"პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად"
"პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად"
დუშეთში, სადაც პრეზიდენტის ოჯახი სახლობს, დედაქალაქისგან განსხვავებით, ცხოვრების სულ სხვა რიტმია.

ტყის პირი, სუფთა ჰაერი და საოცარი პეიზაჟები ისეთ მისტიკურ გარემოს ქმნიან, რომ დაძაბულ და გადატვირთულ ყოველდღიურობასაც სულ სხვა პრიზმაში განიხილავ... როცა ეზოში შვლის ნუკრი დარბის, ირგვლივ კი ულამაზესი ყვავილებია, სხვაგვარად ვერც იქნება. დუშეთის პატარა სახლის "დიდი დიასახლისი" ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- საუბარს 2015 წლის შეფასებით დავიწყებ, როგორი იყო გასული წელი თქვენი ოჯახისა და ქვეყნისთვის?
- ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე -
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენი შვილის დაბადებაზე. წელს ჩემი ზრუნვის ძირითადი ობიექტი სწორედ ის იყო. ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებასა და სითბოს.
ჩვენი ქვეყანა იმ კურსით ვითარდება, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ. დასავლურ ღირებულებებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძი მოვამზადე. საღამოს ბუხარი დავანთეთ და პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად.

- როგორ მოერგეთ პირველი ლედის ჩარჩოებს? როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, ძნელია გარკვეული პროტოკოლით ცხოვრება...
- თავიდან ნამდვილად გამიჭირდა. თუმცა,
ძალიან მალე დადებით მხარესაც მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ ამ სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ერთადერთი რამ უცვლელია -
დილა თემოზე ზრუნვით იწყება.

- ე.წ. ოჯახური საკითხების გადაჭრის დროს, რამდენად ხშირად იღებთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტთან ერთად, თუ ამ საქმეს მთლიანად თავად ართმევთ თავს?
- თითქმის ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ. ეს პროცესი ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ჩვენი შეხედულებები თითქმის ყოველთვის ემთხვევა. რა თქმა უნდა, არის ისეთი საკითხებიც, სადაც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო
საშუალება?

- ჩვენი სახლი ტყის პირას დგას. ჩემთვის დასვენების ყველაზე კარგი საშუალება ტყესა და ყანებში ფეხით სიარულია.

- გაგვანდეთ 2016 წლის თქვენი გეგმები, რა აქტივობებს შეიძლება ველოდოთ პირველი ლედისგან საზოგადოებრივ ასპარეზზე?
- ჩემი ინტერესები უცვლელი რჩება - მინდა ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოსა და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა საშუალება მომცა მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება. ვფიქრობ, მათთან ერთად უფრო მიზანმიმართულად შევძლებ მოქმედებას. რამდენიმე კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაშიც ვგეგმავ ჩართვას...

ჩვენს სამშობლოზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს, ვფიქრობ, ყველა ერთად შევძლებთ,­ ავაშენოთ ძლიერი, საქმიანი, ლაღი ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთზე იზრუნებენ და ყველა თავის ღირსეულ ადგილს იპოვის.

იხილეთ: სახლი ტყის პირას და პირველი ლედის განსაკუთრებული ახალი წელი

დავით მაღლაფერიძე
მკითხველის კომენტარი (6)
gio.
17 იანვარი 2016 16:57
ჯანმრთელი ბავშვია?თუ მამას გავს?
Natia
17 იანვარი 2016 16:27
Zalian sakvarelia. Gmertma daglocot
მირანდა
14 იანვარი 2016 22:15
პატარა მარგველა როგორი საყვარელი ბიჭია :) კარგები არიან
ელიზა
13 იანვარი 2016 21:48
მამის პატარა ასლი. რა საოცარი მსგავსებაა. გაუმრავლდი მშობლებს პატარავ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები