"მე ჩემი გარეგნობის ტყვე ვარ"
09-05-2016
"მე ჩემი გარეგნობის ტყვე ვარ"
იმ დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგა, უბავშვოდ ცხოვრება უაზროა, მე ასე არ შემიძლია-მეთქი ვუთხარი. შევყევით ერთმანეთს და კარგად ვიჩხუბეთ. მომახალა, - მე მინდოდა ლამაზი ცოლი და იმიტომაც შეგირთე, ბავშვები არ მაინტერესებსო. მოკლედ, მეც მასთან ერთად დავიღუპები, უშვილძიროდ გადავეგები. არადა, დედობა მინდა...

ბევრი ახალგაზრდა ქალი უფრთხის ორსულობას, მშობიარობას, ბავშვის გაზრდას­ - ფიგურა გამიფუჭდებაო, ლამაზი მკერდი აღარ მექნებაო, მენჯი გამიფართოვდებაო, მაგრამ პირველად გავიგე, კაცი ცოლს ისე ეტრფოდეს, მისი სილამაზე ისე ხიბლავდეს, რომ სხეულის
ფორმის შეცვლის შიშით შვილის გაჩენას უკრძალავდეს.

ნინო: - მე და ბესოს დიდხანს გვიყვარდა ერთმანეთი. დაქორწინებამდე ვლაპარაკობდით ოჯახის ყველა თავისებურებ­აზე. გვიან მივხვდი, რომ შვილებზე არასოდეს გვილაპარაკია. ამასაც დიდხანს ვერ გავიხსენებდი, რომ არა ერთი უკიდურესად დაძაბული დღე: თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ქმარმა მკითხა, რა გჭირსო. მგონი, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი.
გაფითრდა, თვალები გაუფართოვდა. მერე საწოლთან დაიხარა, ხელები მომხვია, თვალებში ჩამხედა და რაღაცნაირი ხმით მითხრა, - არ მინდა, რომ დაორსულდე და დამახინჯდეო. ძალიან ცუდად გავხდი. ვკითხე, დამახინჯება რა შუაშია, ორსული ქალი ხომ ყველაზე ლამაზი შესახედია-მეთქი. ეგ სხვისთვის, მე ვერ ვიტანო. თუ ცოლ-ქმარი მოისურვებს, ბავშვი არ გაჩნდ­ებაო. უბავშვოდ ცხოვრება უაზროა, მე ასე არ შემიძლია და ნუ მაშინებ-მეთქი. მოკლედ, შევყევით ერთმანეთს და კარგად ვიჩხუბეთ. მომახალა, - მე მინდოდა ლამაზი ცოლი და იმიტომაც შეგირთე, ბავშვები არ მაინტერესებსო.

- იყავით ორსულად?

- არა. ამის მერე ჩემი ქმარი ნამდვილ­ ურჩხულად იქცა, მე კი მისი ტყვე ვარ და ჯერ ვერ ვახერხებ, თავი დავაღწიო, რადგან ჩემში ორი "მე" იბრძვის. ერთს ჰგონია, რომ ავადმყოფური მიდრეკილებების კაცი უნდა გადაარჩინოს და გონს მოიყვანოს, მეორე ხვდება, რომ ამ კაცის საშველი არ არის და მეც მასთან ერთად დავიღუპები, უშვილძიროდ გადავეგები. არადა, მინდა დედობა.

- არ გიცდია გაყრა?

- ცხადია, ვუთხარი, უნდა გაგცილდე­-მეთქი. იმიტომ, რომ ბავშვები გააჩინოო? ვკითხე, ხვალ რომ რაიმე უბედურება შემემთხვას, ავარიაში მოვყვე, რამე ისე მოვ­იტეხო, რომ ფეხზე ვეღარ დავდგე, მაშინაც ასე გეყვარები და მომივლი, თუ დას­ახიჩრებულს მიმატოვებ-მეთქი. ჯიუტად იმეორებდა, შენ არაფერი მოგივაო. ამის თქმა იმაზე მეტყველებს, რომ თუ რამე დამემართება, მიმატოვებს.­ როგორი სიყ­ვარულია ეს-მეთქი. ისეთი, როგორიც მე მახასიათებსო. თუ არ მინდა ამგვარი სიყ­ვარული, იძულებით უნდა ვიცხოვრო შენთან-მეთქი? შენ ისე ცხოვრობ და ისე იცხოვრებ ჩემ გვერდით, რომ თავს უბედ­ურად არ იგრძნობო. არ ესმის, რომ ტყვე ვარ და აღარ მინდა მის გვერდით მხოლოდ­ იმიტომ ვიცხოვრო, რომ არაფერი მაკლია, არადა, მაკლია - დედობა მინდა და ქმარი შვილის გაჩენის უფლებას­ არ მაძლევს, ამაზე საშინელი­ ყოფა შეიძლება წარმოიდგინო? ამას წინათ მით­ხრა, მოდი, დაგითმობ, გააჩინე შვილი, ოღონდ სუროგატი დედის დახმარებით. მერე ძიძა გაზრდის და ყველა მშვენივრად ვიქნებითო. ძალიან შეურაცხმყოფელია ასე, თოჯ­ინასავით ყოფნა. თითქოს სულიც კი არ მაქვს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პიროვნებად არ აღმიქვამს და ჩემი აზრი არაფერს ნიშნავს მისთვის.

- არ გიცდია, მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით გაგერჩია ეს საკითხი?

- ერთხელ დედამთილ-მამამთილმა დაიჩივლა, - ძალიან გაგიგრძელდათ უბავშვოდ ყოფნა, ხომ მშვიდობა გაქვთო. ვუთხარი, ჯანმრთელები ვართ, მაგრამ თქვენს ვაჟს არ სურს ბავშვის გაჩენა-მეთქი. გადაირივნენ, ეს როგორო? ჩემმა ქმარმა მოკლედ მოუჭრა, ასე მინდა და მორჩაო. ცრემლები წამსკდა და საძინებელში გავიქეცი. დედამთილი გამომყვა. ყველაფერი ვუამბე­-. იმის მერე რა მოხდა, არ ვიცი. დედა-შვილს ურთიერთობა არა აქვთ. დედამთილი მხოლოდ მე მირეკავს ხოლმე და მომიკითხავს. შეძრწუნებულია ქალი. ერთადერთხელ ამოთქვა, ეს რა ურჩხული გამიჩენია და გამიზრდია, ნეტავ საერთოდ არ დაბადებულიყოო. რა უნდა ვუთხრა იმ ქალს, რით ვანუგეშო? საკუთარი თავისთვის ვერ მიშველია და ჩემი გარეგნობაც კი მძულს, რადგან მის გამო ვარ ტყვე.

სოფო გამრეკელი
teko
20 სექტემბერი 2018 22:21
shvili myavs magram imaze magar pormashi var vidre shvilis gachenande ra sisulelea
თოკოსგოგო
07 აპრილი 2018 10:08
რააა იდიოტობაა... გათხოვების პირველივე დღიდან შვილები გვინდოდა და გვყავს კიდეც... ამაზე დიდიი ბეენიერება რა უნდა იყოს..........❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ აგერ ჩემი ბიძაშვილი და მისი ცოლი მეხუთეს ელოდებიან შემოდგომაზე❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
აინეთა
28 მარტი 2017 14:47
წონაში მოიმატე და გეშველება

რედაქტორის რჩევით