"ჩემს შვილზე 11 წლით უფროსი რძალი რად მინდა?!"
21-03-2016
"ჩემს შვილზე 11 წლით უფროსი რძალი რად მინდა?!"
როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი განიზრახავს ოჯახის შექმნას, ეს მხოლოდ მათი საქმეა. სამ­წუხაროდ, ახლა დედასთან გაცლა სჯობს... ვიმედოვნებ, მოვა გონს და ჩვენს ლუკას და მომავალ პატარას სიამოვნებით­ ჩაიკრავს გულში. იტყვის, რომ ეგოიზმის გამო ეს სიამოვნება დროებით გამოტოვა...

მარიკას არასდროს უფიქრია, რომ 11 წლით უმცროსი კაცი მოხიბლავდა, მაგრამ, როგორც მეგობრები ამბობენ, კაცმა იმდენი ქნა, ქალს ჯერ თავი შეაყ­ვარა, მერე კი ცოლობაზეც
დაიყოლია. უკვე ორი წლის ლუკა ჰყავთ და მეორეს ელოდებიან. ირაკლი ბედნიერია­ და სულ არ აწუხებს, რომ დედამისმა გამოუცხადა,­ ბებერი ცოლით შინ არ შემოგიშვებ, თუ არ გეთმობა, ჩემი სახელი არ ახსენოო.

ირაკლი: - გული კი მწყდება, მაგრამ დედაჩემის ეგოისტური დამოკიდებულება იმდენად მიუღებელია, რომ გადავწყვიტე, ახლოს არ გავეკარო. თუ გონს მოვა და მიგვიღებს, ხომ კარგი, თუ არა, თავის
თავს დააბრალოს. მე, 30 წლის კაცს, დედა ვერ მიკარნახებს, ვინ შევიყვარო...

მარიკა: - ირაკლი დიდხანს ცდილ­ობდა ჩემი გულის მონადირებას. იმის გამო, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი­ სხვაობაა, მართლაც ვშიშობდი, იქნებ ეს ვნებაა, როცა გაივლის, უცებ ყველაფერი ხუხულასავით არ დაინგ­რეს-მეთქი. ძალიან ვცდილობდი ირაკლისთვის დამენახებინა სირთულეები, რომელიც შესაძლოა ჩვენს ურთიერთობას მოჰყოლოდა, მაგრამ...

- რა სირთულეებს გულისხმობდით?

- მართალია, ჯერ არ მეტყობა ასაკი, მაგრამ მე ხომ უფრო მალე მომერევა წლები, ვიდრე ჩემს ქმარს...

ირაკლი: - როცა ქალი, როგორც პიროვნება, გიყვარს, ნაოჭებს კი არა, თვალის ფერსაც ვერ შეამჩნევ. მე ჩემი ცოლის სუნთქვა, ხმა და მისი კეთილი გული მიყვარს. ვინ იცის, ამ მუდმივი საფრთხით სავსე სამყაროში ვის უფრო მალე ამოეწურება აქ ყოფნის ვადა, ან როცა გიყვარს, რატომ უნდა იფიქრო სიკვდილზე?

მთავარია, ორ ადამიანს ერთმანეთი­ უყვარდეს და ერთნაირად ახალგ­აზრდ­ულები­ იყვნენ. ჩვენ ერთნაირი ადამიან­ები ვართ და ასაკი ჩვენთვის მხოლოდ ციფრია. ეს არის დროის საზომი და როგორ შეიძლება ის სიყვარულის საზომადაც გამოიყენო?

- მარიკა, გიცდიათ დედამთილთან კონტაქტი?
- რამდენჯერმე ვცადე. ბოლოს, ყავაზე დავპატიჟე, - ძალიან მინდა ვილაპარაკოთ-მეთქი. მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ დედა-შვილი ჩემ გამო დაშორდა ერთმანეთს. მითხრა, ყავას თავზე­ დაგასხამო. ამის მერე მასთან ლაპარაკს აზრი ჰქონდა?

ირაკლი:
- მარიკას დიდხანს ჰქონდა დანაშაულის შეგრძნება, თითქოს მის გამო დედამ ხელი მკრა. არადა, ეს დედობრივი, წრეგადასული ეგოიზმის ბრალია. როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი გადაწყვეტს ოჯახის შექმნას, ეს მხოლოდ მათი საქმეა. სამ­წუხაროდ, ახლა დედასთან გაცლა სჯობს... ვიმედოვნებ, მოვა გონს და ჩვენს ლუკას და მომავალ პატარას სიამოვნებით­ ჩაიკრავს გულში. იტყვის, რომ უაზრო ეგოიზმის გამო ეს სიამოვნება დროებით გამოტოვა...

სოფო გამრეკელი
ფატი თვალოძე
29 სექტემბერი 2017 16:12
მთავარია ურთიერთ გაგება და სიყვარული.ასაკს არააქვს მნიშვნელი.
დარი
29 სექტემბერი 2017 02:42
რა ასაკზეა საუბარი პატიოსანი მაინც იქნებოდა ჩემ შვილმა სულაც ბორდელის ბოზს გაეკიდა კაცმა არ იცის ჯკუაზე როდის მოვა
!!!!!!!!
08 ივლისი 2016 10:28
უფროსი ქალი რომ არ უნდა მოიყვანოს და ასეთია საზოგადოების აზრი, იმიტომ არ მომიყვანა ცოლად თავის დროზე ჩემმა ქმარმა. ათი წელია ჩვენს შორის სხვაობა.ოცი წელი არც თვითონ მოიყვანა სხვა, არც მე გავთხოვდი, რადგან გვიყვარდა ერთმანეთი და ხალხის აზრს ვუწევდით ანგარიშს. სამი წელია კანონიერად შევუღლდით და საუკეთესო ოჯახი გვაქვს, მაგრამ შვილების ყოლის ასაკმა გაიარა. ვართ ასე, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაში. ასაკობრივი სხვაობა არც ჩემთვის, როგორც ქალისთვის იყო საოცნებო და სასურველი, მაგრამ რა გვექნა, შეგვიყვარდა ერთმანეთი და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებამ უშვილოდ დაგვტოვა.ხალხო გაიგეთ, რომ არსებობს ნამდვილი სიყვარული და ეცადეთ არც სიტყვით, არც საქმით, ხელი არ შეუშალოთ ორი ადამიანის ბედნიერებას. რაც შეეხება დაბერებას, ვიზუალურად საერთოდ არ გვეტყობა შეუსაბამობა და ჩემი მეუღლის ერთგულებაშიც დარწმუნებული ვარ.

რედაქტორის რჩევით