ახლახან გავიგე ნახევარდა მყოლია, მინდა შევხვდე, მაგრამ...
ახლახან გავიგე ნახევარდა მყოლია, მინდა შევხვდე, მაგრამ...
თქვენს რუბრიკაში დაბეჭდილ წერილებში მოთხრობილი ამბები ზოგჯერ მაკვირვებდა - ნუთუ ასეთი რამ მართლა ხდება-მეთქი. მაგრამ რომ ხდება, მაშინ დავრწმუნდი, როცა მეც გადამხდა მსგავსი რამ...ჩემს ვინაობას არ გავამხელ, პირობითად მარის დავირქმევ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მინდა გითხრათ ის, რამაც ამაფორიაქა, მოსვენება დამიკარგა და რჩევაც გთხოვოთ.

სულ ახლახან გავიგე, რომ მყოლია ნახევარდა. მამა ერთხანს რუსეთში ცხოვრობდა. იქ შეუქმნია ოჯახი, მერე ცოლს გაშორებია
და საქართველოში დაბრუნებულა.

რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ დაოჯახდა და მეც მოვევლინე ამ ქვეყანას. ახლა უკვე 16 წლისა ვარ. როგორც გითხარით, რამდენიმე ხნის წინ სრულიად მოულოდნელად გავიგე, რომ 5 წლით უფროსი და მყოლია. სახტად დავრჩი. რაღა თქმა უნდა, უსაზღვროდ გამიხარდა, მაგრამ ფიქრები არ მასვენებს.

მიკვირს, მამამ ამდენი წლის განმავლობაში როგორ მოახერხა (ან რატომ დასჭირდა
ეს?) შვილის გასაიდუმლოება, ნუთუ არ ენატრებოდა? ან რატომ არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს დები? ამას საკუთარ თავს ვეკითხები, თორემ მამასთან ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. მას ახლაც ჰგონია, რომ არაფერი ვიცი.

არადა, მოსვენება დავკარგე. ძალიან მინდა ჩემს დასთან ურთიერთობა მქონდეს, სულ ერთად ყოფნას თუ ვერ მოვახერხებთ, ხანდახან მაინც ვინახულოთ ერთმანეთი... ვიპოვე "ფეისბუკში", მაგრამ ვერ ვბედავ წერილის მიწერას, ვაითუ, სულაც არ ვჭირდები...

ვდარდობ, ვინ იცის, როგორ განიცდიდა უმამობას. ალბათ, ფიქრობდა, - მამამ სამუდამოდ მიმატოვა და მხოლოდ მეორე ცოლ-შვილზე ზრუნავსო... ფაქტია, ასე გამოვიდა, მაგრამ მე მინდა მამაჩემის შეცდომა გამოვასწორო და უცნობ, მაგრამ ძალიან ახლობელ ადამიანს შევხვდე. თან მეშინია ამით დედა არ გავანაწყენო, ისიც კი არ ვიცი, იცის რამე თუ არა... რამდენჯერმა ირიბად ვცადე გამოკითხვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ალბათ სჯობს წერილის მიწერამდე, გამბედაობა მოვიკრიბო და მამას დაველაპარაკო...
მარი, თბილისი

ეკა
31 მარტი 2010 12:54
უნდა დაელაპარაკო მამას.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები