გაშვილებული ტყუპისცალის შურისძიება
12-10-2015
გაშვილებული ტყუპისცალის შურისძიება
"ტუჩებში გკოცნი ნაზად", - ამოიკითხა ქმრის ტელეფონში ნინომ. გაუკვირდა, მერე იფიქრა, ალბათ ადრესატი­ შეეშალა ვიღაცასო.

ეჭვმა მაინც სძლია და სხვა შეტყობინებებს­ გადახედა. ძირითადად ავტონაწილებზე ეკითხებოდნენ კლიენტები. დამშვიდებულმა მთვრალ ქმარს სასთუმალთან დაუდო ტელეფონი...

დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა დედას ჰკითხა, დღეს მამიკოსთან ერთად სად მიდიოდიო. ნინომ - შინიდან ფეხი არ გამიდგამსო. ბიჭმა მხრები აიჩეჩა, - აბა, ის ქალი ვინ იყო, სავაჭრო ცენტრთან მამიკოსთან ერთად რომ ჩაჯდა­ მანქანაშიო. საღამოს შინდაბრუნებულ მამასაც ჰკითხა.
ნინოს მოეჩვენა, რომ ლევანმა დაბნეულად მიუგო - ყოფილი თანამშრომელი შემხვდაო და დასაძინებლად წავიდა.

ნინოს გულმა რეჩხი უყო. მერე ოთახის კარი შეაღო, მოღიმარი ლევანი ტელეფონზე რაღაცას წერდა. ცოლის დანახვაზე­ შეცბა... იმ ღამეს ნინოს არ სძინებია. ფიქრ­ობდა, როგორ დაედგინა, ვინ ართმევდა ქმარს. არადა, ის ნომერიც არ დაუმახსოვრებია,
რომ დაედგინა, ვისთან ჰქონდა საქმე.

ამასობაში მათი მეგობრის დაბა­დების დღე დადგა. ცოლ-ქმარმა კარგად­ მოილხინა... მთვრალი ლევანი საწოლში ჩააწ­ვინა თუ არა, ნინომ მისი ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი მოძებნა.­ აკანკალებულმა მისწერა: "ახლა მოვედი­ შინ. კარგი დრო გავატარე, მაგრამ გულით შენთან ვიყავი". მალევე მოუვიდა პასუხი: "მეც მენატრები,­ ჩემო ვეფხვოო".

ნინოს თითქოს გულში დანა ჩაარტყეს, მაგრამ ძალა მოიკრიბა და კვლავ მისწერა,­ - შევხვდეთო და იმ ბარში დაუნიშნა­ შეხვ­ედრა, სადაც ლევანი ხშირად ეპატიჟებოდა­ ცოლს. "ეგ ხომ შენი და შენი ცოლის შეხვედრის ადგილია?" - მიიღო პასუხი. ნინომ უფრო საშინელი ტკივილი იგრძნო, მაგრამ არ შეეპუა: "მერე რა, გამოდი, მე უკვე მანქანაში ვჯდები".…
ბარის ახლოს გააჩერა ქმრის ავტომობ­ილი­ და იმ ვიღაცას დაელოდა. სახტად დარჩა, როდესაც კარი გაიღო და სავარძელზე მისი ორეული მოკალათდა. არც ის ჩავარდნილა უკეთეს დღეში. გაფართოებული თვალებით მიაჩერდა საჭესთან ლევანის ნაცვლად მჯდომ ქალს, თუმცა, იმიტომ არა, რომ მისი საოცარი მსგავსება გაუკვირდა.

...ნინო ქმარს გასცილდა. ვერ აპატია ლევანს, რომ უღალატა, თანაც საკუთარ დასთან, ტყუპისცალთან.
...დიდი ხნის წინ, როდესაც გოგონები დაიბადნენ, მშობლებს უთხრეს, ერთი ბავ­შვი დაიღუპაო, სინამდვილეში კი გააშვილეს... ტყუპისცალებს მშობლებმა და მშვილებლებმა ნინო დაარქვეს.

გაშვილებულ ნინოს სტუდენტობისას ვიღაცამ უთხრა, ძალიან ჰგავხარ ჩემი მეგობრის მეგობარს, რომელსაც შენსავით ნინო ჰქვიაო. გოგონა დაინტერესდა, ის ვიღაც ნინო მოძებნა, შორიდან შეათვალიერა და დაეჭვებულმა მშობლებს ჰკითხა, - მითხარით, თქვენთან როგორ მოვხ­ვდიო. იმათაც­ მოატყუეს, დედ-მამამ გაგყიდა, რადგან შენი ტყუპისცალი ძალიან ავად იყო და მის გადასარჩენად სჭირდებოდათ ფულიო. დაიბოღმა გოგონა და, გადაწყვიტა, შური ეძია ნამდვილ მშობლებსა და დაზე, შეეცადა, მისთვის ოჯახი დაენგრია...
ლევანი ჯერ გააოგნა ცოლის ასლის გაცნობამ, მერე ერთობოდა, მაგრამ ბოლოს სერიოზულად შეტოპა და თავი ვეღარ დააღწია მზაკვარ ქალს, რომელიც მხოლოდ გარეგნობით ჰგავდა მის სათნო ცოლს.

...ნინო დაბნეული უყურებდა თავის ორეულს და ვერაფერი გაეგო. მთელი ღამე ლაპარაკში გაატარეს. გაშვილებული ტყუპისცალი ხან ტიროდა, ხან ისტერიკულად ხარხარებდა და ჰყვებოდა, როგორ იტანჯებოდა ამდენ ხანს.
- რატომ არ მოხვედი ჩვენთან, რატომ არ გვკითხე, ნამდვილად გაგაშვილეს თუ არა? - ჰკითხა ნინომ და ნამდვილ მშობლებთან გაყოლა სთხოვა.

გაბოროტებულმა ქალმა მალე გაიგო სიმართლე, მაგრამ წამითაც არ უცდია, ბოდიში მოეხადა დისთვის, რომელსაც ოჯახს უნგრევდა. არც ლევანს ემჩნეოდა სინდისის ქენჯნა. ამიტომაც მოსთხოვა ნინომ განქ­ორწინება ქმარს და დღემდე არც მისი სახელის ხსენება უნდა. ცდილობს, იმაზეც არ იფიქროს, რომ სადღაც, ახლოს დადის მისი ტყუპისცალი და, სისხლი და ხორცი, რომელმაც სრულიად უსამართლოდ გადაწყვიტა მისი დასჯა.

სოფო გამრეკელი
08 დეკემბერი 2016 01:44
Chiri iqine,Lxini aqine...
ნოდარი
22 ივნისი 2016 10:41
მარტივი ტვინის მარტივი ნააზრევი.
ნოა
02 ნოემბერი 2015 13:05
ხალხო რატომ წერთ ესეთ უაზრობებს, ინდური ფილმი და მოგონებებიი, რატომ არ შეიძლება რომ ნამდვილი იყოს, მე მყავს მეგობარი რომელსაც ქმარი დიშვილმა წაართვა, ხო და მეორე მეგობრის ტყუპმა შვილებმა, ერთმა ძმამ მეორეს ცოლი დააწერა, ასე რომ წაიკითხეეთ? შეირგეთ, ესეტი უაზრო კომენტარების წერას სულ ნუ დაწერთ ნურაფერს ჯობია..

რედაქტორის რჩევით