"როგორ მეთქვა ქმრისთვის, - დედაშენი ქმარს ღალატობს-მეთქი"
"როგორ მეთქვა ქმრისთვის, - დედაშენი ქმარს ღალატობს-მეთქი"
ქეთი მკითხველს რჩევას სთხოვს. ამბობს, დედამთილი ქმრის ღალატში გამოვიჭირე, საყვარელი ჰყავსო.

თურმე ქმარს და მამამთილს საიდუმლოს არ უმხელს, სინდისი ქენჯნის და ეშინია: თუ ქმარმა ან მამამთილმა გამიგეს, კარგი დღე არ დამადგებაო.

ქეთი: - როცა დედამთილი ფაქტზე გამოვიჭირე, არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მეთქვა ქმრისთვის, - დედაშენი ქმარს ღალატობს-მეთქი. ჩემი მამამთილი მივლინებაში იყო, დედამთილი კი მარტო იყო შინ. დილით ბავშვები სკოლაში დავტოვე და დედამთილთან წავედი. კარი შეღებული იყო - ასე იცის,
თუ ორი წამით გადის სახლიდან ნაგვის გადასაყრელად. სამზარეულოში შევედი და დედამთილიც შემოვიდა. დაიბნა, რომ დამინახა. ამასობაში საძინებლიდან მამაკაცმა დაუძახა, - ეკა, ყავა მომიდუღეო. მერე კარი გაიღო და უცხო ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა... გონს რომ მოვედი, გაქცევა დავაპირე. ჩემი დედამთილი წინ გადამიდგა, მაჯაზე ხელი მომიჭირა და ამოილუღლუღა,
- არ დამღუპო, ჩემს შვილს არაფერი უთხრაო.

- აპირებდით ქმრისთვის თქმას?

- იმწუთას კი, მაგრამ რომ დავმშ­ვიდდი, გადავიფიქრე. თუ ვიტყოდი, დედა­მთილი ატეხდა ერთ ამბავს, - ბოდავს, მმტრობსო და მერე რა გამოვიდოდა? რას ვიფიქრებდი, ასეთი თავზე ხელაღ­ებული თუ იყო, არადა, ქმარი არაფერს აკლებს.

- რამდენი ხანია, ეს საიდუმლო იცით?
- 6 თვეა. მერეც ვნახე საყვარელთან ერთად. ჩავუსაფრდი... რამდენჯერაც მამამთილი მივლინებაში წავიდა, იმდენჯერ დედამთილს ვამოწმებდი. საყვარელი შინ აღარ მიჰყავს, სხვაგან ხვდება. ახლა ის ბინაც ვიცი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან. შემიძლია ჩემს ქმარს ვუთხრა, რომ იმ ბინა­სთან დაუდარაჯდეს და ნახავს, დედამისი რასაც სჩადის, მაგრამ ვფიქრობ, მერე რა მოჰყვება ამ ამბავს. ეს ხომ ჩემი ქმრის თავმოყვარეობაზე იმოქმედებს, ჩემი საწყალი მამამთილიც მეცოდება, გული გაუსკდება. მეც სინდისი მქენჯნის.

- ამ ხნის განმავლობაში დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩემი ქმრის და მამამთილის თანდასწრებით მასთან შეხვედრას ვერიდები. ისეთი ურცხვია, თავი ისე უჭირავს, თით­ქოს არაფერი ხდება. ერთხელ ვუთხარი, შენს შვილს რომ ვუღალატო, მოგეწონება-მეთქი? ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი, თორემ შედეგებზე პასუხისმგებელი შენ იქნებიო, მომიგო და გაცეცხლებულმა თითი სულ ცხვირწინ მიტრიალა.

- რატომ არ ამხელ მის საიდუმლოს?
- სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია, ჩემმა ნათქვამმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი ოჯახი, თანაც ჩემი დედამთილი განსაკუთრებულად მექცევა, საჩუქრებით მანებივრებს, მაგრამ მე სინდისი მაწუხებს. არ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (102)
ნაკო
15 სექტემბერი 2019 13:31
სჯობს საკუთარ ცხოვრებას მიხედო... არ ღირს ცხვირის ჩაყოფა, არ იქნები მართალი..და თანაც მაგ ასაკში შენ რას იზავ არც ეგ იცი
მანანა
15 სექტემბერი 2019 10:45
არ ვიცი, არ დამინახია.
თამარი
15 სექტემბერი 2019 07:12
მე კი მგონია შენმა მამამთილმა ამის შესახებ ძალიან კარგად იცის . უბრალოდ მორიგებულები არიან რომ ასე მოიქცნენ. კაცს ეტყობა პორენციულობაში აღარ უმართლებს და მოთხოვნილებას ასე უკმაყოფილებს ცოლს.
ასე რომ “ზოგჯერ თქმა სჯობდა არა თქმასა ,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” .

არაფერი არ გ ინახავს , არ გაგიგია და არ იცი.
...
13 სექტემბერი 2019 23:51
რომ თქვა უარესი იქნება. მაგრამ ისიც საშინელებაა რაც ხდება. უკეთესი იქნება განერიდო რადგან არასოდეს არ თქვა არასოდეს არ იცი ხვალ რა მოხდება...
მადონა
12 სექტემბერი 2019 15:48
ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს ისე კარგი ცხოვრებიდან არავინ გარბის ან შუახნის კრიზისია დაანებეთ თავი ხომ გაგიგიათ ხმალი ხალთაში არ დაიმალება
...
12 სექტემბერი 2019 13:05
ramdeni dedamtili vici rdzals faqtze rom wauswro da saidumlo tan waigo. ojaxis dangrevas moerida.shen es ambavi daiviwye nu awewav ojaxs.shen iyavi spetaki da ugalato.
Natia
12 სექტემბერი 2019 12:03
Dumili sjobs.tavad mixvdeba rom shecdomas ushvebs da tavad gaerkveva situaciashi.misi cxovrebaa da rogorc unda ise warmartavs.
თიკო
12 სექტემბერი 2019 01:19
Sxvis cxovrebashi tu ar chaerevi kargs izav. Mere ra rom dedamtilia...
კატო
11 სექტემბერი 2019 22:25
ვითომ სიზმარში ნახე...ხოდა ისევ დედამთილს მოუყევი ეს სიზმარი.დუმილი დიდი ნიჭია.
...
11 სექტემბერი 2019 22:17
შენხარ რძალი და შენი თქმით შეიძლება ოჯახში დიდი პრობლემა მოყვეს ამიტომ დუმილს გირჩევ

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?