ქმარმა ყველაფერი მაპატია - კვირის პალიტრა

ქმარმა ყველაფერი მაპატია

10 წლის წინ, 15 წლის გავთხოვდი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ოჯხი მქონდა და ტანჯვით განვვლე ეს წლები. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ვიყავით.

ჩემი ქმარი ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ბავშვი ბაღში რომ მივიყვანეთ, მეც დამეხმარა სამსახურის შოვნაში და იმავე ბანკის ფილიალში დამაწყებინა მუშაობა.

ერთ-ერთ ჩემს კლიენტზე გამოძიება მიმდინარეობდა და კრიმინალური პოლიცია მისი ანგარიშებით, გადარიცხვებითა და სხვა საბანკო პროცედურებით დაინტერესდა და პოლიციელი მოავლინა. რამდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდა ეს ბიჭი და საათობით ვისხედით ერთად, მის კითხვებს ვპასუხობდი და რაც სჭირდებოდა, იმ საბუთებს წარვუდგენდი. შესვენების დროს ყოველდღე მპატიჟებდა სადილზე და ერთად გავდიოდით საჭმელად. ვგრძნობდი, რომ მოვწონდი და მეც ვეკეკლუცებოდი.

მოკლედ, ეს ფლირტი ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა და გარკვეული პერიოდის მერე შემიყვარდა კიდეც. ურთიერთობა 2 წელს გაგრძელდა. ამ ხნის განვალობაში სულ შიშში ვიყავი, რომ ჩემი ქმრის ყურამდე არ მისულიყო ეს ამბავი. ძალიან ვფრთხილობდი... სახლში მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლის როლი მქონდა მორგებული, სინამდვილეში კი საერთოდ არ მინდოდა ქმრის დანახვა.

ჩემი შეყვარებულიც ცოლიანი იყო. ჩვენს ურთიერთობას სხვა პერსპექტივა არ ჰქონდა და ამ ყველაფერს ვეგუებოდი, თუმცა გამუდმებით ოჯახის დანგრევაზე ვქიქრობდი, რადგან ასე გაორებული ცხოვრება ძალიან მიჭირდა. თან შეზღუდული ვიყავი, გამუდმებით შიშის ქვეშ ყოფნა ძალიან ძნელია...

მივიღე გადაწყვეტილება და ქმარს დავცილდი. საცხოვრებლად ცალკე გადავედით მე და ჩემი შვილი. მეუღლე ძალიან გაოცდა, როცა ვუთხარი, - უნდა დავშორდეთ-მეთქი. რამდენიმე კვირის განმავლობაში მეკითხებოდა - რა მოხდაო? მე კი ერთსა და იმავეს ვუმეორებდი - დავიღალე, ცალკე მინდა-მეთქი. თუმცა, რამ დამღალა, ამაზე ვდუმდი.

ბუნებრივია, ეჭვი გაუჩნდა და თურმე თვალთვალი დამიწყო. ჰოდა, ძალიან მალევე დამაფიქსირა, როგორ ჩავჯქი სხვა მამაკაცის მანქანაში. უკან აგვდევნებია და რომ გავჩერდით, მანქანიდან გადმოსვლაც არ მაცადა, ისე მოვარდა, კარი გააღო და მანქანიდან გადამათრია. იქვე მაგრად მცემა. თან მეკითხებოდა - ამის გამო დაანგრიე ოჯახიო? ამ დეგენერატის გამო წამოხვედი სახლიდანო?

ჩემს კავალერს ხელიც არ გაუნძრევია, ჩემს დასაცავად. უყურებდა, როგორ მისწორდებოდა ყოფილი ქმარი. მერე მე დამანება თავი და მას მივარდა. იმან კიდევ უთხრა - ჩემგან რა გინდა, ძმაკაცმა მთხოვა, რომ მანქანით მომეყვანა, მე არაფერ შუაში ვარ და ისე კი იცოდე, რომ მარტო ჩვენი განყფილებიდან 3 კაცი დადის მაგასთანო.

ლამის გავგიჟდი, - საკუთარი ტყავის გადასარჩენად საშინელი ტყუილი მოიგონა. მე კი მეგონა, რომ ვუყვარდი და სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ის კი საშინელი ადამიანი აღმოჩნდა... მტერი არ მოგექცევა ისე, ეგ რომ მე მომექცა. მაშინ ამეხილა თვალი, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო... ჩემი ქმარი მისმა ნათქვამმა ისე გააგიჟა, რომ ისევ მე მომიბრუნდა, ასფალტზე დამაგდო და წიხლებით შემდგა. იმან კი მანქანა დაქოქა და წავიდა... სასოწარკვეთილი ვიყავი. ჯერ იმით, რომ საყვარელი მამაკაცი ასე მომექცა და იმედგაცრუებული დავრჩი, მერე - შეურაცხყოფილი, რომ ამდენი ხალხის წინაშე ასე მცემა ყოფილმა ქმარმა.

გაგრძელება