"ახლა მეც ველოდები სხვა კაცს..."
25-04-2016
"ახლა მეც ველოდები სხვა კაცს..."
შინ რომ მოვიდა, ჩანთები უკვე მზად იყო. ვუთხარი, ბარგის ჩატანაში მოგეხმარები-მეთქი. გაგიჟდიო? - იღრიალა. ბავშვები თავისი ოთახიდან გამოცვ­ივდნენ... დღემდე არ ვიცი, რა უთხრეს ჩემმა ბიჭებმა მამას. ოთახში ჩაკეტილები ლაპარაკობდნენ. არასდროს მიცდია იმის გაგება, რაზე ილაპარაკეს. ფაქტი იყო, მოიქცნენ კაცურად და შეურაცხყოფილი დედა დაიცვეს. ოთახიდან თითქმის მკვდარი გუჯა გამოვიდა. ბიჭებს გაფითრებული, მაგრამ გამარჯვებული სახეები ჰქონდათ. მამას ბარგი ჩაატანინეს და მალევე დაბრუნდნენ...

კაცს თუ სხვა ქალი შეუყვარდა, ძალით ურთიერთობის გაგრძელება არ ღირს.
ასე ფიქრობს 40 წლის ქალი, რომელიც 15-წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა ქმარს.

ნინა:
- მე და გუჯას ისე გვიყვარდა­ ერთმანეთი, არასოდეს მიფიქრია, რომ მიღალატოს, როგორ მოვიქცევი-მეთქი. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, კინაღამ გული გამიჩერდა. თან ვინმეს კი არ მოუტანია ენა, ჩემი თვალით ვნახე უცხო ქალთან ჩახვეული.
ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი, რომ დიდი ხანია შეხმატკბილებული იყვნენ... არ ვიცი, რა ძალამ შემაკავა, რომ არ ჩავიკეცე.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. მერე მივედი, წინ დავუჯექი და ჩემს ქმარს ღიმილით ვუთხარი, - გილოცავ, თანახმა ვარ განქორწინებაზე და შინ რაც დაგრჩა, ის ნივთებიც წაიღე­-მეთქი. რა განქორწინება, ხომ კარგად ხარო, - ამოღერღა ჩემმა ქმარმა, რომელიც აშკარად ცდილობდა, თავს მორეოდა და აქეთ დავედანაშაულებინე. მშვიდად ვუთხარი, თუ რამე ღირსება დაგრჩენია, ხმა არ ამოიღო, ბარგს გაგიმზადებ, მოდი და წაიღე-მეთქი, ღიმილით დავემშვიდობე და წამოვედი.

- შვილებს როგორ უთხარით?

- მარტივად. ვფიქრობ, ასეთ სიტუა­ციაში ყველაზე მეტად ზარალდება ის, ვისაც უღალატეს, ატყუებდნენ და მისი ნდობით ბოროტად სარგებლობდნენ... ჩემს ქმარს ეგონა, მისი ფუნქცია მხოლოდ­ კარგი­ ხელფასი, ცოლ-შვილის აგარაკებზე­ დასვენება, ჩაცმა-დახურვა და ჭამა-სმა იყო. მე ყველაფერი დავთმე, რათა მას წარმატებისთვის მიეღწია, საკუ­თარი თავი დავივიწყე, ამიტომ გადავწყვიტე, მოკლე დროში ყველაფერი ამენაზღაურებინა.­ ბავშვებს ვუთხარი, გუჯა მამათქვენია და უფლება გაქვთ, ურთიერთობა იქონი­ოთ­-მეთქი.

- ბარგი მართლა თვითონ ჩაულაგეთ?

- შინ რომ მოვიდა, ჩანთები უკვე მზად იყო. ვუთხარი, ბარგის ჩატანაში მოგეხმარები-მეთქი. გაგიჟდიო? - იღრიალა. ბავშვები თავისი ოთახიდან გამოცვ­ივდნენ... დღემდე არ ვიცი, რა უთხრეს ჩემმა ბიჭებმა მამას. ოთახში ჩაკეტილები ლაპარაკობდნენ. არასდროს მიცდია იმის გაგება, რაზე ილაპარაკეს. ფაქტი იყო, მოიქცნენ კაცურად და შეურაცხყოფილი დედა დაიცვეს. ოთახიდან თითქმის მკვდარი გუჯა გამოვიდა. ბიჭებს გაფითრებული, მაგრამ გამარჯვებული სახეები ჰქონდათ. მამას ბარგი ჩაატანინეს და მალევე დაბრუნდნენ...
რამდენიმე მძიმე კვირა გადავიტანეთ. არც ისინი მეკითხებოდნენ რამეს და მეც არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე. თან სამსახურს ვეძებდი და ჩემს უბედურ ქმარზე ფიქრისთვის არ მეცალა. საბედნიეროდ, მეგობრების დახმარებით მუშაობა დავიწყე.­ ბიჭები მამასთან ურთიერთობენ, ერთად დადიან სათევზაოდ, მაგრამ ჩემთან არაფერს ამბობენ...

- არ გიფიქრიათ, რომ იჩქარეთ და შეიძლებოდა ოჯახის გადარჩენა?

- კაცი რომ სხვა ქალს შეიყვარებს,­ თან გატყუებს და ამ ტყუილით ტკბება, თითიც არ უნდა გაანძრიო მის დასაკავებლად.

- ახლა იმ ქალთან ცხოვრობს?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს. ზოგი ამბობს, ქმარს დავცილდი, მაგრამ მეგობრულად ვცხოვრობთ და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცითო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, მატყუარა და მოღალატე კაცთან როგორ შეიძლება, ტკბი­ლად და მეგობრულად განაგრძო ურთიერთობა? მე ვერ ვაპატიე ტყუილი. მან ჩემს თვალში ფასი დაკარგა. ახლა მშვიდად ვარ და ველოდები ჩემს მომავალს, რომელიც, შესაძლოა, სხვა კაცსაც დავუკავშირო, თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდება.

სოფო გამრეკელი
რუსორუსო
15 მარტი 2018 13:28
ვკიტხულობ კომენტარებს და მეცინება.ისევ ქალი ამტყუნებს ქალს და მორალს უკიტხავს.ალბათ იმ ქალების ჯგუფია ვინც სხვის ქმრებზე ნადირობს და ეს მათთვის მიღებული საქციელია.სხვის განკითხვას კიარა საკუთარ თავებს მიხედეთ.თქვენ კი სწორად მოქცეულხართ.არცერთი კაცი ნერვების მოსათხრელად არ ღირს რომელმაც არ იცის ქალის ფასი.ასეთი კაცი არც ცოლს არც დედას არც დას და საერთოდ არც ქალს ვერ დააფასებს
ნ...
15 მარტი 2017 11:07
ღმერთო ჩემო იცით რა მიკვირს ეს ძვირფასი ქალბატონები ისევ ქალს რომ ამტყუნებენ უარესის ღირსები ხართ თქვენ.
მარიამი
14 მარტი 2017 19:44
ნელი, რომ შემეძლოს შენნაირ ქალებს სამუდამოდ დავამუნჯებდი. შენისთანა მონა, გაუკუღმართებული მორალის მკითხველი ქალების ბრალია ამდენი უბედურება და ძალადობა ამ ქვეყანაში. შენისთანები ზრდიან მოძალადე და კრიმინალ კაცუნებს. ღალატის მნიშვნელობა თუ იცი საერთოდ? წადი, ცოტა განათლდი! თუმცა, ადამიანი მონად თუ დაიბადა, მონადვე მოკვდება!

რედაქტორის რჩევით