"ვერ გაიგებ, დედაა თუ დედინაცვალი"
25-01-2016
"ვერ გაიგებ, დედაა თუ დედინაცვალი"
საშინელი, ეგოისტი ადამიანი მყავს ცოლად და ვერ ვშორდები


ნათია რომ გავიცანი, 17 წლის იყო, მე 25 მისრულდებოდა. ერთ დღეს ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე. სხვას კითხულობდნენ. ნომერი შეგეშალათ-მეთქი. მალე გაირკვა, რომ არაფერი შეშლია. მეტიც, გოგო, რომელიც იმ წელს სკოლას ამთავრებდა, ბიჭის გამოჭერას ცდილობდა. თავიდან მეგონა, ვერთობოდი, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საკუთარი უტვინობის მსხვერპლი გავხდი - საშინელი, ეგოისტი ადამიანი მყავს ცოლად და ვერ ვშორდები, - ამბობს ირაკლი.

ირაკლი: - სანამ ცოლად შევირთავ­დი, ძალიან
ალერსიანი იყო. შეიძლება არც შემერთო, რომ არ დაეძალებინა. ერთ დღეს მეგობრის აგარაკზე მივდიოდი გური­აში. მანქანაში რომ ვჯდებოდი, მომადგა - თუ ცოლად არ შემირთავ, მშობლები სხვას მიმათხოვებენ და თავს მოვიკლავო. მხრები­ ავიჩეჩე - სად უნდა წაგიყვანო, იცი, რომ მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ბინის დაქირავების შესაძლებლობაც არ მაქვს-მეთქი.
სოფელშიც ხომ გაქვს სახლი, იქ ვიცხოვროთ, ოღონდ შენ გვერდით ვიყოო. ასე რომ, მეგობრის აგარაკზე ცოლის სტატუ­სით გამომყვა. მისი მშობლები კი, იმის ნაც­ვლად, შეეცხადებინათ, მეორე დღესვე საჩ­უქრებით მეახლნენ და შემომთავაზეს, - ჩვენთან იცხოვრეთო. მოკლედ, გვიან მივხვ­დი, რა ურჩხულის მახეშიც გავები. ყველაზე­ საშინელი ორსულობის პერიოდი აღმოჩნდა. ბავშვი, რომელსაც მუცლით ატარებდა, სძულდა.

გოგონა რომ დაიბადა, ორი კვირა თამაშობდა დედის როლს, მერე ჩემს სიდედრს მიუგდო, რძე გაიშრო, - მკერდს ვერ გავიფუჭებო. ოთხი თვის იყო ნიტა, ნათიამ ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ ხელი გავარტყი - ჩემი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფდა, მათხოვრებს გვიწოდებდა.

ოჯახიდან წამოსული უფროსმა ძმამ და რძალმა შემიფარეს. მერე გავიდა საშინელი რვა თვე. შვილი მენატრებოდა, მაგრამ ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ. რძალმა მირჩია, - მოდი, ცოლს შეურიგდი და შენი შვილის გამო აიტანე მისი ცუდი ხასიათიო. დამიჯდა ჭკუაში, მაგრამ ვიცოდი, როგორც კი შერიგებას შევთავაზებდი, ცოლი უარს მეტყოდა. დიდი ნებისყოფა მოვიხმე და მის შემოტევებს არ ვპასუხობდი, ვუთვლიდი, შენი ნახვა არ მინდა ბავშვის გაზრდას დაველოდები და მერე თვითონ გადაწყვიტოს, ვისთან უნდა იცხოვროს-მეთქი. ამან იმოქმედა და აქეთ დაიწყო აქტიურობა, მერე მომწერა, უშენოდ ყოფნა მიჭირს და სადმე შემხვდიო. შევხვდი, სასტუმროში...

- გიყვარდათ?

- არა, მაგრამ ჩემს გოგონასთან ყოფნა მინდოდა, რომ არაფერი მოჰკლებოდა.

- მიაღწიეთ შედეგს?

- დიახ. გოგონას ისე ვზრდი, როგორც ყველა ნორმალური ბავშვი უნდა იზრდებოდეს.

- თვითონ რას აკეთებს?

- ერთი ხანობა მუშაობდა. მერე ცდილობდა, ვეეჭვიანებინე და ზღაპრებს­ თხზავდა, თითქოს ვიღაც სამსახურში ავიწროებდა. ერთი-ორჯერ კინაღამ საციხე ამბავში გამხვია - ტყუილად მაცემინა ვიღაცები. მერე იძულებული გავხდი, მეთქვა, შინ დაჯექი-მეთქი. მშვენივრად შეიფერა უქნარას როლი. სამსახურიდან ცოტაც რომ დამაგვიანდეს, ეჭვიანობით ქვეყანას აქცევს. დამღლელია ასეთი ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წამოხტება, ბავშვს ჩააცმევს და მომახლის, შინიდან მივდივარო. ჩემი ურეაქციობის გამო კი ისტერიკა ემართება და რჩება. გული მტკივა ჩემი გოგონა ყოველდღე რომ უყურებს როგორ ჩხუბობს მისი დედ-მამა.

არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამას. ვიღაც მეტყვის, - გაშორდი და ბავშვი არ დაგკარგავსო. არ დამკარგავს, მაგრამ თუ ჩემთან არ იქნება, ეს ავადმყოფი ქალი ხომ დაუნგრევს ცხოვრებას? მოკლედ ვერ გაიგებ დედაა თუ დედინაცვალი. ველოდები, იმ ასაკის გახდეს, როდესაც ჩემი გოგონას არჩევანს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და კანონი მის სიტყვას გაუწევს ანგარიშს.

სოფო გამრეკელი

ელდარი
14 თებერვალი 2016 03:50
დაავადდები ნერვიულობიტ,ვერ გარდაქმნი ცოლს მომავალზე იპიქრე ,გისურვებტ სიკეტეს.
პლატო
04 თებერვალი 2016 18:36
მასეთი გიჟი ჩვენც გვყავდა ოჯახში და ძლივს მოვიშორეთ. ველოდებით რომ ბავშმა არჩევანი გააკეთოს თუ ძალიან გვიან არ იქნება. იმ ქალის ხელში ბავშვი ნამდვილად ცოდოა უსიყვარულოდ გაზრდის და მომავალს დაუმახინჯებს.
irma
01 თებერვალი 2016 05:07
აუცილებლად მოღალატე იქნება შენი ცოლი, ისე დაიჭირე თავი ვითომ არ ეჭვიანობ და კარგად შეამოწმე.

რედაქტორის რჩევით