"მხოლოდ მისი ხმის გაგონება მინდა"
"მხოლოდ მისი ხმის გაგონება მინდა"
17 წლისა მშობლების რჩევით ცოლად გავყევი კაცს, რომელიც არ მიყვარდა. მწარედ ვინანე. ფეხმძიმე ვიყავი, მისგან რომ წამოვედი. დედაჩემს უნდოდა, ბავშვი
მომეშორებინა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირდათ. დედა ჩემს გასაგონად ამბობდა, ბავშვის გაზრდას ვერ შევძლებთ, გაშვილება სჯობსო. მე ამის გაფიქრებაც კი მზარავდა, მაგრამ შეწინააღმდეგებას ვერ ვბედავდი.

ერთ საღამოს დედაჩემმა მკერდიდან მომგლიჯა ჩემი პატარა გოგონა და სხვას გაატანა. დედის ბრძანებით, ხელწერილი დავწერე. ვაცხადებდი, ჩემს შვილს აღა
რასოდეს მოვიკითხავ-მეთქი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ რა მექნა, ცხოვრება მაინც უნდა გამეგრძელებინა დარდითა და წუხილით.

რამდენიმე წლის შემდეგ გავთხოვდი, შემეძინა ვაჟი, მაგრამ სიყრმის შვილზე ფიქრი არ მშორდებოდა. ჩემი გოგონა 1976 წლის 31 ივლისს დაიბადა. მისმა გამზრდელმა კი დაბადების წელი და თარიღი შეუცვალა. მე მისგან არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მინდა, ხანდახან ვნახო, მისი
ხმა გავიგონო. ძალიან გთხოვთ, გამომიქვეყნოთ ეს წერილი. დარწმუნებული ვარ, რომ ვინმე გამომეხმაურება და გამაგებინებს ჩემი შვილის ამბავს.
პატივისცემით - ციალა ბ.

მაყვალა
12 ოქტომბერი 2017 01:04
ესწერილი 2010 ყოფილა დაწერილი და იმედია რაიმე შეიტყო საიმედო
lali
06 აპრილი 2017 23:33
ეს ქალი ისედაც ცოდოა,დედა მონსტრი ყავდა და იმან დაღუპა,შვილი წაართვა,ამიტომ ძალიან მეცოდება,მე ასეთ ბავშვს გავზრდიდი,მაგრამ ყველას არ შეუძლია გაუწიოს ცინააღმდეგობა დედას,რომელიც ყველაფერსი ცხვირს ყოფს. ღმერთმა გაპოვნინოს შვილი
Sopo
06 აპრილი 2017 17:46
Aseti mshoblebi saertod jobia ar yavdes adamians.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები