"მუზას არ ვაძინებ" - ქართველების რძალი, უკრაინელი ჟურნალისტი, ახლა საუცხოო ტორტებს აცხობს
18-04-2016
"მუზას არ ვაძინებ" - ქართველების რძალი, უკრაინელი ჟურნალისტი, ახლა საუცხოო ტორტებს აცხობს
"5 საავტორო პროექტი მქონდა ჟურნალისტური გამოძიების თემაზე.­ ერთ-ერთი იმდენად რეზონანსული გამოდგა,­ რომ ჩვენი არხიც კი დახურეს..."

უკრაინელმა ჟურნალისტმა­ ვი­ქტორია გეროცკაიამ 9 წლის წინ დაუკავშირა ბედი ქართველ მამაკაცს. სანამ რძლის სტატუსით ეწვეოდა თბილისს, ჯერ ქართული ენის გაკვეთილები გაიარა... თავდაპირველად თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა, მაგრამ როგორც ჩანს, მუზამ არ მოასვენა და...

- ყველაფერი იმით დაიწყო,­ რომ ქართველი შემიყვარდა. დონეცკის ერთ-ერთ რეგიონულ ტელეარხზე საინფორმაციო სამსახურის მთავარ რედაქტორად ვმუშ­აობდი. დიდხანს არ მიფიქრია, მალევე გადავწყვიტე
საქართველოში გადმოვსულიყავი საცხოვრებლად. ეს ქვეყანა ჩემი ცხოვრების განუყ­ოფელ ნაწილად იქცა. აქ მყუდ­როდ და კომფორტულად ვგრძნობ თავს. თბილისში ჩამოსულმა მალე მუშაობა დავიწყე რუსულენოვან გაზეთ "Головинский проспект"-ში,­­ სტატიებს ვამზადებდი, ასევე მერიის გაზეთის სპეცკორესპონდენტად ვმუშაობდი.
მოსაწყენად არასოდეს მეცალა, რადგან მუდამ ვაგნებდი ჩემთვის საინტერესო საქმეს. ამ ძიება-მიგნებებში ტორტების ცხობამაც
გამიტაცა. ცხობა ჩემი ჰობია, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიყვარდა ამ საქმის კეთება... ერთხელ ერთმა­ ჩინოსანმა შეკვეთა მომცა.­ დღეს მეცინება, როდესაც ამ ტორტის ფოტოებს ვათვალიერებ. მიკვ­ირს, როგორ ვრთავდი მხოლოდ "თბითებითა" და ჩხირებით. უკვე მეხუთე წელია, ტორტების ცხობა ჩემს მთავარ საქმიანობად იქცა. თავდაპირველად შინ ვაცხობდი, მერე დამხმარეები ავიყვანე და ახლა საზღვარგარეთაც კი მიაქვთ ჩემი ტორტები და მარციპანით გაფორმებული ნამცხვრები. როცა თბილისში ჩამოვედი,­ მაშინ ამ მასალით პრაქტიკულად არავინ­ მუშაობდა, ახლა კი ძალ­იან მოდ­ურია და ბევრი აცხობს. მეც განვაგრძობ ჩემს საყვარელ საქმეს და არ ვაძინებ მუზას. მეუღლე და შვილები მგულშემატკივრობენ და, რა თქმა უნდა, შემფასებელ-დეგუსტატორებიც არიან...

- როგორც ჩანს, შესანიშნავად შეეჩვიეთ ქართულ ყოფას. თუ არის ისეთი რამ, რაც განსაკუთრებულად მოგწონთ და პირიქით, არ მოგწონთ?
- ქართველში ყველაზე მეტად­ უშუალობა და კეთილგანწყობა­ მომწონს. მანამდე გაგონილი მქონდა, მუშაობა არ უყვართო, მაგრამ ვერ დავეთანხმები. ჩემთან მხოლოდ­ ერთი რუსი გოგონა მუშაობს, დანარჩენები ქართველები­ არიან და ვერ ვიტ­ყვი, რომ მუშ­ა­ობას თავს არიდებდნენ, პირიქით.­ ჩემი ტორტე­ბიც მოსწონთ ქართველებს,­ რადგან­ მთელ გულს ვდებ მასში... ერთადერთი, რაც არ მომწონს, ზოგიერთი, ზედმეტად კალორიული კერძია, მაგალითად, ხინკალი. ჯერ მხოლოდ ერთს ვერეოდი, მერე მივეჩვიე და ახლა შემიძლია სამიც მივირთვა.

- ჟურნალისტიკაში დაბრუნებას არ გეგმავთ?

- არა მგონია. ჟურნალისტი­ მოვლენათა ეპიცენტრში უნდა იყოს, უსასრულოდ ვითარდებოდეს,­ გაჩერება დაუშვებელია. არადა, თავის დროზე 5 საავტორო პროექტი მქონდა ჟურნალისტური გამოძიების თემაზე. ერთ-ერთი იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ ჩვენი არხიც კი დახურეს... არა მგონია, ოდესმე ისეთ ფორმასა და რეჟიმში ჩავდგე,­ როგორშიც მაშინ...

ეკა სალაღაია

რედაქტორის რჩევით