"იმ კახპამ ოჯახი დამინგრია"
13-06-2016
"იმ კახპამ ოჯახი დამინგრია"
30 წლის გოგო 60 წლის კაცს ცოლად რომ მიჰყვება, ანგარების მეტი რა უნდა ამოძრავებდეს?"- კითხულობს ქალი, რომელსაც ქალიშვილის მეგობარმა 40 წლის ნალოლიავები ოჯახი დაუნგრია.

"ერთ დღესაც ვკითხე, რა დაგიშავეთ, ასე რატომ მოგვექეცი-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა და დედისტოლა ქალს იცით, რა მითხრა? - შენ სიყვარულის რა გაგეგებაო"


ლიანა ს.: - ეს ამბავი სხვისგან რომ მომესმინა, ალბათ ვიტყოდი, ზღაპარს ჰყვება-მეთქი. ვერ წარმომედგინა ვერც ასაკოვანი კაცის ასეთი აცუნცრუკება და ვერც ახალგაზრდა ქალის დაცემა. თან
ეს ქალი ჩემი შვილის მეგობარი იყო. ის დღედაღამ ჩვენს ოჯახში ტრიალებდა. ვიფიქრე, ჩემს უფროს ვაჟს ეპრანჭებოდა. ის კი თურმე გეგმავდა როგორ დაენგრია ჩვენი ოჯახი. დღემდე ვჩივით და მოვითხოვთ ჩემი ქმრის და იმ არარაობის ხელში მოქცეული ქონების ნაწილის დაბრუნებას. ეს ქონება ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის
ერთობლივი შრომის შედეგია, ჩემი შვილებიც მონაწილეობდნენ საოჯახო ქონების შექმნაში - ხელფასის დანაზოგით რემონტი გააკეთეს, საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყიდეს, ავეჯი გამოცვალეს. ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა ის კახპა გოგო. იცის, საიდან რა გაჩნდა ჩვენს სახლში და, მიუხედავად ამისა, გვიცხადებს, აქ ყველაფერი ომარიკოს (ასე ეძახის ჩემს ყოფილ ქმარს) შექმნილია და რა პრეტენზია გაქვთო.

- როგორ ვერ მიუხვდით განზრახვას?

- ორი წლის წინ, ზაფხულში, ჩემს დასთან წავედი საბერძნეთში. ომარმა ვერ აიღო შვებულება, თორემ ერთად ვაპირებდით წასვლას. შვილები ზღვაზე წასულან დასასვენებლად. სავარაუდოდ, ეს არამზადა მაშინ დაუახლოვდა ჩემს ქმარს.

- თქვენს ქმარს არ ჰკითხეთ, რატომ მოიქცა ასე?

- მეზობლისთვის უთქვამს, ყველამ თავის თავს მიხედოს, მე ჩემი ცხოვრება მაქვსო. გავიყარეთ და მეორე დღესვე ის არარაობა მოიყვანა ცოლად. ჩემმა შვილებმა იმარჯვეს. როდესაც ომარმა ხელის გაწერა მომთხოვა, ბავშვებმა მითხრეს, დრო გააჭიანურე, სასამართლოსთვის სარჩელი უნდა მოვამზადოთ, ქონების გაყოფა მოვითხოვოთო. შესაბამისად, ახლა ქონება სადავოა.

- იმ გოგოს ოჯახი არ ჰყავს?

- რაიონში ცხოვრობენ. ველაპარაკე მის მშობლებს. შეიცხადეს, ივიშვიშეს, მაგრამ სარგებელი არაფერია. იმ ხალხს ეგ ნამუსგარეცხილი არ ემორჩილება. ერთ დღეს გვერდით დავისვი და დაველაპარაკე, ვკითხე, ასე რატომ მოგვექეცი-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, - შენ სიყვარულის რა გაგეგებაო.

- თქვენმა შვილებმა არ სცადეს მასთან ლაპარაკი?

- სცადეს. ამაოდ. ჩემს შვილებს ქაჯებს ეძახის. შემიყვარდა მამათქვენი და მასაც შევუყვარდიო, 21-ე საუკუნეა და რომელი დროის საზომით უდგებით ქალის და კაცის ურთიერთობასო. ჩემს ქალიშვილს უთქვამს, ხვდები, რა ჩაიდინე? დედაჩემს ბედნიერება წაართვი, ჩვენ კი სიმშვიდე დაგვიკარგეო. დედაშენი ამდენი წელი ხომ იყო ბედნიერი, ახლა შეისვენოს. შენ თავს მიხედე, მშობლების პირად ცხოვრებაში ნუ ერევიო. არ ვიცი, რა ვქნათ, როგორ მოვუაროთ ამ პრობლემას. ასი ყური და თვალი უნდა გამოისხათ, რომ შვილების მეგობრის სახელით ოჯახში გველის წიწილი არ შემოუშვათ, რომელიც ერთ დღეს გველეშაპად იქცევა და ყველაფერს წაგართმევთ.

სოფო გამრეკელი
-------
29 ივნისი 2017 17:47
ესენი (ცოლიც და შვილებიც) შოვნა - შეძენაზე გაფაციცებულნი სჩანან. კაცს კიარ დარდობენ - ქონებაო... ეტყობა წურავდნენ ბოლომდე ამ "მშოვნელ ოჯახის თავს", თან მიგდებულიც ჰყავდათ, ამასაც ამოუვიდა ყელში და ვინც მოეფერა და "ქალური სითბო" ანახა, იმასთან აცუნცრუკდა "ბერიკაცი" ისე, რომ აღარაფერს შეხედა! და ვერც გაამტყუნებ. ხშირია ასეთი შემთხვევები! ქონების შოვნა - დაგროვებაზე გადარეულებს, ერთმანეთი ავიწყდებათ და მერე უკვირთ მსგავსი რაღაცები! პირიქითაც ხდება, ანუ ასაკოვან ქალბატონებსაც ემართებათ ამგვარი! ასე რომ ბრძნული აზრების ფრქვევას შეეშვით და ერთმანეთს მეტი დრო დაუთმეთ. მითუმეტეს ასაკასი მყოფნი, ნუ მიატოვებთ ხანგრძლივად, "ცხოვრების აწყობის" საბაბით!
თამაზი
29 ივნისი 2017 09:55
გოგო გყოლიათ სულელი
ზ ქ.
29 ივნისი 2017 08:52
მიარტყმევინე თავი კედელზე და საერთოდ დაკარგავს ცხოვრების ინტერესს.ხალხს ქათმებივით ხოცავენ ქუჩაში ტყუილ უბრალოდ და ეგ რაღაა.ნუთუ ასეთი ბეცები ხართ ყველანი.

რედაქტორის რჩევით