ტატუს ბუმი
14-03-2016
ტატუს ბუმი
დღეს გადასაყვანი ტატუების ბუმია და მოდას აყოლილი ვარსკვლავები სიამოვნებით ავრცელებენ გადასაყვანი ტატუებით მოხატული სხეულების ფოტოებს.

ვარსკვლავური წვეულებები და სელე­ბრითები "ოსკარზეც" კი ასეთი ტატუებით წარდგნენ, მათ შორის, სარა ჯესიკა პარკერიც. თუმცა, პირველობა, რა თქმა უნდა, ბიონსეს ეკუთვნის. მომღერალმა­ დაბადების დღე კორსიკაზე აღნიშნა და ოქროსფრად მოხატული დეკოლტეს ფოტო "ინსტაგრამზე" დადო. მას არც რიანა ჩამორჩა და სხეული ტატუთი გაილამაზა.

2010 წელს "შანელის" სტილისტმა­ პიტერ ფილიპსმა გა
დასაყვანი ტატუ პოდიუმზე გამოიყენა - მოდელებს სხეული ჩიტებითა და სიმბოლოებით "მოუხატა. "დიორის" ჩვენებაზე კი მოდელებს 24-კარატიანი ოქროსგან დამზადებული გადასაყვანი ტატუები ამშვენებდათ. წითელი ხალიჩიდან მოდა ქუჩაში გავრცელდა და გადასაყვანი ტატუების ნაირ-ნაირი ვარიანტი გამოჩნდა...

როგორ გავიკეთოთ ტატუ

კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
ნახატს მოაშორეთ დამცავი პარკი, დაიდეთ არჩეულ ადგილზე და მსუბუქად დაჭერით დააფიქსირეთ. დაელოდეთ,
სანამ ქაღალდი გამჭვირვალე არ გახდება (20-30 წამი).
ფრთხილად მოხსენით ქაღალდი და... დატკბით 3-დან 6 დღემდე.

რას ნიშნავს ესა თუ ის სიმბოლო

"ოცნებების დამჭერი" - ინდიელთა­ აზრით, ეს სიმბოლო ადამიანს მშვიდ ძილს ანიჭებს. სასურველია მათთვის, ვინც ღამე კოშმარებისგან იტანჯება.
ფარშავანგის ბუმბული - სიმდიდრის სიმბოლოა. არწივისა და ორბის ბუმბული კი ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო.
ანქი - ძველეგვიპტური უკვდავების სიმბოლო, რომელმაც ფარაონებიდან გოთებთან გადმოინაცვლა.
ჰორის თვალი (უაჯეტი) - ძველეგვიპტურ ღმერთის ჰორას თვალი, მთვარის სიმბოლო.
ჰამსა (ღმერთის ხელი) - განსაკუთრებით ლურჯი ფერის. ინდუიზმსა და ისლამში ავი თვალისგან დასაცავად მიიჩნევა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით