ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მსოფლიოში!
ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მსოფლიოში!
რედაქციაში წერილი მივიღეთ:

"გამარჯობა, დავიწყებ იმით, რომ ახლახან გავთავისუფლდი პატიმრობიდან. 7 წელი ვიჯექი და კიდევ 6 მქონდა დარჩენილი. თავის დროზე ცოლი ისე მოვიყვანე, რომ სულ 2-ჯერ მყავდა ნანახი.

ეს გრძელი ამბავია და თუ მომეცემა საშუალება, სხვა დროს მოგიყვებით. ალბათ, არც იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მეუღლე არ მიყვარდა. თუმცა ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. 2 შვილი შეგვეძინა, მივყვებოდით ცხოვრებას მშვიდად, აყალმაყალი და ჩხუბი არ გვქონდა, პატარ-პატარა უსიამოვნებები კი, როგორც ყველა ოჯახში, ხანდახან
ჩვენთანაც იჩენდა ხოლმე თავს.

ცოდვა გამხელილი ჯობია და ხანდახან თვალს კი ვაპარებდი სხვა ქალებისკენ და ჩუმ-ჩუმად დავძვრებოდი კიდეც, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. ოფიციალურად საყვარელი არასოდეს მყოლია. ასე რომ, ჩემს მეუღლეს საეჭვიანოც კი ა
რასოდეს ჰქონია. შესაძლოა, ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ უემოციო ადამიანია, ვერასოდეს მიხვდები, რა უხარია და რა სწყინს, ბრაზობს თუ არა...

ერთ მშვენიერ დღეს კი დამიჭირეს. ჩემი მეუღლის პირველი ემოცია მაშინ ვნახე და მიუხედავად იმისა, რომ სახლი სამართალდამცველებით იყო სავსე და ხელებზე ბორკილები მედო, გავიფიქრე - თურმე ჰქონია ემოცია-მეთქი. ამის შემდეგ ჩვენი შეხვედრები, რა თქმა უნდა, ციხის კედლებში ხდებოდა. მე თვითონაც გაოცებული ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ მენატრებოდა ხოლმე და ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი.

ამ 8 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, ჩემი ცოლი ისე შემიყვარდა, ვერც კი გავიგე. ან უბრალოდ, იქ მივხვდი, რომ მყვარებია. ისე შევიცვალე მის მიმართ, ისეთი ალერსიანი გავხდი, რომ ერთხელ გაოცებულმა მკითხა, - ასეთი გარეთ არ იყავი და აქ რა დაგემართაო?!
თან გადამყვა წლების მანძილზე, მივლიდა, მაკითხავდა, შვილებიც გამიზარდა და მიერთგულა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. იქნებ ღირდა კიდეც ამ წლების იქ გატარება? ვაღმერთებ მანანას, ყველაზე მაგარი ცოლი მყავს მსოფლიოში! აი, ეს მინდოდა მეთქვა. ყველას ბედნიერებას გისურვებთ.

წყარო
ნინო
09 აგვისტო 2017 11:46
ღმერთმა არ მოგიშალოთ ერთმანეთის სიყვარული....იხარეთ და იბედნიერეთ
18 დეკემბერი 2016 23:00
Iq roca xvdebi adamiani 4 kedelshi xar meti sapiqrali araperi ar gaqvs mashin aanalizeb yvelapers tu ramden shecdomas ushveb adamiani mashin acnobiereb yvelapers da meti gza ar gaqvs an ubda gamoascoro shecdoma an codvebshi chaiziro.mashin xvdebi tu vin aris shens gverdit da vis uyvarxar yvelaze metad xvdebi ro ojaxze zvirpasi araleria magram kargi iqneba eg sanam rame sgecdonas daushvebt manamde gaigot.
Merab
23 აგვისტო 2016 15:52
Madlieri adamiani yopilxarzmao.girsi xar namdvilad kargi colis da ojaxis.gagimarjot.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?