­­ულებები. მეტიც, მიყვარდა ის ქალი, ვინც ცოლად შევირთე, მიზიდავდა და სხვა არავინ მინდოდა. ასე იყო დაახლოებით ექვსი­ წელი და რომ არ გამოჩენილიყო ის მეორე, ლალის ღალატის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა.

- იმ მეორესთან ურთიერთობისკენ რამ გიბიძგათ?

- არ ვიცი. ერთ საქმიან შეხვედრაზე გავიცანი. რამდენიმე პროექტზე ერთად მოგვიწია მუშაობამ. ერთი-ორჯერ მასთან მისვლაც დამჭირდა, რომ რაღაც პროექტები დაგვესრულებინა. ოფიციალური შეხვედრებისას მკაცრი, უკარება, საქმიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შინ კი სულ სხვა ადამიანი დამხვდა: თბილი, ნაზი, ქალური. ძალიან დამაბნია­ მისმა­ გარდასახვამ. მიხვდა. უცნაური ადამიანია - თითქოს შიგნით გხედავს, შენს გულის­ნადებს კითხულობს... ისეთი საინტერესოა, ძნელია მასთან სიახლოვის სურვილი არ გაუჩნდეს კაცს. მასთან შეგიძლია იმსჯელო­ ყველა თემაზე, გააანალიზო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ამავე დროს, იყოს ისეთი ალერსიანი, რომ თავი დაგავიწყოს. მოკლედ, ქალი კი არა, საოცრებაა. თან ძალიან თავისუფალი და ლაღია, არც შენ გზღუდავს.

- თქვენი ცოლი არ არის ლაღი?
- ლალი შესანიშნავი ადამიანია. განათლებული და ძალიან გონიერი, მაგრამ ელენე სხვა სიმაღლეზე დგას. თან ძალიან ბევრი რამ ვერ ამოვხსენი მის ხასიათში, ქცევაში და ამიტომაც ყოველდღე მიმძაფრდება ინტერესი. მას არ სურს ოჯახის შექმნა. მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ფარული ურთიერთობა და მეტი არ სურს. წარმოგიდგენიათ? ქალი, რომელსაც ვუყვარვარ, მეუბნება, ცოლს გაუფრთხილდი, მას არ უნდა უღალატოო და ამ დროს თვითონ ჩემს მკლავებს ვერ სწყდება.

ერთხელ ხანგრძლივი მივლინებით მომიწია უცხოეთში წასვლამ. მენატრებოდა ელენე, უზომოდ მენატრებოდა, მასთან ვრეკავდი­ ყოველდღე, ზოგჯერ - დღეში ორ-სამჯერაც კი, ოჯახში კი მხოლოდ მოვალეობის გამო ვკითხულობდი როგორ იყვნენ, რამე ხომ არ უჭირდათ. ჩემი ფიქრები სულ ელენეს დასტრიალებდა. იცის, ასე რომ მიყვარს, მაგრამ მაინც მუდმივად მაფრთხილებს, ცოლს გული არ ატკინოო.

- არ გიცდიათ, დაშორებოდით მას და ეს ორმაგი თამაში დაგემთავრებინათ?
- როგორ უნდა სცადო, დაშორდე იმას, ვინც შენთვის ძალიან ძვირფასია და ასე გჭირდება? საერთოდ, კაცებს ქალებთან ჯერ ვნება აკავშირებთ და მხოლოდ მერე შეიძლება დაინტერესდნენ მისი ჭკუა-გონებით, ელენემ კი სწორედ ჭკუით და საოცარი გამჭრიახობით მიმიზიდა და მერე გაჩნდა ჩვენ შორის ვნება. კარგა ხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, ცოლს დავშორებოდი და ელენესთან ერთად მეცხოვრა. კინაღამ გაგიჟდა. ალბათ, ცოლს აწყენინე, გული მოუკალი, ცუდად მოექეციო. ასეთი არაფერი ჩამიდენია, ჯერ მხოლოდ შენ გიმხელ აზრს, შენთან ერთად ცხოვრება მინდა-მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არ მინდა ოჯახური ცხოვრება და რაც გაქვს, ის შეინარჩუნე, ასე მეც არ დამკარგოო.

- ცოლი ვერ ხვდება, რომ თქვენ შორის­ ვიღაც დგას?
- ალბათ, ვერა, თორემ ხომ შეეტყობ­ოდა? ან როგორ უნდა მიხვდეს? ელენეს რომ არ ვაწყენინო, ცოლს ვუფრთხილდები, მუდმივად თავში მიტრიალებს მისი შეგონება, რომ ოჯახი არ უნდა დავანგ­რიო. ვერ გავიგე, რა უნდა ამ ქალს, რატომ არის ასეთი. მტანჯავს და ეს სიამოვნებას ანიჭებს,­ თუ მართლაც კაცი მუდმივად არ სჭირდება გვერდით?!

- ხომ შეიძლება, ცოლმა გაიგოს, არ გაპატიოთ, გაგშორდეთ და ელენემაც არ ისურვოს თქვენთან ერთად ცხოვრება? არ გეშინიათ?
- მაგაზე ბევრს ვფიქრობ და რომ მეშინია, იმიტომაც ვუფრთხილდები ცოლს. ელენე არ თამაშობს. მას მართლა არ შეუძლია, მუდმივად იყოს ჩემ გვერდით, მაგრამ ვერ გავიგე, რატომ.

სოფო გამრეკელი
ანა
24 დეკემბერი 2016 13:06
აი მასეთმა ელენებმა უნდა გიტიროთ ყოფა თქვენნაირ კაცებს, უნდა დაიტანჯო კი არა მეტი უნდა მოგივიდეს
nato
24 დეკემბერი 2016 12:08
ასეტი კალების რიცხვი დზალიან გაიოზარდა,ვისაც კაცი მასჰინ უნდა,როცა ტვიტონ უნდა,ცინდების რეცხვა და სხვა მომსახურება,მიუხედავად იმისა,რომ ცინდებს და კველაპჰერს მანკანა რეცხავს,არ უნდა,არც მისი სიმტვრალის ატანა უცევტ,არც მოვლა,როცა კაცები ავად ხდებიან,არც მატი სჰენისჰვნების ატანა სხვადასხვა ტემაზე,სჰეიდზლება მატი გაგებაც,იმის გადატანას ცოლისაგან [სჰეიდზლება მიუვარდეს სახლსჰი ან სამსახურსჰი] და მტელი საზოგადოებისაგან,რაც მოკვება ამ ურტიერტობის გამჯგავნებას,ასე ჯობია ალბატ როგორც ეს კალი იკცევა
ნენე
13 დეკემბერი 2016 14:56
კაცი უნდა მაგრამ მარტო ლოგინში. ნასკების რეცხვა+საჭმელების კეთება და ათასი "მომსახურება" კიდე ნამდვილად არ უღირს. ურთიერთობები ზედმეტი ვალდებულებების გარეშე ურჩევნია

რედაქტორის რჩევით