"ის გოგო ქალი კი არა, ალქაჯი იყო"
07-03-2016
"ის გოგო ქალი კი არა, ალქაჯი იყო"
"სასწრაფოდ უნდა გამერკვია, ვინ ჭრიდა საბურავებს. დავუდარაჯდით ბიჭები და ის ალქაჯი დავიჭირეთ"


"დილით ავტომობილის საბურავები დაჭრილი დამხვდა. ვიფიქრე, ვიღაც გასაძ­არცვად მიადგა, ვერ გააღო და გამწარებულმა საბურავები დამიჭრა-მეთქი. სხვა რა გზა მქონდა, ახალი დავაყენე, მაგრამ ერთ დილას საბურავები ისევ დაჭრილი დამხვდა. მაშინღა მივხვდი, რომ ვიღაც საგანგებოდ ცდილობდა, გავემწარებინე", - ლაშა ამ ამბავს მშვიდად ვერ იხსენებს.

საქმე ისაა, რომ ლაშას ქალი გადაეკიდა, განაწყენებული ქალი.

ლაშა: - თურქეთში, ბოდ­რუმში ვისვენებდი. სასტუმროს აუზზე ყაზახი­
გოგონები გავიცანი. ეშხიანები იყვნენ, თუმცა, ერთ-ერთი ისე იქცეოდა, გეგონებოდა, რაღაცას მამადლიდა. ამას აინუნში არ ვაგდებდი და არც იმ ამპარტავან მზეთუნახავთან ურთ­იერთობას ვცდილობდი. მალე შევატყვე, რომ ჩემი გულგრილობა აღიზიანებდა და გააქტიურდა, ოღონდ ეს არ იყო ის სასიამოვნო­ გააქტიურება, კაცს რომ ჟინს გაგიჩენს. აგრესიული, დამცინავი, უხეში გახდა.
ვკითხე კიდეც, დაგიშავე რამე-მეთქი?

გვიან ღამით ბარიდან დავბრუნდი თუ არა, დამირ­ეკა, - მარტო ხარო? კი-მეთქი. დააგდო ყურმილი და ორ წამში კარზე კაკუნი გაისმა. გაღება ძლივს მოვასწარი, ოთახში შემოვარდა და ბოლთის ცემა დაიწყო. რა გინდა-მეთქი. ჩემთან კონდიციონერი არ მუშაობს და საშინლად ცხელაო. დავრეკოთ და ყველაფერს მოგიგვარებენ-მეთქი. არა, დიდხანს მოუნდებიან და ძილი გამიტყდებაო. მაშინ რომელიმე შენს დაქალთან დაიძინე-მეთქი. გაბრაზდა, - მაგდებო? უხეშად მოვიშორე, კართან მივიყვანე და ვუთხარი, რომ საკუთარი თავისთვის ეცა პატივი. ძვირად დაგიჯენო, დამემუქრა. გამოგიტყდები და რაღაცნაირი შიში კი დამეუფლა იმ ღამით - ამ გიჟმა ქალმა თავს არაფერი აუტეხოს და მე არ დამაბრალოს-მეთქი.
მეორე დღეს თბილისში ვბრუნდებოდი და არც მიფიქრია, რომ იმ ბოღმიანი ქალის რისხვა ჩემს სამშობლოშიც მომწვდებოდა.

- თბილისში ჩამოგაკითხა?

- დიახ. საბურავებს ვინ მიჭრიდა, ხომ უნდა მენახა?

- პოლიციაში არ განაცხადე?
- არა. ვიფიქრე, თუ დამოუკიდებლად ვერ მოვაგვარებდი ამ პრობლემას, მერე მივმართავდი სამართალდამცველებს. დავუდარაჯდით ბიჭები და დავიჭირეთ. რა ჯანდაბა გინდა-მეთქი. ხმას არ იღებდა. პოლიციით რომ დავემუქრე, შემეხვეწა, გამიშვი და აღარაფერს დაგიშავებო.

- არ დაინტერესდი, როგორ მოგაგნო?
- დღეს გზის გაგნე­ბას რა უნდა, თან თუ ისეთი ბოღმიანი ხარ, როგორიც ის ქალი იყო.
ამ ამბის შემდეგ განსაკუთრებით ვუფრთხი ქალებს. რა ვიცი, ვის რა უდევს გულში. ისე შევშინდი, რომ ჩემი მეგობრები დარაჯობდნენ - სანამ ტრაპზე არ ავიდა და გაფრინდა, აეროპორტს არ მოსცილებიან.

- არ ჰკითხე რას გერჩოდა?

- სხვებს აქცევდი ყურადღებას, მე კი მამცირებდიო. მეუბნებიან, ასეთ შარიან ქალებს აქაც ბევრს ნახავო. ღმერთმა დამიფაროს, თორემ შიშით ქალისკენ მართლა აღარასოდეს გავიხედავ. ის გოგო ქალი კი არა, ალქაჯია.

სოფო გამრეკელი
ზაზა
23 აგვისტო 2017 07:35
იმ ქალს რა უნდა მოკითხო ან დააბრალო.ეს გამოდის ვითომ პედანტი და უკარება.უწესიერესი და სინამდვილეში მშიშარა პიჟონი.უბრალოდ იმ ქალს რამ.მოაწონა...საინტერესოა
ელგუჯა
23 აგვისტო 2017 00:18
მგონი სიზმარს ყვება.
ინგა
18 მაისი 2016 09:34
ქალი და კაცი რა შუაშია , ფსიქიკური აშლილობაა საშიში

რედაქტორის რჩევით