"ერთ დღესაც გამო­ვუცხადე, - მინდა ჩემი ქმარი იყო-მეთქი"
11-07-2016
"ერთ დღესაც გამო­ვუცხადე, - მინდა ჩემი ქმარი იყო-მეთქი"
"გაოცებულმა შემომხედა: ნუთუ ვერ ხვდები, რომ ქვრივობის რისკზე მიდიხარო?"

ქალი 28 წლის არის, კაცი 31-ის. კაცი მძიმე სენით არის დაავადებული. ისინი მეგობარმა გამაცნო. ირაკლი მეუბნება, რომ მისი წამალი სიყვარულია და ამიტომაც გამოიყურება იმაზე უკეთ, ვიდრე მასავით დაავადებული პაციენტები.

ელენე - ერთ დღეს "ფეისბუკში" ვნახე განცხადება, ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მშობელს შვილის გადასარჩენად სისხლი სჭირდებოდა. სწორედ ის ჯგუფი,­ რომელიც მე მქონდა. მითითებულ მისამართზე წავედი, იქ ჩემს მსგავსად უამრავი ადამიანი მისულიყო. თურმე ირაკლიც
მათ შორის იყო.

ირაკლი - ელენე ისეთი ფერმკრთალი იყო, ვიფიქრე, ასეთი სუსტი სხვის დასახმარებლად რომ მოდის, რა კეთილი უნდა იყოს-მეთქი. გამოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ, ვერ გავბედე. ორი თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ რომ მივედი სისხლის ჩასაბარებლად, ელენე­ ისევ შევნიშნე. ისე მოხდა, რომ ჯერ მე ამიღეს სისხლი და
მერე ელენე შეიყვანეს. ოთახიდან გამოვიდა თუ არა, შევთავაზე, გაგაცილებთ, მანქანით ვარ-მეთქი. მეც მანქანით ვარო, მითხრა ღიმ­ილით. მაშინ ისღა მოვიფიქრე,­ რომ შოკოლადი, რომელიც ძალე­ბის მოსაკრებად ხელში მეჭირა, გავუწოდე, ეს გამომართვი-მეთქი. გაეცინა, მეც მაქვსო და ჩანთიდან­ ამოიღო.

ელენე - იმ დღეს მე და ირაკლი კაფეში წავედით, დაღამე­ბამდე ვსაუბრობდით. ჩვენ ერთი სისხლის ჯგუფი გვაქვს, ერთნაირი ხასიათი და საერთოდ სამყაროს ერთნაირად აღვიქვამთ. ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ქველმოქმედებით დაიწყო, არ მინდა ტრაგიკულად დასრულდეს და ამისთვის ვიბრძვი.

ირაკლი - როდესაც გავიგე, რომ ავად ვიყავი, მიჭირდა ელენე­სთვის თქმა. იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ დავშორდე-მეთქი, როცა ამ თემას შევეხე, ელენემ პირზე ხელი ამაფარა, დიდი თვალები უფრო გაუფართოვდა და მტკიცედ­ მითხრა, ერთად დავამარცხებთ ყველა პრობლემასო.

ელენე - ერთ დღესაც გამო­ვუცხადე, - მინდა ჩემი ქმარი იყო-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა: ნუთუ ვერ ხვდები, რომ ფაქტობრივად, ქვრივობის რისკზე მიდიხარო? ამ საშინელი სიტყვებით სცადა ჩემი თავიდან მოშორება, მაგრამ ამაოდ...

ირაკლი - ჯვარი დავიწერეთ.­ ახლა ელენე არა მხოლოდ ჩემს გულ­ისცემას უსმენს, მისი გულის ქვეშაც ახალი სიცოცხლე ჩქეფს.

ელენე -
მინდა, ადამიანებს ვუთხრა, რომ ყველა სენის წამალი არსებობს და ეს სიყვარულია, რომელიც დაუნანებლად უნდა გასცე და სასწაული მოხდება. ირაკლის დაავადება რეგრესირებადი გახდა.­ ვიცი, ერთ დღესაც ვიტყვი, ვაშა, ჩვენ შევძელით!
...
27 აპრილი 2017 12:18
ხატია მე მჯერა სიყვარულის ძალის!!!!!
თინა
27 აპრილი 2017 10:40
თუკი მასე ცუდად იყო დაავადებულ სისხლს უსხდნენ ლეიკემიან ბავშვს .არ ამოემებდნენ სისხლს?
26 ოქტომბერი 2016 15:59
Elene uagresad ketili adamiani brdzandebit.ufalma daglocot

რედაქტორის რჩევით