ჰენრიეტა ლაქსის უკვდავი უჯრედები
19-03-2016
ჰენრიეტა ლაქსის უკვდავი უჯრედები
ავთვისებიანმა სიმსივნემ, რომელმაც ჰენრიეტა მოკლა, მისი უჯრედები უკვდავად აქცია... ჰენრიეტას წვლილი მედიცინაში შეუფასებელია - ამ ქალის უჯრედებმა უამრავი სიცოცხლე იხსნა...

ბიომედიცინის გამოკვლევებისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებისას ხშირად გამოიყენებენ ადამიანის უჯრედებს. მრავალ უჯრედულ ხაზს შორის ყველაზე ცნობილია HeLa – საშვილოსნოს ენდოთელიუმის უჯრედები. ისინი უკვდავია და უსასრულოდ გამრავლების უნარი შესწევთ. მათი შენახვა­ წლობით შეიძლება საყინულეში. პირველად ეს უჯრედები ჰენრიეტა ლაქსისგან აიღეს, რომელიც ამის შემდეგ მალე გარ
დაიცვალა.

ჰენრიეტა ლაქსი ფერადკანიანი ამერიკელი იყო და სამხრეთ ვირჯინიის პატარა ქალაქ ტერნერში ცხოვრობდა ქმარსა და 5 შვილთან ერთად.
1951 წლის თებე­რ­ვალAში ქალმა ჯონ ჰოპ­კინსის ჰოსპიტალს მიმართა. დიაგ­ნოზი დაუნდობელი იყო - საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. 31 წლის ქალი 8 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ვიდრე ჰენრიეტა­ ჰოპკინსის ჰოსპიტა­ლ­­ში მკურნალობდა, ექიმმა მისი სიმსივნური უჯრედები (ცერვ­იკალური ბიოფსია)
ანალიზისთვის ქსოვილთა უჯრედების კვლევის­ ლაბორატორიას გაუგზავნა. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ უჯრედები, სახელწოდებით HeLa (ჰენრიეტა ლაქსის სახელისა და გვარის აკრონიმი), ჯანმრთელი ქსოვილის უჯრედებზე ორჯერ სწრაფად მრავლდებოდა. ამასთან, ტრანსფორმაციამ ეს უჯრედები უკვდავად აქცია - მათ "გამოერთოთ" ზრდის დათრგუნვის პროგრამა... ამან ბიოლოგიაში ახალ პერსპექტივებს­ დაუდო სათავე. მეცნიერებმა მიიღეს პირველი სტაბილური და მარადიული უჯრედული ხაზი...

სამწუხაროდ, ჰენრიეტა სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა, როცა ექიმი ჯორჯ გეი კამერების წინ ქალის უჯრედებიანი სინჯარის დემონსტრირებას ახდენდა. ექიმი აცხადებდა, რომ მედიცინაში ახალი ერა დაიწყო - სიცოცხლის გახანგრძლივების პერსპექტივა გაჩნდა... HeLa-ს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჯონათან სოლქის მიერ შექმნილი პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება. ამასთან, ლაქსის უჯრედები განუწყვეტლივ გამოიყენება ისეთი დაავადებების კვლევისას, როგორიცაა სიმსივნე, შიდსი, ვირუსული დაავადებები. ასევე გამოიყენება ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებებისა და რადიაციის ზემოქმედების შესასწავლად, გენეტიკური რუკების შესადგენად და სხვა უამრავი სამეცნიერო ამოცანის გადასაწყვეტად. 1960 წლის დეკემბერში HeLa-ს უჯრედები საბჭოთა თანამგზავრით კოსმოსში გაუშვეს. კვლევებმა აჩვენა, რომ უჯრედები თავს შესანიშნავად გრძნობენ როგორც ხმელეთზე, ისე უწონობაში.

მას შემდეგ HeLa-ს უჯრედებით მოხდა დოლის (დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა) კლონირება, ხელოვნური განაყოფიერება და სხვა მრავალი სამედიცინო კვლევა.

ჰენრიეტას წვლილი მედიცინაში შეუფასებელია - ამ ქალის უჯრედებმა უამრავი სიცოცხლე იხსნა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით