ქალმა გაიწია და...
09-11-2015
ქალმა გაიწია და...
გასულ კვირას, ერთსა და იმავე დღეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ორი, არსით მსგავსი ინფორმაცია. ერთ-ერთმა "იუზერმა" სოციალური ქსელის თავის გვერდზე გაავრცელა ფოტო წარწერით: "შურისძიების ქალური მეთოდი ვორონცოვზე - ქალმა რო გაბრაზება იცის, მტრისას!"


ფოტოზე ჩანს მსუბუქი ავტომობილი, რომლის მინას დიდი ასოებით აწერია: "შვილების მოღალატე, უნამუსო". ფოტოს ქვეშ სხვა "იუზერები" კომენტარებში განიხილავენ, რომ ტექსტის და იდეის ავტორიც ქმრისგან გამწარებული ქალია, რომელმაც ქმარს ორგულობა ვერ აპატია. ზოგი საქციელს უწონებს "პროტესტანტს", ზოგიც კიცხავს, -
რა უთავმოყვარეობაა, რატომ დასდევს ასეთ ქმარსო. ზოგიც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ალიმენტს აღარ უხდის ოჯახიდან წასული მამა შვილებს და დედამაც ამიტომ დაკარგა წონასწორობაო. ასეა თუ ისე, ფაქტია, გასული კვირა თბილისში ნაღალატევი ცოლების კვირა იყო და რატომღაც ყველამ ერთდროულად მოინდომა ყოფილ ქმართან ან მათ საყვარლებთან ანგარიშის გასწორება.

ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა თავის "ფეისბუკის" გვერდზე იმავე დღეს წერდა: "ჩემს სადარბაზოსთან ქალი მოვიდა რუპორით, სახელითა და გვარით მიმართავდა რომელიღაცა მეზობელ ქალს და ყვიროდა, - ოჯახის დამანგრეველო, უნამუსო ქალო, ქმრების ქურდოო... საშინელი მოსასმენი იყო, დავიზაფრე. ფანჯრიდან გადავძახე, - ახლავე შეწყვიტეთ და წადით აქედან-მეთქი. რა ვიცი, შეიძლება იფიქრეს მეზობლებმა, რომ მე შემომკიოდა, მაგრამ უცებ მაგრად გავჭედე."

რამდენიმე დღის წინ, ყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრები ჩემი მეგობრის ოჯახი მამაკაცის განწირულმა ღრიალმა შეძრა.

ნინო შეყრილაძე: - მეგობართან ვიყავი სტუმრად, ყიფშიძის ქუჩაზე. დილით, საშინელი ხმა რომ გაისმა, აივანზე გავვარდით. ჩემი მეგობრის მეზობელი, 45 წლამდე მამაკაცი, ქუჩაში ბღაოდა, უშვერად იგინებოდა და მოკვლით ემუქრებოდა ვიღაცას. მეგობარმა მითხრა, - ცოლ-ქმარი თითქმის წელიწადია, დაშორდა ერთმანეთს. შვილები ქალმა წაიყვანა, მაგრამ სახლი არ აქვს და მეზობლად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენო.
განქორწინების შემდეგ ქალი ყოფილ ქმარს სთხოვდა, თუ ბინას არ გვიყიდი, მაშინ ეგ სახლი დაგვითმე, სადაც ბავშვები დაიბადნენ და გაიზარდნენ და წადიო. კაცი თურმე უარზეა. როცა ყოფილი ქმარი შინ არ იყო, ქალმა მოახერხა სახლში შეღწევა, რაც ხელთ მოხვდა, დალეწა და დაჭრა. ყველას ეგონა, კაცი ქალს დააჭერინებდა, მაგრამ მან ბინა თავიდან გაარემონტა, ახალი ავეჯიც იყიდა და კარის საკეტიც შეცვალა.
ამჯერად ქალს მჟავით დაუ­წვავს­ ავტომობილის გარე ფასადი, თუნუქის კორპუსი სულ დახვრეტილი იყო.

თურმე კაცმა არც ამჯერად იხმო პოლიცია. ამიტომაც მეზობლები ვარაუდობენ, ალბათ ახლა მას დაესხმება თავს გამწარებული ქალი და მერე ვეღარაფერი უშველისო. არადა, ამბობენ, ის ქალი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანს და რახან სასამართლომ ალიმენტის მეტი არაფერი არგუნა, ყოფილი ქმარი კი არც კითხულობს, როგორ იხდის მისი შვილების დედა ბინის ქირას და რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები, ასეთ შურისძიებას იმიტომაც მიმართავსო.

ძნელი სათქმელია, ხვალ რა ემუქრება ვაკელ, ვორონცოველ, თუ სხვა უბნელ მოღალატე ქმრებს, თუმცა, უკვე გაცხადებული შურისძიების მეთოდების ქრონიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარგი ნამდვილად არაფერი ელით და სულ ცოტა, პირადი დაცვით სიარული თუ იხსნით ცოლებისგან, რომელთაც უკვე ისე გაუწევიათ, რომ ცხრა უღელი ხარ-კამეჩიც უძლური იქნება მათ დასაკავებლად.

სოფო გამრეკელი
თამარის
11 ივლისი 2018 22:42
ნორმალურმა ქალმა შვილებზე უარი როგორ უნდა თქვას, ქმარს რომ დაუტოვოს მაშინ ხომ სამუდამოდ დაკარგავს, შვილი იმისია ვინც ზრდის, და თუ ქმარი გაზრდის ბავშვებიც იმისი იქნება და რომ გაიზრდებიან დედას სულ წამოაძახებენ რომ არ არიან მისი გაზრდილები და არც სიბერეში მიხედავენ, იმიტომაა თავშესაფრები გამოვსილი მასეთი მოხუცებით რა რჩევას იძლევით ცოტას მაინც უნდა დაუფიქრდეთ
tata
24 დეკემბერი 2016 17:46
es yvelaperi kanonis ararsebobis gamo xdeba, dges qali yvelanairi gagebit daucvelia, mamakacs kide ojaxis sheqmna czovelyri jinis dakmayopileba gonia.dges mamakacs ro qondes gaazrebuli ro ojaxs qmnis da eqmneba valdebuleba ara marto ojadis winashe aramed kanonis winashec asjer dapiqrdeboda da mere gadadgavda am nabijs. dges realoba aseti mounda qalindaqorwinda dayara shvilebi sruli am pormit mere mobezrda da miuyara dedas da arc kitxukobs shvilebis mdgomareobas ras chamen da riti suldgmuloben. tviton xo kargad iqneba vigac qaltan. samwuxsrod dges kacebi kiara kacunebi gvyavs da ertaderti kanonibtu tu gaandzrevinebs tvins tore chvenisashveli aratis
Idumali
24 დეკემბერი 2016 01:57
Rodesac ojaxi ingreva umeteswilad aviwydebat "vitom kacebs"sakutari sisxli da xorci,es mxolod sxvebisgan gadmocemit ara sakutari gamocdilebidan vwer.

რედაქტორის რჩევით