"ჩემი ქმარი თან მყვება, მაგრამ შერიგებას არ მთხოვს"
18-01-2016
"ჩემი ქმარი თან მყვება, მაგრამ შერიგებას არ მთხოვს"
როდესაც რედაქციაში შემოსულ წერ­ილებს ვკითხულობ, მიკვირს, ადამ­იანები რატომ არ სთხოვენ დახმარებას ფსიქო­ლოგებს.

განა ისინი უკეთ არ დაეხმარებიან?! ადამიანები მათი თავგადასავლის გამოქვეყნებას ითხოვენ, მაგრამ უსათუოდ შეცვლილი სახელებით, რომ არავის ეცნოს­ მათი მონათხრობი. დამცინებენ, ვერ გამიგებენო, - იმართლებენ თავს და მერე გულმოდგინედ ეძებენ ჩვენს საიტზე მკითხველის კომენტარებს.

ერთმა ახალგაზრდა ქალმა­ თავისი სატ­კივარი მიამბო და როცა ვკითხე, რატომ გინდა, ამის შესახებ გაზეთში დაიწეროს-მეთქი, მიპასუხა, მაინტერესებს, სხვები როგორ იქცევიანო­. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების წესი
აქვს და იქნებ მათ რჩევებს სჯობს, ფსიქოლოგის დახმარებით ეძიოთ გამოსავალი-მეთქი, ამაოდ ვცდილობდი მის დაჯერებას... თაკო რამდენიმე თვის წინ გასცილდა ქმარს. ორი შვილი­ ჰყავს, გოგონები. დედაქალაქში რძალი დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდა, ქმარი კი რაიონში მუშაობდა...

თაკო: - რამდენიმე წელია, მიხა რაიონში მუშაობს. ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა. წელიწად-ნახევრის წინ სიარულს
მოუკლო, ბოლოს ორ თვეში ერთხელ ძლივს­ ინებებდა გამოჩენას. მიზეზი არ ელეოდა. ძალიან უხეშად მექცეოდა, თითქოს ვეზედმეტებოდი. არც ბავშვების ბედი ადარდებდა. ერთ დღეს ჩემმა მამამთილმა გამწარებულმა აღიარა, - ჩემი შვილი მუდმივად­ ფულს მთხოვსო. ვერ მივხვდი, რატომ ითხოვდა ფულს კაცი, რომელიც მიმტკიცებდა, მუშაობით წელებზე ფეხს ვიდგამო. არადა, შინ არაფერი მოჰქონდა. მაშინღა დავეჭვდი, რომ სადღაც ფლანგავდა­. მეთვალყურე მივუჩინე. მალე მომივიდა ცნობები, ფოტოები... ვიღაც არარაობასთან­ დადიოდა. ის გოგო მოთამაშე ყოფილა და ფცქვნიდა ჩემს ბრიყვ ქმარს... ავდექი და შვილებთან ერთად ჩავედი რაიონში, ჩემი მშობლების სახლში. იმავე­ საღამოს დამირეკა, მიმტკიცებდა, ცდებიო, ეგ გოგო ჩემი მეგობრის საყვარელია, იმას ეჭვიანი ცოლი ჰყავს,­ ოჯახი რომ არ აერიოს, მე ვხვდებოდი ფულის მისაცემადო. სულელის მეტი ვინმე დაიჯერებს­ ასეთ ტყუილს? ახლა ბავშვებს დღეში ორჯერ ურეკავს. მე მანქანა გამომიგზავნა საჩუქრად, მთებში­ ხარ და ჯიპი გამოგადგებაო... ახალ წელს საჩუქრებით აგვავსო, ყოველთვე ფულს მიგზავნის...

- აპირებ, შეურიგდე?

- არ ვიცი, თუმცა, შერიგებას არც მთხოვს. როცა მისი ცოლი ვიყავი, ერთი თეთრის დახარჯვაც არ უნდოდა, ახლა კი თან გვყვება. ვერ მივხვდი, რა ამოძრავებს.­ რა ჰქვია მის საქციელს, ვინმე მეტყვის?

სოფო გამრეკელი
მარი
16 მარტი 2017 21:37
ალბათ კაზინოში მოიგო და გიგზავნის...
ps
16 მარტი 2017 19:57
მგონი მარტლა ეგრეა, დედამტილი მამატილი გიკეტებს მაგ საჩუქრებს და იმედი აქვტ გგონია შენი ქამრი რომ შეურიგდე
მარა არ გაბრიყვდე, ეგეტი ქმარი რატ გინდა
hm
16 მარტი 2017 19:56
ხოდა მასე არ სჯობია სე ქალო?!
გიგზავნოს საჩუქრები თორემ ცოლი რომ იყავი აქეტ გარტმევდა
შეურიგდე არა ისა
მიტ უმეტეს არ გტხოვს, რომ უნდოდე ხომ გტხოვდა კი არა მოგტხოვდა

რედაქტორის რჩევით