შვილმა ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა
შვილმა ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა
მე და ჩემს ქმარს 12 წლის ქალიშვილი ლეიკემიით გარდაგვეცვალა. ჩვენი ვაჟი მაშინ 8 წლის იყო. ქეთის სიკვდილმა თავზარი დაგვცა. ჩვენი ერთადერთი იმედი გიო იყო. მისთვის ვცოცხლობდით. ისეთ რძალზე ვოცნებობდი, რომ ჩემი ქეთი შეეცვალა... 24 წლის გიომ ცოლი შეირთო. რძალს ქეთინო ერქვა.

ნეტავ იცოდეთ, როგორ გამიხარდა, ასე მეგონა, მკვდარი შვილი გამიცოცხლდა.

რძალმა კი რამდენიმე თვეში გამოაჩინა ბრჭყალები. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ერთად ვცხოვრობდით. დიდი, საკუთარი სახლი გვქონდა ვეძისში და თავიდანვე
ვფიქრობდით, რომ გიოსთან ერთად ვიცხოვრებდით. თურმე, სასახლეც რომ გქონდეს, მაინც არ უნდა მოინდომო რძალთან ცხოვრება. რძლისა და სიძის ოჯახში შემოსვლამდე უნდა გაუნაწილო შვილებს, თუ რამ ქონება გაგაჩნია.

აგარაკი გვქონდა წყნეთში. გიოს სახელზე იყო აშენებული, ქეთისთვის ცალკე ვაპირებდით... მერე, ხშირად მიფიქრია, იქნებ, ღმერთმა იმიტომ დაგვსაჯა, რომ
რაც გვებადა, ყველაფერს გიოს ვუმკვიდრებდით და მის სახელს ვარქმევდით, მაგრამ ქეთისთვისაც ხომ ვაპირებდით ყველაფრის მიცემას?! ამ ჩემმა რძალმა იმდენი ქნა, ერთ ოთახში შეგვყარა მე და ჩემი ქმარი, თვითონ კი სტუმრების მიღება-გასტუმრებაში იყო. სტუმრებს ვინ დაეძებს, რაიონიდან ვინც კი ჩამოვიდა მისი ნათესავი, ყველა ჩვენთან მოიყვანა.

ხმას არ ვიღებდი. შვილიშვილები რომ შეგვეძინა, ბავშვებს ჩვენთან ურთიერთობას უშლიდა. ამაზე გაჩუმება კი აღარ შემეძლო და მოხდა კიდეც უსიამოვნება. ჩემმა შვილმა ცოლს დაუკრა კვერი, - დედა შვილებს, როგორც უნდა, ისე გაზრდისო. ჩემი ქმარი ძალიან ცუდად გახდა. ამას არ მოველოდით გიოსგან. გადავწყვიტეთ, წყნეთში გადავსულიყავით. მაინც არ მოისვენა რძალმა, - აგარაკზე, როცა მინდა, მაშინ უნდა ავიდე და ესენი იქ რატომ უნდა დამხვდნენო.

კინაღამ გადავირიე, ჩვენს ნაჯაფს რას ეპოტინები, შენი შრომით ააშენე და იმას დაეპატრონე-მეთქი. ამაზე ისტერიკა დაიმართა და ისევ გიო აგვიმხედრა. იძულებული გავხდით, წყნეთის სახლიც გაგვეყიდა, ნაწილით პატარა სამოსახლო ვუყიდეთ წყნეთშივე, მეორე ნაწილით კი მუხიანში ვიყიდეთ სამოთახიანი ბინა. ამით საბოლოოდ გაწყდა ჩვენ შორის ის ძაფი, რომელიც ათი წელი ავად თუ კარგად გვაკავშირებდა.

მეუღლე სამი წლის წინ გარდამეცვალა. ჩემთან უმცროსი და ცხოვრობს. შვილი ათასში ერთხელ მაკითხავს, შვილიშვილებიც იშვიათად შემომირბენენ. გადაწყვეტილი მაქვს, ბინა დისშვილს გადავუფორმო ან ანდერძით დავუტოვო, რომელიც არ მაკლებს სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას. მე ჩემს შვილს ყველაფერი მივეცი სიყვარულთან ერთად, მან კი ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა, მარტოობისთვის გამწირა, დისა და დისშვილის იმედად დამტოვა.
ნანი თ.
მკითხველის კომენტარი (155)
მაგნოლიას
16 ივნისი 2020 09:42
თქვენნაირი უგულოები ზრდიან ზუსტად ქეთისნაირ ალქაჯებს თუ არ მოწონს დედამთილი თვითონ იყიდოს სახლი და გადაბრძანდეს სხვის მოყვანილობის ქონებაზე ადვილია საუბარი. იმ ქეთისაც ეგრე მოექცევიან შვილები.
ლილი
27 დეკემბერი 2019 16:34
თუ მაინც ასეთი უმადური იყო.ან წყნეთი რაღას გაყიდეთ მის ჭკუაზე და რატომ ის ვეძისის ბინაც არ გაუყავით.რძალმა გაინაღდა თავისი.
...
12 დეკემბერი 2019 14:01
რძლებსა დედამთილ მამამთილის ქონება თავისი ჰგონიათ.
რატომ უნდა დაგაჩმოროს რძალმა ასე რომ შენი ნაშრომით ნაყიდ სახლში არ გაგაჩეროს?არ მესმის რატომ არ ამოიღეთ ხმა თავის დროზე შვილიც უნდა მიგელანძღათ .
natela
09 დეკემბერი 2019 15:37
კომენტარების სიმრავლეიდან ცანს რდზალდედამტილის პრობლემა სამწუხაროა მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მგიგიატ ქალბატონო
09 დეკემბერი 2019 12:40
Ras qvia agimxeddrda shvii.maset shvils saxlebs da agarakebs ki ara nemss ar mivcem.adamini romeli dedas ar afasebs is verc veravis daafasebs.massti sibere eqnebat tvitonac aucileblad
...
09 დეკემბერი 2019 10:42
რასაც თავის მშობლებს გაუკეთა იგივე დაუბრუნდება მასაც ლაჩარი ყოფილა.
ნუნუ ქუთათელაძე
09 დეკემბერი 2019 10:02
მე საკუთარ სახლსაც გავყიდდი და მის წილს მივცემდი და თქვენი ფული თქვენვე მოგივლიდათ მეუღლე აქტია გულის ტკივილს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა მე ამას ვერავის ვაპატიებდი და საკადრისად დავსჯიდი მაგრამ ისინი დასჯილები არიან ღმერთი არ აპატიებთ . ისე ვაჟკაცად ვერ გაგიზრდიათ
მაგნოლია-ს
09 დეკემბერი 2019 06:15
და დისშვილს რომ ამაგი დაუფასოს და მუხიანის ბინა დაუტოვოს,ვითომ რატომ არა ?! შვილს და რძალს,რომლებიც თავს არ იწუხებენ მოვლით, ვეძისში კერძო ბინა და წყნეთი არ ეყოფათ?! იძახით ცალკე უნდა გასულიყავითო,ხომ წავიდნენ წყნეთში საცხოვრებლად ,მაგრამ რძალმა იქაც რომ არ მოასვენა !
ფიქრია
09 დეკემბერი 2019 00:33
ნეტა ის შვილი არ დაბერდება ან რძალი? საკუთარ დედაზე უარი როგორ უნდა თქვა ცოლის გამო მეც მყავს დედამთილი მარა ჩემს ქმარს არჩევანის წინაშე არასდროს დავაყენებ. ან როგორ უნდა ვაიძულო რომ საკუთარ დედაზე უარი თქვას მეც ხომ დედა ვარ მეც ხომ ვზრდი შვილებს. მეხ ხომ დავბერდები. აი ასეთი შვილების არ მწამს. შეიძლება ჩემი დედამთილი იდეალური არაა მაგრამ როგორც ჩემი მეუღლის დედას და ჩემი შვილების ბებიას პატივს ვცემ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს როგორ გავივლებ მასზე რამე ცუდს.
guliko
08 დეკემბერი 2019 21:48
ras izam chemo kargo marto shen ar xar am dgeshi bevri ojaxia acecili regvenebisgan gmertma gagazlieros


რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები