სიკვდილის წინ გამხელილი საიდუმლო
07-12-2015
სიკვდილის წინ გამხელილი საიდუმლო
არასოდეს დამავიწყდება ბიძაჩემის ნატვრა: – ნეტავ შემეძლოს უკან დაბრუნება, იმ პაემანზე მისვლა. არც დავიმალებოდი, არც გავიქცეოდი, ვეტყოდი, რომ მე ერთი მშიშარა კაცი ვარ, რომელიც მის გვერდით ცხოვრებას არ იმსახურებდა....

ამბავი, რომელიც ბევრ ადამიანს დააფიქრებს, ბიძაჩემის ტრაგედიის მიზეზი გახდა,­ – მითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. თუმცა, აღნიშნა, რომ გამოქვეყნების შემდეგ, ვინც ეს ამბავი იცოდა, მიხვდება, ვინ ვარ და ვის შესახებ მოგითხრობთო.

– ეს ამბავი რუსეთში მოხდა.­ ჯერ კიდევ
საბჭოთა კავშირის დროს. ბიძაჩემი რუსეთის ერთ ქალაქში, მაღაროში მუშაობდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიამბო: – ერთხელ მაღაროს შესასვლელში, შემინულ ოთახში ძალიან ლამაზი გოგო დავინახე. მისაღებში დაენიშნათ, ახალი თანამშრომელი იყო. გაოგნებული ვუყურებდი. ყოველ დილით მის სანახ­ავად გავრბოდი სამსახურში და ღამეებს მასზე ფიქრში ვატა­რებდი. ვცდილობდი, რამე ისეთი
მომეფიქრებინა, გაცნობაზე უარს რომ ვერ მეტყ­ოდა. თან მიკვირდა, თითქოს მხოლოდ მე ვიყავი იმ გოგოთი დატყვევებული, სხვები არც აკვირდებოდნენ. ერთ დღესაც ვიფ­იქრე, ჯანდაბას, ვეტყვი, რომ მომწონს და მინდა შემხვდეს-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მივეჭერი და ვუთ­ხარი, რა აზრი აქვს მიკი­ბულ-მოკიბულ ლაპარაკს, ძალიან მინდა თქვენი გაცნობა და იქნებ შევხვდეთ-მეთქი. კინაღამ მუხლები­ მომეკვეთა, მშვიდად რომ გამიღიმა და დამთანხმდა. მოკლედ, ის ღამე თეთრად გავათენე, მეორე ღამეც, მესამე დღეს უნდა შევხვედროდით. გავვარდი, ვიყიდე საუკეთესო ტანსაცმელი, ულამაზესი ყვავილების თაიგული და ისე ჩავუსაფრდი, რომ იოლად დამენახა პაემნის ადგ­ილისკენ მიმავალი. როგორც იქნა, გამოჩნდა, ჯერ მისი მზესავით სახე დავინახე, მერე კი კინაღამ მუხლები მომეკვეთა... გოგოს ცალი ფეხი არ ჰქონდა და ყავარჯნებზე დაყრდნობილი მოდიოდა. ყვავილები იქვე, ხის გრძელ სკამზე დავყარე და გავიქეცი. მერე ისევ მოვბრუნდი და სამალავიდან თვალი გავაპარე. იმ ხის სკამზე იჯდა, ყვავილებს თითებით­ სრესდა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. ჩემი თავი მძულდა.­ არ მეყო ვაჟკაცობა, მისი სატკივარი გამეზიარებინა და სრულყოფილ ქალად აღმექვა..."

იმ გოგომ სამსახური მიატოვა, რომ აღარასოდეს შემხვედროდა, მაგრამ მოგვიანებით ისევ შეგვახვედრა ბედმა – მოსკოვში, აეროპორტში. კაცთან და პატარა ბიჭთან ერთად იყო, ისევ ყავარჯნებით, ისევ უსაშველოდ ლამაზი. მისმა ქმარმა შეძლო ის საოცარი გოგო მთელი გულით შეეყვარებინა... მხოლოდ წამიერად შევხედეთ ერთმანეთს. იმ გამოხედვაში მთელი ცხოვრება იკითხებოდა, თითქოს დამცინოდა...
მთელი ცხოვრება ვითმენდი ამ ტკივ­ილს. ცოლის შერთვაც ვერ შევძელი. საშინელი სინდისის ქენჯნა მკლავდა და ამიტომაც გადავწყვიტე თავი დამესაჯა, უარი ვთქვი ცოლის შერთვაზე, – გამიმხილა ბიძაჩემმა ცხოვრების საიდუმლო და თითქოს სიკვდილის წინ აღსარება ჩამაბარა... ამ ამბის გამხელიდან რამდენიმე საათში­ გარდაიცვალა, მოულოდნელად, ინსულტით.

არასოდეს დამავიწყდება ბიძაჩემის ნატვრა:
– ნეტავ შემეძლოს უკან დაბრუნება, იმ პაემანზე მისვლა. არც დავიმალებოდი, არც გავიქცეოდი, ვეტყოდი, რომ მე ერთი მშიშარა კაცი ვარ, რომელიც მის გვერდით ცხოვრებას არ იმსახურებდაო. ბიძაჩემის სიკვდილიდან მალევე, ჩემი მეგობრის შეყვარებული ავარიაში მოყვა. იმასაც ფეხი მოაჭრეს... ჩემი მეგობარი ძალიან დანაღვლიანებული რომ დადიოდა, ბიძაჩემის ამბავი მოვუყევი. დიდხანს ტიროდა. მერე ადგა, საავადმყოფოში მივიდა და იმ დალეწილ და დასახიჩრებულ გოგოს ხელი სთხოვა. უკვე სამი წელია ერთად ბედნიერები არიან. იქნებ, სხვებსაც წაადგეს ბიძაჩემის ამბავი.

სოფო გამრეკელი
მარიამი
07 მარტი 2018 16:44
კაცებს თვალებით უყვართ ქალი, საკმარისია, რაიმე ნაკლი შენიშნონ, მაშინვე უცივდებათ გული და სხვისკენ იხედებიან.
lekso kutaisi
07 მარტი 2018 15:44
ერტო მეზობლის კალი მკავს უსაჰველოდ დაბალი და უსაჰველოდ მსუკანი პროპესორი კალია ლეკციებს კიტხულობს ერტმა კალმა უტხრა რა გაცონასცორებული კალიაო კმარმა ჰაილაპარაკა გაცონასცორებული იკნება სიგზე და სიგანე ერტი აკვსო
მანანა
03 აპრილი 2017 15:39
მეტკინა ძალიან . . .

რედაქტორის რჩევით