"რას ვიფიქრებდი, თუ ცოლი რქებს დამადგ­ამდა"
02-05-2016
"რას ვიფიქრებდი, თუ ცოლი რქებს დამადგ­ამდა"
ბავშვებმა თავიდან ვერ გაიგეს, რატომ არ მოდიოდა დედა შინ. კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც შვილებს უთხრა, - თქვენთვის არ მცალია, მამა მოგხედავთო და ტელეფონი გაუთიშა... ერთი ხანობა სკოლაში წასვლა არ უნდოდათ. მერე გამოაცხადეს, - დედა გარდაიცვალა და სოფელში დავკრძალეთო. მისი ასავალ-დასავალი არ ვიცით, ისღა გავიგეთ, რომ უცხოეთში გადასახლდა იმ კაცთან ერთად

როცა ცოლმა მიმატოვა და სხვა კაცს გაჰყვა, ყველა მეუბნებოდა, შენს ადგილზე­ მოვკლავდიო. რატომ მომეკლა, იმიტომ, რომ მთელი სიცოცხლე ციხეში გამეტარ­ე­ბინა და
შვილები უპატრონოდ მიმეყარა? - მშვიდად მეუბნება კაცი, რომელიც მარტო ზრდის შვილებს.

სანდრო: - სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. პატარები არ
დავქორწინებულვ­ართ. კარგად გვქონდა გააზრებული პას­უხისმგებლობა, რომელსაც ოჯახი და შვილ­ები მოითხოვენ. ვცხოვრობდით, როგ­ორც მეგობარი ქალი და კაცი, რომელთაც ერთმანეთთან დამალული არაფერი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და გვიყვარდა, ყოველთვის ვფიქრობდი, ძნელია, ქალმა და კაცმა მთელი სიცოცხლე დაუკავშირონ ერთმანეთს-მეთქი.

- რომელიმე თქვენგანის ღალატს გულისხმობთ?
- ღალატს არა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, გახუნებულიყო გრძნობები, ერთმანეთზე გული გაგვცივებოდა. ყველაფერი­ მთავრდება, თანაც დღეს, როცა ირგვლივ ამდენი საცდურია. ამიტომაც ყოველთვის მქონდა ავი წინათგრძნობა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ცოლი რქებს დამადგ­ამდა და ქალი, რომელიც შვილებს თან ჰყვებოდა, მათ მიატოვებდა.

- რამდენი წლის შემდეგ გიღალატათ?
- 12 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი. ბავშვებმა თავიდან ვერ გაიგეს, რატომ არ მოდიოდა დედა შინ. კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც შვილებს უთხრა, - თქვენთვის არ მცალია, მამა მოგხედავთო და ტელეფონი გაუთიშა...

- ალბათ ძალიან გაუჭირდათ ბავშვებს.

- ძალიან. ერთი ხანობა სკოლაში წასვლა არ უნდოდათ. მერე გამოაცხადეს, - დედა გარდაიცვალა და სოფელში დავკრძალეთო. უფროსი გოგონას კლასის ხელმძღვანელმა მითხრა, არ ვიცოდი, თუ დაქვრივდით, გვიან გავიგე ბავშვების დაობლების ამბავიო. სახტად დავრჩი...

- დღესაც არ აქვს დედას ბავშვებთან ურთიერთობა?
- არა. მისი ასავალ-დასავალი არ ვიცით, ისღა გავიგეთ, რომ უცხოეთში გადასახლდა იმ კაცთან ერთად.

- უცხოელია?
- რა მნიშვნელობა აქვს, სადაურია და ვინ არის? ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა, რომ მისთვის არ ვარსებობთ და ეს არის ჩვენთვის მტკივნეული. ოჯახები ინგრევა, მაგრამ მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობას ეხება ეს. არც ერთი ნორმალური ადამიანი არ გაწირავს შვილებს საყვარლის გამო.

- თქვენი ყოფილი ცოლის ოჯახის წევრები რას ამბობენ?
- მათ რას ვერჩი? შესანიშნავი ხალ­ხია. ჩემი ცოლისძმა კინაღამ გაგიჟდა. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ არ ღირდა დავიდარაბის ატეხა. შენ რა ნერვები გქონიაო, დღესაც მეუბნება.­ ნერვები ახლა უფრო დამიწყნარდა. ძალიან ცუდად ვიყავი. როგორია, რომ გაიგებ, საყვარელი ქალი გატყუებს. აღარ გინდივარ? თქვი და წადი, მაგრამ ყველაფერთან ერთად ხარბიც იყო. ჩემი ფულის და კომფორტის დაკარგვა არ სურდა.

- როცა ღალატი გაუგეთ, გააგდეთ?
- არა, თვითონ გამომიცხადა, - მივდივარო. რა უნდა მეთქვა? ქალი, რომელსაც წასვლა უნდა, ძალით უნდა დაიჭირო? ბავშვებზე მოვილაპარაკოთ, მე მათ გარეშე ვერ გავძლებ-მეთქი. შენ გიტოვებო. იმწამსვე ბავშვების მდგომარეობა წარმოვიდგინე და გავშრი, მაგრამ, საბედნიეროდ, დალაგდა ყველაფერი და აღარავის მივცემ უფლებას, მით უფრო მას, რომ ჩემს შვილებს ცხოვრება აურიოს.

- ცოლის შერთვას აპირებთ?
- არასოდეს. საშინელი გაკვეთილი მივიღე, აღარ ვენდობი ქალებს.

სოფო გამრეკელი
...
29 დეკემბერი 2017 03:55
მალადეც თქვენ ვაჟკაცობას...ღირსეული მამახართ და მრავალ .ახალწელს დასწრებოდე შენ შვილებთან ერთად ..ღოჩსღ შენს ვაჟკაცობას მადონა მამფორია
ცისია
28 სექტემბერი 2017 08:33
შვილზე ძვირფასი არის რამე ან ვინმე????მთელ
სამყაროს აიწონის. ვიღაც ამორალური,გარყვნილი
ადამიანი ყოფილა...ბავშვები შემეცოდნენ უფრო
მეტად ((((
NINA
12 მაისი 2016 17:11
ძალიან ცუდი საქციელია ქალის მხრიდან! სხვა რომ შეუყვარდა,ამის გაგება შემიძლია,ასე ხშირად ხდება,მთავრდება ერთი გრძNობა და იწყება მეორე,მაგრამ ამის გამო შვილების მოტოვება დიდ სისულელედ მეჩვენება...გეტყობათ კარგი ადამიანი ხართ,რომ ასე დიდსულოვნად გაუძელით განსაცდელს და ზოგიერთი დაუფიქრებელი,არანორმალური ქმარივით,ნაჯახით არ გაუტეხეთ თავი ცოლყოფილს,ამით რას მოიგებდით,გარდა იმისა,რომ შვილებს მამასაც დაუკარგავდით,მაგრამ თხოვნა მექნება,დედას ცუდად მაინც ნურასოდეს უხსენებთ ბავშვებს,ნურც სხვებს მისცემთ უფლებას მათი თანდასწრებით ლანძღონ ის,რადგან არ იცით,რა იქნება მომავალში,როცა ისინი დაქალდებიან,ან დაკაცდებიან,საზიზღრად მოექცათ დედა,მაგრამ,ის მაინც მათ დედად დარჩება ყოველთვის და თუ როდესმე შვილების ნახვას მოისურვებს,ამის უფლება არ წაართვათ,არც დედას და არც შვილებს...წარმატებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ შვილებთან ერთად!

რედაქტორის რჩევით