ქვეყანაზე მართლა დადიან ადამიანი-ანგელოზები...
11-04-2016
ქვეყანაზე მართლა დადიან ადამიანი-ანგელოზები...
"აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი ორსულად იყო, თან შიდსი ჰქონდა... ნატა მშობიარობიდან მალე გარდაიცვალა. ბედნიერი იყო იმით, რომ შვილი საიმედო ხელში დატოვა"

ძაძებიანი ქალი ფოტოალბომს მიშლის - ჩემი ქალიშვილის ფოტოები უნდა გაჩვენოო. საშინელი სიკვდილით მოკვდა, მაგრამ მაინც ბედნიერი წავიდა ამ ქვეყნიდან, - ამბობს და ტირილს ვერ იკავებს.

ლილი თ.: - ნატა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი იყო. შესანიშნავად სწავლობდა. საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვა და უფლება მიიღო, ამერიკის ერთ-ერთ კოლეჯში გაეგრძელებნა სწავლა. მე და ჩემი
ქმარი დიდხანს ვყოყმანობდით, მაგრამ ბოლოს გავუშვით... არ ვიცი, რა მოხდა, თურმე ნარკოტიკები გასინჯა, მერე მიეჩვია. უმკურნალეს, სარეაბილიტაციო ცენტრშიც ჰყავდათ და როგორც კი უკეთ გახდა, სამშობლოში დააბრუნეს. თბილისში ჩამოსული აეროპორტიდან გაქრა. დიდხანს ვეძებეთ. გაჭირვებით დავაბრუნეთ შინ. ჩემი ლამაზი და ჭკვ­იანი ნატასგან აღარაფერი იყო დარჩენილი. რა არ
გავაკეთეთ, რომ გონს მოგვეყვანა. თითქოს შედეგიც მივიღეთ. დამშვიდდა, ისევ გალამაზდა. ვენდეთ და მივეცით დამოუკიდებლად ქუჩაში გასვლის ნება. ერთ თვეში გამოგვიცხადა, - ვთხოვდებიო და მოიყვანა შინ ვიღაც ყმაწვილი. სიძის ოჯახიც გავიცანით - შესანიშნავი ხალხი გამოდგა, მაგრამ ჩვენსავით გულმოკლულები - შვილი ხელიდან წასული გვყავს­ და როგორ გითხრათ, რომ მას შეიძლება თქვენი ქალიშვილი ანდოთო...

- მარტო ცხოვრობდნენ ნატა და მისი ქმარი?
- დიახ. მათ არ მოსწონდათ,­ როდესაც ვეტყოდი, უნდა გესტ­უმროთო. ერთ დღეს დაურეკ­ავად მივადექი. ჩემი შვილის ნაცვლად, ალქაჯმა გამიღო კარი - თვალები და სახე დასივებული ჰქონდა, ნახევრად შიშველი სხეული­ - დალურჯებული. გცემს-მეთქი? -კანკალით ვკითხე.­ საიდან მოიტანეო, გაგიჟდა. აბა, ეს სილურჯეები-მეთქი? უხეშად მომიშორა. მაშინ ისეთი საშინელი სიტყვები მითხრა, რომ მინდოდა, იქვე მოვმკვდარიყავი.

- მითხარით, რომ ნატა ბედნიერი მოკვდა. რა იგული­სხმეთ?

- ერთხელ რომელიღაც ღამის კლუბში ერთად ყოფილან. იქ თურმე ქმარმა სცემა, მერე კი სიგარეტით ამოუწვა მკლავი. ჩემს შვილს ერთი ბიჭი გამოქომაგებია. იქ ჩხუბი დაწყებულა. მოსულა პოლიცია, ნატას ქმარი დაუჭერიათ. იმ ბიჭს ნატასთვის შეუთავაზებია, - შინ წაგიყვანო. ჩემი შვილი ისეთი გათიშული ყოფილა, რომ მისამართიც ვერ უთქვამს. ლევანს უფიქრია, ქუჩაში ხომ არ დავტოვებო, თავისთან წაუყვანია, სადაც ორსულ ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ის გოგოც, ქეთი, საოცარი ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდა. ეს ჩემი ნატა მოასვენეს, მეორე დღესაც მოეფერნენ. არ ვიცი, ცოლ-ქმარმა­ როგორ შეძლო ჩემი შვილის დაყოლიება. ჩაუტარეს გამოკვლევები. აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო, თან შიდსი ჰქონდა. მოგვიანებით ნატამ თვითონ შემატყობინა ყველაფერი...

- ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა?
- კი. საოცარი შვილიშვილი­ მყავს. ნატა მშობიარობიდან მალე გარდაიცვალა. ბედნიერი იყო იმით, რომ შვილი საიმედო­ ხელში დატოვა.

- გააშვილა?
- არა. ლევანი და ქეთი ზრდიან თავიანთ პატარასთან ერთად.­ ნატა რომ კვდებოდა, ქეთის უთხრა, - იმედი მაქვს, ჩემს შვილს არასოდეს მიატოვებ და შვილივით გეყვარებაო. ქეთიმ - ასეც ვიზამო. მას და ლევანს აქვთ ჩვენს პატარაზე ოფიციალური მეურვეობა. ჩვენ, ბებია-ბაბუები, გვერდით ვუდგავართ მატერიალურად. ჩემი ყოფილი სიძეც მომაკვდავია. თუმცა, მას არც საკუთარი მშობლები აინტერესებს და არც შვილი. ჩვენთვის, ორივე ოჯახისთვის, მთავარია პატარა გაიზარდოს ბედნიერად ოჯახში, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა. ძალიან მინდა, სახალხოდ ვთქვა, ვინ არიან ლევანი და ქეთი, მაგრამ ისინი სასტიკად მიკრძალავენ ამაზე ლაპარაკს, - ასე ისევ თქვენი შვილიშვილის მომავლისთვის სჯობსო. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქვეყანაზე მართლა დადიან ადამიანი-ანგელოზები და მათ ჩემი გაუბედურებული შვილი სწორედ მაშინ შეხვდა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა შველა...

სოფო გამრეკელი
eka
05 სექტემბერი 2016 22:05
15 celia kviproshi vcxivrob chems shvilebiana da dameranxmet is rac tbilishi xdeba ver sheedrena, me piradat madlobeli var rom mand ar gaizardnen ak shroma da pativiscema isvavles rasac mar asakshi sakaetveloshi ver iscavlidnen , nu dababraleb evropas kvelapers cuds, kargi gadavigot ar jobia?
მაკა
05 სექტემბერი 2016 13:23
ევროპა რა შუადია ვისაც უნდა აქაც არ იკლებს...მთავარი ის არი რომ უფლის ანგელოზები დედამიწაზეც დადია...უფალმა დალოცოს ეს ღვთისნიერი წყვილი...ქედს ვიხრი მათ წინაშე...ეს ყველას არ შეუძლია...მე კი მატირეთ კარგად
maka
04 ივლისი 2016 14:59
sashinelebaa saqartveloshi

რედაქტორის რჩევით