”ჩემი შვილები სუროგატი დედის მუცლიდან თავად ამოვიყვანე”
20-06-2016
”ჩემი შვილები სუროგატი დედის მუცლიდან თავად ამოვიყვანე”
”უკვე სამი შვილის დედა ვარ, არადა, ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური წლები გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა”

საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იმ ქალის ამბავი, რომელმაც სუროგატი დედის მეშვეობით სამი შვილი გააჩინა.

ნინო სუხიაშვილი: - ოჯახი 30 წლისამ შევქმენი. დედობა ჩემი ოცნება იყო, თუმცა 8 წელმა ისე ჩაიარა, შვილი არ გვეყოლა. სტრესებით აღსავსე პერიოდი გამოვიარეთ. თავდაპირველად ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებდი, რადგან მეან-გინეკოლოგი ვარ და ამ სფეროში მეცნიერული­
მიღწევები ჩემთვის უცხო არ არის. თუმცა შემდეგ ნერვებმაც მიღალატა, ფინანსებმაც და ასაკმაც შემაშინა. მე და ჩემმა მეუღლემ ვცადეთ ყველაფერი, მკურნალობა, ხელოვნური განაყოფიერება, თუმცა უშედეგოდ.

- ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს­ საქართველოში მიმართეთ?

- ჯერ საქართველოში, თანაც არაერთხელ და შემდეგ თურქეთშიც. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და გადავწყვიტეთ, სუროგატი
დედის დახმარებით გაგვეჩინა შვილი.

- ხელოვნური განაყოფიერებით შედეგის მიღწევა უკვე გამორიცხული იყო?

- მედიცინაში გამორიცხული არაფერია.­ უბრალოდ, ამის დრო აღარ გვქონდა. სხვ­ათა შორის, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში­ ხელოვნური განაყოფიერება სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება, ჩვენთან კი უშვილობის პრობლემის მოგვარებისთვის არაფ­ერი კეთდება. მხოლოდ ჩვენს ერთ პატარა კლინიკაში 5 თანამშრომელს იგივე პრობ­ლემა აქვს, რაც მე მქონდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემ ირგვლივ უამრავი უშვილოა. ჩვენ ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური 8 წელი გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა.

- როგორ ხდება სუროგატი დედის შერჩევა და რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ბავშვის ბიოლოგიურმა მშობლებმა?

- ამ მხრივ არავითარი სირთულე არ არსებობს... არის ოფისები, რომელთაც მიმართავ და სუროგატ დედას აირჩევ. პირველად ვინც შევარჩიეთ, რატომღაც გვეეჭვებოდა, ჩვენი­ მცდელობა წარმატებით დასრულებულიყო და კიდევ სხვა სუროგატი დედა ავირჩიეთ. საბედნიეროდ, ორივე მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა. პირველად ბიჭი შეგვეძინა, მეორედ კი ტყუპი ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება წინ წავიდა, ბევრი რამ დღემდე­ შეუცნობელია. ალბათ იმიტომ, რომ არც ერთი სიცოც­ხ­ლე­ ღვთის ნების გარეშე არ ჩნდება. ბევრს­ კარგად არ ესმის ეს საკითხი და ამიტომ გა­ნვმარტავ: სუროგატი დედა მხოლოდ ”ჭურჭლის” ფუნქციას ასრ­ულებს, მუცლით ატარებს ბიოლოგიური მამის სპერმით და დედის კვერცხუჯრედით შექმნილ ემბრიონს, ნაყოფს. ამ დროს მნიშვნელოვანია სუროგატ დედაზე ზრუნვა, რადგან ბავშვმა მუც­ლადყოფნის პერიოდშიც იგრძნოს,­ რომ მშობლებს ძალიან უყვართ...
ჩვენთან სუროგატი დედის მეშვეობით შვილის გაჩენა ზედმეტად ტაბუირებულია. ამიტომ ხშირად გვიწევს იმის დამალვა, რაც დასამალი არ არის. დიახ, ჩვენ გვყავს­ 3 შვილი, რომლებიც სუროგატი დედის მეშვეობით გავაჩინეთ. სამივე ძალიან კარგი­ და ჯანმრთელი ბავშვია...

- გამორიცხულია, ბავშვი სუროგატ დედას­ დაემსგავსოს?

- გამორიცხულია, რადგან როგორც უკვე გითხარით, სუროგატი დედა მხოლოდ ”ჭურჭლის” ფუნქციას ასრულებს.

- თქვენი ამბავი განსაკუთრებულია იმითაც, რომ თქვენი შვილები სუროგატი დედის მუცლიდან თავად ამოიყვანეთ.

- ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ოპერაცია ჩემს ნაცვლად სხვა ექიმს გაეკ­ეთე­ბინა. პირველად ბავშვის თავს ხელი რომ მოვკიდე, ხელი ამიკანკალდა-მეთქი, რომ გით­ხრათ, მართალი არ ვიქნები. ერთი სული მქონდა, კიდევ როდის შევეხებოდი ჩემს პატარას, თანაც ვფიქრობდი, ხომ კარგად შევაფასე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორ არის? როგორ სუნთქავს?­ კიდევ ერთი შეხება პატარასთან და მივხვდი, რომ მასზე ტკბილი ამქვეყნად სხვა არაფერია. უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად, უკვე სამი შვილის დედა ვარ. ერთი ეგ არის, გოგოს ყოლაც გვინდოდა და არ გამოგვივიდა... თუმცა გვიან არ არის. სხვათა შორის, ჩვენმა ამბავმა არაერთ უშვი­ლო წყვილს ბიძგი მისცა. მათაც იგივე გზა განვლეს, ზოგს უკვე ჰყავს პატარა, ზოგიერთი კი ამ ბედნიერების მოლოდინშია.

ეკა ასათიანი
ნინო
15 ივლისი 2017 15:54
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ უმეტესობას მაგის ფინანსური საშუალება არა აქვს მითუმეტეს რაიონებში
manana
15 ივლისი 2017 12:30
gmertma gagizardos samive ...ulevi sixaruli da sikvaruliì...
ლადო
27 ივნისი 2016 10:15
დიდი მადლიბა ნინო ექიმო ამ ბიძგისთვის თქვენის წყალობით ჩვენც გვყავს უკვე პატარები.

რედაქტორის რჩევით