"ჩემს შვილზე 11 წლით უფროსი რძალი რად მინდა?!"
"ჩემს შვილზე 11 წლით უფროსი რძალი რად მინდა?!"
როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი განიზრახავს ოჯახის შექმნას, ეს მხოლოდ მათი საქმეა. სამ­წუხაროდ, ახლა დედასთან გაცლა სჯობს... ვიმედოვნებ, მოვა გონს და ჩვენს ლუკას და მომავალ პატარას სიამოვნებით­ ჩაიკრავს გულში. იტყვის, რომ ეგოიზმის გამო ეს სიამოვნება დროებით გამოტოვა...

მარიკას არასდროს უფიქრია, რომ 11 წლით უმცროსი კაცი მოხიბლავდა, მაგრამ, როგორც მეგობრები ამბობენ, კაცმა იმდენი ქნა, ქალს ჯერ თავი შეაყ­ვარა, მერე კი ცოლობაზეც
დაიყოლია. უკვე ორი წლის ლუკა ჰყავთ და მეორეს ელოდებიან. ირაკლი ბედნიერია­ და სულ არ აწუხებს, რომ დედამისმა გამოუცხადა,­ ბებერი ცოლით შინ არ შემოგიშვებ, თუ არ გეთმობა, ჩემი სახელი არ ახსენოო.

ირაკლი: - გული კი მწყდება, მაგრამ დედაჩემის ეგოისტური დამოკიდებულება იმდენად მიუღებელია, რომ გადავწყვიტე, ახლოს არ გავეკარო. თუ გონს მოვა და მიგვიღებს, ხომ კარგი, თუ არა, თავის
თავს დააბრალოს. მე, 30 წლის კაცს, დედა ვერ მიკარნახებს, ვინ შევიყვარო...

მარიკა: - ირაკლი დიდხანს ცდილ­ობდა ჩემი გულის მონადირებას. იმის გამო, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი­ სხვაობაა, მართლაც ვშიშობდი, იქნებ ეს ვნებაა, როცა გაივლის, უცებ ყველაფერი ხუხულასავით არ დაინგ­რეს-მეთქი. ძალიან ვცდილობდი ირაკლისთვის დამენახებინა სირთულეები, რომელიც შესაძლოა ჩვენს ურთიერთობას მოჰყოლოდა, მაგრამ...

- რა სირთულეებს გულისხმობდით?

- მართალია, ჯერ არ მეტყობა ასაკი, მაგრამ მე ხომ უფრო მალე მომერევა წლები, ვიდრე ჩემს ქმარს...

ირაკლი: - როცა ქალი, როგორც პიროვნება, გიყვარს, ნაოჭებს კი არა, თვალის ფერსაც ვერ შეამჩნევ. მე ჩემი ცოლის სუნთქვა, ხმა და მისი კეთილი გული მიყვარს. ვინ იცის, ამ მუდმივი საფრთხით სავსე სამყაროში ვის უფრო მალე ამოეწურება აქ ყოფნის ვადა, ან როცა გიყვარს, რატომ უნდა იფიქრო სიკვდილზე?

მთავარია, ორ ადამიანს ერთმანეთი­ უყვარდეს და ერთნაირად ახალგ­აზრდ­ულები­ იყვნენ. ჩვენ ერთნაირი ადამიან­ები ვართ და ასაკი ჩვენთვის მხოლოდ ციფრია. ეს არის დროის საზომი და როგორ შეიძლება ის სიყვარულის საზომადაც გამოიყენო?

- მარიკა, გიცდიათ დედამთილთან კონტაქტი?
- რამდენჯერმე ვცადე. ბოლოს, ყავაზე დავპატიჟე, - ძალიან მინდა ვილაპარაკოთ-მეთქი. მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ დედა-შვილი ჩემ გამო დაშორდა ერთმანეთს. მითხრა, ყავას თავზე­ დაგასხამო. ამის მერე მასთან ლაპარაკს აზრი ჰქონდა?

ირაკლი:
- მარიკას დიდხანს ჰქონდა დანაშაულის შეგრძნება, თითქოს მის გამო დედამ ხელი მკრა. არადა, ეს დედობრივი, წრეგადასული ეგოიზმის ბრალია. როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი გადაწყვეტს ოჯახის შექმნას, ეს მხოლოდ მათი საქმეა. სამ­წუხაროდ, ახლა დედასთან გაცლა სჯობს... ვიმედოვნებ, მოვა გონს და ჩვენს ლუკას და მომავალ პატარას სიამოვნებით­ ჩაიკრავს გულში. იტყვის, რომ უაზრო ეგოიზმის გამო ეს სიამოვნება დროებით გამოტოვა...

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (35)
კესო
25 ოქტომბერი 2019 13:07
ვისაც თავისზე ასაკით პატარა მოყავს ცოლად ხომ რას ამბობთ აღარ ტოვებენ ცოლებს და სხვებთან არ გარბიან, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და სხვის საქმეში უკუღმათად ნუ ერევით!
ირა
25 ოქტომბერი 2019 11:20
სიყვარულმა ასაკი არ იცის მტავარია ურტიერტ გაგება და სხვა ყველაპერს მოევლება
ვ100კო
25 ოქტომბერი 2019 03:10
ქალბატონებო, ხანდახან სხვისი ნათქვამიც გაიგეთ... არ არსებობს კაცი, მაგალითად 45 წლის ასაკში, რომელსაც 30-35 წლის ქალები ეკეკლუცებიან და 55-60 წლის ცოლის ერთგული დარჩეს!
სიყვარული? კი ბატონო, გაყევით ცოლად, მაგრამ წინ გაიხედეთ და იმ აზრს შეეგუეთ, რაც ზევით დავწერე, ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი, მომავალში შოკები და "შენგან არ ველოდი" რამეები თავიდან რო აიცილოთ...
ფატი თვალოძე
29 სექტემბერი 2017 16:12
მთავარია ურთიერთ გაგება და სიყვარული.ასაკს არააქვს მნიშვნელი.
დარი
29 სექტემბერი 2017 02:42
რა ასაკზეა საუბარი პატიოსანი მაინც იქნებოდა ჩემ შვილმა სულაც ბორდელის ბოზს გაეკიდა კაცმა არ იცის ჯკუაზე როდის მოვა
!!!!!!!!
08 ივლისი 2016 10:28
უფროსი ქალი რომ არ უნდა მოიყვანოს და ასეთია საზოგადოების აზრი, იმიტომ არ მომიყვანა ცოლად თავის დროზე ჩემმა ქმარმა. ათი წელია ჩვენს შორის სხვაობა.ოცი წელი არც თვითონ მოიყვანა სხვა, არც მე გავთხოვდი, რადგან გვიყვარდა ერთმანეთი და ხალხის აზრს ვუწევდით ანგარიშს. სამი წელია კანონიერად შევუღლდით და საუკეთესო ოჯახი გვაქვს, მაგრამ შვილების ყოლის ასაკმა გაიარა. ვართ ასე, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაში. ასაკობრივი სხვაობა არც ჩემთვის, როგორც ქალისთვის იყო საოცნებო და სასურველი, მაგრამ რა გვექნა, შეგვიყვარდა ერთმანეთი და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებამ უშვილოდ დაგვტოვა.ხალხო გაიგეთ, რომ არსებობს ნამდვილი სიყვარული და ეცადეთ არც სიტყვით, არც საქმით, ხელი არ შეუშალოთ ორი ადამიანის ბედნიერებას. რაც შეეხება დაბერებას, ვიზუალურად საერთოდ არ გვეტყობა შეუსაბამობა და ჩემი მეუღლის ერთგულებაშიც დარწმუნებული ვარ.
ნანო
08 ივლისი 2016 09:36
ისევე ნამეტანია, როგორც 11 წლით უფროსი ქმარი....სიყვარული თუ ნამდვილია მას ასაკი არ აქვს.. ყვეალფერი ძალიან ინივიდუალურია.... ისე კი იდეალურია როცა წყვილი ერთი ასაკისაა..
ელენე
02 ივნისი 2016 08:06
რამდენიმე წელში ეგ ირაკლი გარეთ დაიწყებს სიყვარულის და თანამოაზრის ძებნას,სახლში კი ეყოლება ცოლი დედის ფუნქციით,რომელიც არ მიატოვებს ახალგაზრდა ქმარს იმიტომ რომ თვითონ აღარავის დასჭირდება და იცხოვრებენ ასე "დედა შვილურად."...თვალები გაახილეთ და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი..არ დამიწყოთ ახლა ბოროტი და შურიანი ხარო,ნამდვილად არ ვარ ასეთი,მითუმეტს ქალი ვარ და მხოლოდ გოგოების დედა,ბედნიერებას ვუსურვებ წყვილს და მათ ოჯახს,მაგრამ ეს ცხოვრებაა ჩემო კარგებო,ცხოვრება,ბუნებას კი თავისი კანონები აქვს...ვინც არ ემორჩილება,მერე ნანობს ხოლმე...რათქმა ნდა გამონაკლისიც არსებობს და მინდა გამონაკლისი ეს ოჯახი იყოს.ტქვენ კი ყველას გეპოვოთ თქვენი წილი ბედნიერება თქვენს ცხოვრებაში
ეკა
02 ივნისი 2016 00:13
2 ვაჟი მყავს, ღმერთმა არ ქნას,რომ ამ ფაქტის წინაშე დამაყენონ, მაგრამ შვილებს ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავკარგავ. თავუს თავს ვნებს ყველა, 11 წლით უფროსი ცოლი მეტისმეტია
გიორგი
05 მაისი 2016 08:58
სამწუხაროდ ქართველი მშობლების უმრავლესობა შვილებს ვერ აღიქვამენ პიროვნებად. ვერ ხვდებიან, რომ ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და თვითონ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება რა არის მათთვის უკეთესი ამაშია პრობლემა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები